მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
შეიძლებოდა თუ არა ექვსი წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომის თავიდან აცილება? ეს შეკითხვა ისევ აქტუალურია ომიდან ექვსი წლის შემდეგ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას 2015 წლის მაისში რიგის სამიტზე მოელიან.
ათი სოფლის 186 გამოკითხული მცხოვრებიდან უმრავლესობა ამბობს, რომ ვერ გრძნობს საკუთარი გადაწყვეტილების საჭიროებას.
ზაფხულის დადგომასთან ერთად თბილისის ქუჩებში ტურისტები მომრავლდნენ. პუშკინის სკვერში გახსნილ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრსაც ყოველდღიურად ათობით უცხოელი მიმართავს. როგორ აფასებენ წლევანდელ ტურისტულ სეზონს სპეციალისტები და რა მოუგვარებელი პრობლემები რჩება ამ სფეროში დღემდე?..
გასულ კვირას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილს სააკაშვილს, და მასთან ერთად ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეეფარდათ.
ნატოს უელსის სამიტისათვის მზადება იყო 1 აგვისტოს მთავრობის კანცელარიაში გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს პირველი სხდომის მთავარი თემა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 31 ივლისს 4 მასშტაბური პროექტი - მუცოს, დართლოს, ჩაჟაშის რეაბილიტაციისა და ვარძიის გადარჩენის საგანგებო პროგრამა -წარმოადგინა.
სამი ელექტროგადამცემი ხაზის ავარიული დაზიანების შედეგად, საქართველოს დიდ ნაწილს 27 ივლისის ღამით ელექტროენერგია ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.
საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატის ხელფასების გაზრდას მოითხოვს და მიიჩნევს, რომ პარლამენტარებს საქართველოში ზოგიერთი უწყების დეპარტამენტის ხელმძღვანელებზე დაბალი ხელფასი აქვთ.
უკვე ათი დღეა, რაც თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს კოალიცია “ქართული ოცნების” წევრების მიერ წარდგენილი გიორგი ალიბეგაშვილი ჩაუდგა სათავეში.
შვიდი მინისტრის ვაკანტური პოსტიდან ექვსი ახალი ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია. უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში კულტურის სამინისტროს.
გასულ კვირაში საქართველოს და მსოფლიოს ყურადღება უკრაინის ტერიტორიაზე "მალაიზიის ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტისკენ იყო მიპყრობილი.
საქართველოს პარლამენტმა 18 ივლისს კენჭი უყარა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას. 123 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა ადამიანის უფლებათა შესახებ სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიში განიხილეს.
2012 წელს გავრცელებული ციხის ცნობილი კადრების შემდეგ, სასჯელაღსრულების სისტემისთვის მუდმივი თვალყურის დევნების მიზნით, საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის შექმნას არაერთი უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს.
ადმინისტრაციული პატიმრობა 90 დღიდან 15 დღემდე შემცირდება - ამ ცვლილებას მოიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტი.
თბილისის ზოგიერთი უბნის მოსახლეობა ხშირად ჩივის, რომ მათთან წყალი კვირაში სულ ცოტა ერთხელ ან ორჯერ მაინც, რამდენი საათით ან მთელი დღის განმავლობაში წყდება. რატომ წყდება წყალი დედაქალაქში და რამდენად ვარგისია ის სასმელად, ვინ არის პასუხისმგებელი თბილისის წყლის სისუფთავეზე?
როგორ ჩაიარა თბილისში საარჩევნო პროცესმა და როგორ აფასებენ მას სადამკვირვებლო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და ხალხი?
საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების თარიღად 2015 წლის შემოდგომას ასახელებს და ინვესტორებს პორტის მშენებლობის მიმართ ინტერესთა გამოხატვისაკენ მოუწოდებს.
6 ივლისის საკვირაო ქადაგებაში ქორეპისკოპოსმა იაკობმა სასამართლო სისტემა და ყოფილი მმართველი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, გააკრიტიკა.
ჩამოტვირთე მეტი