მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
არის თუ არა საქართველოში სურსათი უვნებელი და ვინ არის პასუხისმგებელი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე? მომხმარებელთა უფლებების დამცველების განცხადებით, დღემდე ყველაზე დიდ პრობლემად გარე ვაჭრობა რჩება, რადგან ქუჩაში გასაყიდად გამოტანილი საკვები პროდუქტები არ მოწმდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების შესახებ 2014 წლის ანგარიში, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოცაა შესული.
გადაწყდა, რომ ვერეს ხეობაში წინასწარი შეტყობინების სისტემა დამონტაჟდეს.
რა მოხდა თბილისში 13-14 ივნისს, შეიძლებოდა თუ არა მსხვერპლის თავიდან აცილება, რა გველის ძლიერი ნალექის შემთხვევაში დღეს და როგორ უნდა იმუშაოს სახელმწიფომ სტიქიის დროს - ბოლო დღეების ტრაგიკული მოვლენების განმავლობაში არაერთი შეფასება, პროგნოზი თუ რეკომენდაცია მოვისმინეთ.
თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, პირველად ბოლო ორასი წლის განმავლობაში, იეზიდთა სათემო ცენტრი და სამლოცველო გაიხსნა.
დათო ყვირილიანი უსინათლოა. თავის უბანში გზას ინტუიციისა და თეთრი ხელჯოხის დახმარებით იკვლევს, თუმცა არაადაპტირებული გარემოს გამო ქალაქში დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. დათოს მსგავსად, ეს პრობლემა ასობით სხვა უსინათლოს, მცირე მხედველობისა თუ სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აწუხებს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, თბილისისა თუ საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში, სკვერებსა თუ შენობებში დღეს არსებული გარემო მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
14 ივნისის ტრაგიკული ღამის შემდეგ თბილისში სტიქიის შედეგებს ისევ ებრძვიან. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ ადამიანებს, აბინავებენ უსახლკაროებს, იწმინდება ქუჩები.
"კავკასიურმა სახლმა“ გიორგი ლობჟანიძის მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში ნათარგმნი თანამედროვე სპარსული პოეზიის კრებული გამოსცა.
სახალხო დამცველმა საზოგადოებას გააცნო დევნილთა და კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშები.
თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რაიონში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.
ხელისუფლების პირველმა პირებმა საზოგადოებას ღია მმართველობის კუთხით გატარებულ რეფორმები და, ამ მხრივ, ქვეყანაში არსებული ვითარება გააცნეს.
ერთწლიანი მონიტორინგის შედეგები კი 2 ივნისს კლუბ „ფრონტლაინში“ გახდა ცნობილი.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილები 1993 წლიდან ცხოვრობენ. რამდენიმე ნახევრად დანგრეულ შენობაში შესახლებული 200-ზე მეტი ოჯახი დღემდე უჩივის გაუსაძლის სოციალურ მდგომარეობას და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის კვირა ერთი განსაკუთრებული ამბით გამოირჩა - ამ კვირაში საქართველოს ცნობილი სერბი მწერლის მილორად პავიჩის მეუღლე, თავადაც მწერალი, იასმინა მიხაილოვიჩი ეწვია.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის პოლიტიკას საქართველოში ნარჩენების მართვის კოდექსი არეგულირებს, რომელიც ძალაში 2015 წლის იანვარში შევიდა. დოკუმენტი ნარჩენების მართვისა და გადამუშავების წესებს ადგენს. რა მდგომარეობაა ამ მხრივ დღეს თბილისსა და რეგიონებში?
ბოლო ხუთი წელია მანანა ჩაგელიშვილი მეეზოვედ მუშაობს. ყოველდღე, დილის შვიდ საათზე, ავტობუსში ჯდება და თემქის დასახლებიდან დიდუბეში მიდის, სადაც რამდენიმე ქუჩის ეზოებს ასუფთავებს. მეეზოვის ხელფასი საქართველოში 400 ლარია. როგორია მეეზოვის ერთი სამუშაო დღე და როგორ სუფთავდება თბილისი?
მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ამ სამიტზე საქართველომ მაქსიმუმი მიიღო, ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიამ „საშემოდგომო“ გამოაყოლა.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მოწვევით, საქართველოში იმყოფებოდა სერბი აქტივისტი და ფემინისტი ლეპა მლადენოვიჩი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინა თვესთან შედარებით, 2015 წლის აპრილში ფასები გაიზარდა დამამუშავებელ მრეწველობაზე, ქიმიურ წარმოებაზე, საკვებ პროდუქტებსა და თამბაქოს წარმოებაზე.
ჩამოტვირთე მეტი