მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
26 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთმა ნაწილმა და ქვეითად მოსიარულეებმა გამართეს აქცია, სახელწოდებით „ტროტუარი ჩვენია“.
საქართველო, წიგნიერების დონის მაჩვენებლით, 61 ქვეყნიდან 51-ე ადგილზეა, ამბობს 2016 წლის გამოკვლევა, რომელიც ცენტრალური კონექტიკუტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ჯონ მილერმა და მისმა გუნდმა ჩაატარა.
პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები სწავლას და მუშაობას ერთდროულად შეძლებენ - ასეთია მთავარი იდეა პროფესიული განათლების რეფორმისა.
ნადია სავჩენკო სასამართლომ დამნაშავედ ცნო 2014 წელს ლუგანსკის ოლქში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში და 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
საქართველოში იმყოფება ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი, რომელიც შეხვედრებს მართავს ხელისუფლების პირველ პირებსა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან.
უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ანა დოლიძის კანდიდატურას ახლა კენჭი პარლამენტის სესიაზე უნდა უყარონ.
გასულ კვირაში თბილისს სტუმრობდა ორი ცნობილი თანამედროვე ფრანგი მწერალი - ფრედერიკ ბეგბედერი და დავიდ ფონკინოსი. ამ ორი ავტორის წიგნები ბესტსელერებია არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ მსოფლიოში.
საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმეზე დაკავებულ ორ პირს. პროცესი ორი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ხმაური მოჰყვა თვითმმართველობის წევრების მიერ უნივერსიტეტის რექტორ ლადო პაპავას კაბინეტის ძალით დაკავებას.
ტელევიზიის ახალი დირექტორი, ლევან გაჩეჩილაძე, სასამართლოს გზით მოითხოვს „მაესტროს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ილია კიკაბიძეს, არ მიეცეს "მაესტროს" სახელის გამოყენების უფლება.
ერთი წლის წინ პოეტი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც ცნობილია თავისი მწვავე სოციალური პოეზიით, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სტამბოლში გადაიხვეწა.
ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი სამხედრო მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე რუსეთის სასამართლო საბოლოო განაჩენს 21 მარტს გამოიტანს.
მეტი ქალი პოლიტიკაში და დაცული შრომითი უფლებები - ამ ორი მთავარი ლოზუნგის ქვეშ გაერთიანდა 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, თბილისში გამართული ორი აქცია-მსვლელობა, რომელშიც ათობით ქალმა მიიღო მონაწილეობა.
ტელეკომპანია „,მაესტრო“ ისევ ყურადღების ცენტრშია. 7 მარტს ტელევიზიის შენობის დაცვა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე "სტუდია მაესტროს" დირექტორად დაარეგისტრირა.
3 მარტს თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით, გაიმართა რუსი მხატვრისა და ფემინისტის, გრაფიკული რეპორტაჟების ავტორის, ვიქტორია ლომასკოს ნამუშევრების გამოფენა.
სოფელს ერთი სასაფლაო ექნება, მაგრამ გამყოფი ხაზით: ერთ მხარეს ქრისტიანებს დაკრძალავენ, მეორე მხარეს კი მუსლიმებს.
200-ზე მეტი მუშა ქსნის მინის ქარხანასა და 1000-მდე მაღაროელი ტყიბულში - ეს ის ხალხია, ვინც მთელი წინა კვირის განმავლობაში განაგრძობდა გაფიცვას ხელფასების მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.
ქვანახშირის მაღაროს მუშების მოთხოვნა უცვლელია: ისინი მმართველი კომპანიისგან ხელფასის 40%-ით მომატებას მოითხოვენ. უცვლელია დამსაქმებლის პოზიციაც: ხელფასი ამ ეტაპზე ვერ მოიმატებს.
ვენახი, სადაც ერთმანეთის გვერდით გაიზრდება მეგრული და აფხაზური ჯიშის ვაზი და რომელიც სამეგრელოში გაშენდება, მერე კი უძველესი აფხაზური ჯიშის ყურძნისგან ღვინოც ჩამოისხმება, მაგალითად, ავასირხვა - ეს საქართველოს ღვინის კლუბის წევრის, ალეკო ცქიტიშვილისა და მისი მეგობრების ერთობლივი იდეაა.
ჯერ ისევ არავინ იცის, რით დამთავრდება ტყიბულელი მეშახტეების გაფიცვა და დაკმაყოფილდება თუ არა მათი მოთხოვნები.
ჩამოტვირთე მეტი