მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
9 დეკემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოში მოქმედი კერძო კომპანიების ხელმძღვანელებსა და ბიზნესმენებს გააცნო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას.
თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოს წინ, ჟურნალისტებმა და ადამიანის უფლებათა დამცველებმა თავიანთი აზერბაიჯანელი კოლეგის, რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას დაპატიმრების ფაქტი გააპროტესტეს.
თბილისის ქუჩებში გადატვირთული მოძრაობა პირდაპირ კავშირშია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან. გარემოს დამცველები აცხადებენ, რომ ჰაერის მდგომარეობა განსაკუთრებით იმ ქუჩებზეა არასახარბიელო, სადაც ყოვედღიურად იქმნება ხერგილები.
პიკის საათებში და ბოლო დროს არა მხოლოდ პიკის საათებში თბილისში არსებული ხერგილები სერიოზულ პრობლემად ექცათ მათ, ვინც ქალაქის ქუჩებში ავტომობილებითა თუ სხვა მიწისზედა ტრანსპორტით მგზავრობს.
8 დეკემბერს თბილისში საქართველოს სახალხო დამცველმა, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, ბავშვთა უფლებების ცენტრის 2014-2017 წლების სტრატეგია წარმოადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 1.898 ლარი ღირს. ოფიციალური კურსისგან განსხვავდება როგორც ბანკების კომერციული, ისე სავალუტო ჯიხურებში დოლარის გადაცვლის კურსი.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფორმა უკვე რამდენიმე წელია არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანია.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონს.
27-30 ნოემბერს საგამოფენო სივრცე „ექსპო ჯორჯია“ თბილისის წიგნის დღეებს მასპინძლობს. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის შემდეგ, ეს უკვე მეორე მასშტაბური ფორუმია.
„ქალზე ძალადობა დანაშაულია“ - სწორედ ამ ლოზუნგმა გააერთიანა ხალხი 25 ნოემბერს, თბილისსა და საქართველოს კიდევ 22 ქალაქში გამართულ აქციებზე. მიუხედავად ცუდი ამინდისა, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, ძალადობის გასაპროტესტებლად ასეულობით ადამიანი შეიკრიბა.
ყოფილი პატიმრები ხშირად ჩივიან, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცხოვრების თავიდან დაწყება უჭირთ.
ყოფილი პატიმრები ხშირად ჩივიან, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცხოვრების თავიდან დაწყება უჭირთ. ხშირ შემთხვევაში მათ აღარ აქვთ სახლი, ფული, აღარ ჰყავთ ოჯახი და მეგობრები, უჭირთ სამსახურის შოვნა და საზოგადოებაში ინტეგრაცია.
20 ნოემბერს მსოფლიო დაღუპულ ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ლგბტ პირთა უფლებების დამცველების განცხადებით, 2008 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის მარტის ჩათვლით, მსოფლიოს 57 ქვეყანაში ტრანსგენდერ ადამიანთა მკვლელობის 1123 შემთხვევა დაფიქსირდა.
ხვიჩა მარტოლეკის ოჯახი, მცხეთის ისტორიულ ნაწილში, სვეტიცხოვლის ტაძართან ახლოს, ახლად რეაბილიტირებულ სახლში ცხოვრობს. მცხეთის ამ ნაწილში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით სამი წლის წინ დასრულდა.
თბილისში, რუსთაველის გამზირსა და მის რამდენიმე მიმდებარე ქუჩაზე ფართომასშტაბიანი მშენებლობები დღესაც გრძელდება. ურბანისტებისა და არქიტეტორების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი შენობები თბილისის ისტორიულ უბნებს ამახინჯებს და დედაქალაქს მის პირვანდელ იერ-სახეს უკარგავს.
გამომცემლობა „სიესტამ“ 11 ნოემბერს საზოგადოებას წარუდგინა გიორგი კეკელიძის ახალი წიგნი, დოკუმენტურ პროზად დაწერილი „გურული დღიურები“, რომელიც ავტორის მოგონებების და შეგრძნებებისა და გურულების მიერ მოთხრობილი ამბებისგან შედგება.
„გადახედეთ საოჯახო ფოტოალბომებს, მოიძიეთ თქვენს ოჯახებში დაცული ძველი ფოტოები და საფოსტო ბარათები. ჩვენ გავაკეთებთ მათ ციფრულ ვერსიას, ახალ სიცოცხლეს შევძენთ და უვნებლად დაგიბრუნებთ.
6 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანიას ავანტიურისტი, უჭკუო, ამბიციური, მოღალატე და ნაციონალების ლობირებაში შემჩნეულიც კი უწოდა.
მოსკოვის გამზირზე მდებარე კარვების თავშესაფარს, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ყოველდღიურად ემატებიან უსახლკარო ადამიანები. თავშესაფრის ადმინისტრაცია ელის, რომ მათი რიცხვი მალე ორასს გადააჭარბებს. კარვებში უკვე საგრძნობლად ცივა.
ნელი ლეკიაშვილი აგვისტოდან ქუჩაშია დარჩენილი. მან სახლი 2000 წელს დაკარგა, შემდეგ ქირით ცხოვრობდა. 2014 წლის ივლისიდან აგვისტომდე ბინის ქირას მერია უხდიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მოულოდნელად დახმარება შეუწყდა, თავშესაფარს უშედეგოდ ეძებს.
ჩამოტვირთე მეტი