მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
26 დეკემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა მედიისათვის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა და ბოლო ორი თვის განმავლობაში განათლების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ დამსახურებად 2013 წლის ბიუჯეტს მიიჩნევს.
ტოლერანტობის ცენტრმა 18 დეკემბერს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის სამოქმედო გეგმის შესრულების 2010-2011 წლების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.
პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტი ”საერთო სასამართლოების შესახებ” პრეზიდენტმა დაიწუნა.
სამინისტრომ სისტემაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ პირველი ანგარიში წარუდგინა მედიას.
საიამ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
სამოქალაქო საზოგადოება ახალ მთავრობას ნარკოპოლიტიკის გადახედვისა და კანონმდებლობის ლიბერალიზაციის თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს.
კახელმა გლეხებმა და მეწარმეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.
სკოლაში მედპუნქტის გაუქმებას მშობლები ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ აპროტესტებდნენ.
გენადი ონიშჩენკო მზადაა ქართული პროდუქციის დაბრუნების საკითხზე მოლაპარაკებები წამოიწყოს.
პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობასთან პირველი გაფართოებული შეხვედრა გამართა.
ერეკლე დეისაძის პანკ-პროექტი, სახელად ”40 კილომეტრში”, სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ ოქტომბრის არჩევნებამდე გახდა პოპულარული. ეს პროექტი ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაწერილი და ქართული საესტრადო მომღერლების მიერ შესრულებული სიმღერების ახლებურ ქავერებს მოიცავს.
დაახლოებით ერთ კვირაში ხელახლა უნდა დაკომპლექტდეს სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან არსებული ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებს გადაწყვეტს.
თეა წულუკიანის განცხადებით, ქვეყნის შიგნით უნდა ხდებოდეს ადამიანის უფლებების დაცვა.
პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილეს ”ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის ძირითადი პრინციპები.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
მომზადდა გამოკვლევა, რომელიც მსჯავრდებულთა გათავისუფლებისა და სასჯელის გადავადების მექანიზმების ნაკლოვანებებს ეხება.
არჩევნებიდან თვე-ნახევრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯებით კმაყოფილია.
ტაშკენტის N7-დან გამოსახლებული დევნილთა ნაწილი შენობაში დაბრუნებას ითხოვს.
ბრიუსელში 12-13 ნოემბერს შეხვედრებს მართავდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ჩამოტვირთე მეტი