მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
თუ ერთდროულად, საქართველოს რამდენიმე ასეული მოქალაქე პირადად მიმართავს სასამართლოს სარჩელით ცესკოს წინააღმდეგ, თავისი საარჩევნო ხმის დასაცავად, მოითხოვს საკუთარი თვალით ნანახი დარღვევების აღიარებას და დარღვეული ფარულობის უფლების აღდგენას, ამან, შესაძლოა, დღეს თუ არა ხვალ, რეალობა შეცვალოს.
Ziari Press პირველად ქართულ ენაზე (მთარგმნელი ნინო შარვაშიძე) გამოსცემს იტალიელი მოგზაურის, ჟურნალისტისა და დიპლომატის, ლუიჯი ვილარის წიგნს „ცეცხლი და მახვილი კავკასიაში“, რომელიც 118 წლის წინ, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ საქართველოზეც ჰყვება.
ფოტოჟურნალისტი დარო სულაკაური პირველი ქართველია, რომელიც 2024 წელს TED Fellows-ის პროგრამის 10 000 მონაწილეს შორის შეირჩა და TED-ის პლატფორმიდან კიდევ ერთხელ უამბო მსოფლიოს საქართველოში რუსეთის მცოცავი ოკუპაციის შესახებ
„ჯერ გამეცინა, მერე გავბრაზდი“, „შეურაცხყოფილი ვიყავი“, „არ მჯეროდა, რომ ამ სიტყვებს ამბობდა“, - ასე ეხმაურებიან აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა თუ საბერძნეთში მცხოვრები და არჩევნების დღეს, რიგში მდგომი ქართველები რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
ელექტრონული მოწყობილობა თუ სისტემა შეიძლება იდეალურად გამართული იყოს, მაგრამ ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ დგას „საარჩევნო მანქანების“ უკან.
ყველა, ვინც არჩევნებზე ცვლილებას უჭერდა მხარს, თავიდან, როცა არჩევნების შედეგები გამოცხადდა, აუტანელი უიმედობის და რაღაც დიდის და ძვირფასის წართმევის განცდამ მოიცვა. ამ ვიდეოში, რუსიკო, გვანცა, ნიკო და გიორგი - ადამიანები, ვინც ცვლილებებს და ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს, ამ შეგრძნებებზე ჰყვებიან
ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად, ესკორტის თანხლებით, დაცვის რამდენიმე ათეულ წევრთან ერთად მივიდა. იმ საარჩევნო უბნის პერიმეტრი, სადაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ხმა მისცა, პოლიციამ რამდენიმე საათით ადრე გადაკეტა. ივანიშვილმა თქვა, რომ ხმა მისცა მშვიდობას.
ისრაელში მცხოვრები ქართველების ვარაუდს, რომ რამათ-განში გახსნილ ერთადერთ უბანზე არჩევნები შეიძლება ჩაიშალოს, ცესკო უპასუხებს, რომ კომისია იქ კენჭისყრის დღისთვის ჩვეულებრივ ემზადება. მათ მხოლოდ კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი მაჩაიძემ მიმართა პოსტის „ოჯახური მდგომარეობის გამო“ დატოვების თხოვნით.
ქეთევან კახიანი - ქალი მაღლა აწეული ევროკავშირის დროშით, „ქართული ოცნების“ 23 ოქტომბრის შეკრებაზე მარტო მივიდა, დემონსტრაციულად გაიარა ხალხში და სცენის ახლოს დადგა. ამ ინტერვიუში ქეთი გვიყვება, მეტროდან ამოსულმა, როგორ გაშალა წინა დღის საპროტესტო აქციებიდან ჩანთაში ჩარჩენილი დროშა
რადიო თავისუფლებასთან ამ ინტერვიუში კი ქეთი გვიყვება, როგორ დაიგეგმა ეს სპონტანური პროტესტი და მეტროდან ამოსულმა, როგორ გაშალა წინა დღის საპროტესტო აქციებიდან ჩანთაში ჩარჩენილი დროშა, როგორც დასტური იმისა, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ მიდის.
“ქართულმა ოცნებამ” ბოლო, წინასაარჩევნო შეკრება თავის მხარდამჭერებთან თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართა.
ვორონეჟი, რიაზანი, პოტმა, ჩელიაბინსკი, პეტროპავლოვსკი და ბოლოს, ჯეზკაზგანი - სხვა ასობით ქალთან ერთად, სწორედ ეს გზა გაიარა რეპრესირებულმა ლიზიკო აბზიანიძემ გულაგისკენ და გადასახლებაში სულ რვა წელი გაატარა.
19 წლის სტუდენტი, იზი გრძელიშვილი, წელს პირველად წავა არჩევნებზე - როგორც ამომრჩეველი და როგორც მოხალისე დამკვირვებელი.
უკვე ათი დღეა, თამთა ჟვანია - დედა, რომელიც ყოფილი ქმრისგან მცირეწლოვანი შვილის დაბრუნებას უშედეგოდ ითხოვს, პარლამენტის წინ ათენებს.
თუ 18 წლის გახდი, ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა შეგიძლია. დიდი ლოდინი საჭირო არ არის: 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გახმაურებულ განცხადებას 2008 წლის აგვისტოს ომის გამო ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე, უკომენტაროდ არც ოსების მხარეს ჩაუვლია: "ბოდიშის მოხდა საკმარისი არ იქნება“, - ამბობენ ცხინვალში.
ჩამოტვირთე მეტი