მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
„ოცი წელია საქართველოში თვითმმართველობის რეფორმა არ გატარებულა“, - აცხადებს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია.
არჩევნების მეორე დღესვე სამომავლო გეგმების შესახებ სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვიეს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა და არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა.
ერთი თვის წინ გაეროს ბავშვთა ფონდმა (იუნისეფი) გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომლის თანახმად, კვლევაში მონაწილე მოსახლეობის თითქმის ნახევარი ბავშვთა მიმართ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს.
დაუსჯელობასთან ბრძოლა, წამების პრევენცია, რეაბილიტაციის სერვისების გაძლიერება, კვლევების ჩატარება და კანონმდებლობის დახვეწა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რომლებიც პროექტ „კავკასიის წამების საწინააღმდეგო ქსელის“ ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
რეგიონებში სახელმწიფოს ცხრა რწმუნებულიდან რამდენიმემ მოქმედ პრეზიდენტს გადადგომის შესახებ თხოვნით მიმართეს.
27 ოქტომბერს თბილისში 725 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ამომრჩეველს დილის რვა საათიდან საღამოს რვამდე საათამდე ჰქონდა ხმის მიცემის შესაძლებლობა. ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. დამკვირვებლები აცხადებდნენ, რომ სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა.
3 წლითა და 9 თვით პატიმრობა და 4000 ლარიანი ჯარიმა - ასეთია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენი ბაჩანა ახალაიას მიმართ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას საქართველოს გამწვანების ფონდი, და განაცხადა, რომ პირველ შესაწირს ამ ფონდს საპატრიარქო შეიტანს.
პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე ვახტანგ მაისაია პროკურატურას მის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.
მაღალჩინოსნებს ბრალი ედებათ 2008 წლის 21 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, ტერორისტული აქტის ორგანიზებაში.
წელს, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის ბაზრობის ფარგლებში, ჩატარდა „ახალგაზრდულ ლიტერატურაში გერმანიის ეროვნული პრემიის“ დაჯილდოების ცერემონია, რომელშიც გამარჯვებულები გახდნენ მწერალი თამთა მელაშვილი, მცირე რომანით „გათვლა“.
„შეიფარე დღეს“ - აქციას ამ სახელწოდებით ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი 18 ოქტომბერს გამართავს და ხელისუფლებას მოახლოებული ზამთრის ფონზე უსახლკარო ადამიანების თავშესაფრით უზრუნველყოფას მოსთხოვს.
15 ოქტომბრიდან სამი დღის განმავლობაში მუსლიმები თავიანთი ორი მთავარი რელიგიური დღესასწაულიდან ერთ-ერთს, ყურბან ბაირამს, აღნიშნავენ.
სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათშორისმა საბჭომ ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა.
წელს უკვე მეექვსედ, თბილისში სხვადასხვა საგამოფენო სივრცე, გალერეა თუ დარბაზი „არტისტერიუმის“ ფარგლებში მოწყობილ გამოფენებს ეთმობა. თანამედროვე ხელოვნების მოყვარულთათვის ეს დატვირთული ათი დღე წელს 4-დან 14 ოქტომბრამდე გრძელდება.
10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა. ამ დღის წლევანდელი სლოგანია - "ხანდაზმული ადამიანები და ფსიქიკური ჯანმრთელობა", თუმცა საქართველომ ამ დღის აღსანიშნავად ყურადღება სტიგმის დაძლევაზე გაამახვილა.
„საია“, რომელიც ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესებს აკვირდება, პროკურატურის ქმედებებში საქმის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურების ნიშნებს ხედავს.
9-13 ოქტომბერს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ეროვნული სტენდით და განახლებული პროგრამით წარდგება.
არასამთავრობო ორგანიზაციები „ქალები საქართველოს რეგიონებში“ და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა) რეგიონში მცხოვრები მცირე ბიზნესით დაინტერესებული ქალებისათვის ახალ, ერთობლივ პროექტს იწყებენ.
ექსპერტებთან შეხვედრიდან ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი თავის ბიზნესცენტრში ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
ჩამოტვირთე მეტი