ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.
„რუსეთში პარანოია მძვინვარებს, და ეს ეხება არა მარტო რეჟიმს - თუ რამეზე გავლენის მოხდენა გვინდა რუსეთში, რუსეთის პოლიტიკურ მომავალზე, ამას ვერ შევძლებთ წამყვანი ოპოზიციური ფიგურების მხარდაჭერის გარეშე, და ფაქტი არ არის, რომ ეს ფიგურები აუცილებლად ლიბერალები იქნებიან“, - ამბობს ბრუნო ტერტრეი.
საბჭოთა რუსეთში დაბადებული ალფეროვიჩი (40) 2022 წლის ნოემბერში რუსეთის სავიზო შეზღუდვების სიაში მოხვდა. 2021 წლის დეკემბერში, 2 თვით ადრე სრულმასშტაბიან შეჭრამდე მან სწორად იწინასწარმეტყველა რუსეთის აგრესია უკრაინაში.
„რუსეთის ორი პრეზიდენტი ცდილობდა ჩემს მოხსნას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან, [ზედმეტად პრო-დასავლურობის გამო]. ჯერ ელცინი, მაგრამ ის, ასე ვთქვათ, სტაბილური მდგომარეობით ვერ დაიკვეხნიდა, ამიტომ მიზანს ვერ მიაღწია.
„ვაშინგტონში, ბაიდენის ადმინისტრაციაში არის ხალხი, რომელთაც არ სურთ უკრაინამ გაიმარჯვოს. მათ ურჩევნიათ, წლის ბოლომდე რამე გარიგება გაჩარხონ რუსებთან”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბრიტანელი ჟურნალისტი და ავტორი, The Daily Telegraph-ის თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის თემების რედაქტორი კონ კოჰლინი.
„2014-დანაც ვერაფერი ისწავლეს, მარტო 2022-ში გამოიღვიძეს და ღმერთო ჩემო, ეს რა ხდებაო, შესძახეს“, - ირონიულად პასუხობს ჯონათან ლიტელი ვაჟა თავბერიძეს კითხვაზე - ისწავლა კი დასავლეთმა რაიმე 2008 წლის ომის გამოცდილებიდან?
მაიკლ მაკფოლი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ადასტურებს, რომ ზაფხულში სანქციების ჯგუფის რეკომენდაციებში შესაძლოა, რამდენიმე ცნობილი ქართული გვარი მოხვდეს.
„ომებს თავდაცვით არ იგებენ, ომის მოსაგებად ადრე თუ გვიან მოგიწევს იერიშზე გადახვიდე”, - ამბობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის უსაფრთხოების პროგრამის პროფესორი, ომის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი - გენერალი ჯეიმს (ჯიმ) დუბიკი.
"რუსები ცოფიანი ძაღლივით არიან - თუ აქ არ შევაჩერებთ, მათი ტრაექტორიის შემხედვარე, ეჭვი არ მეპარება, რომ შემდეგ ნატოს წევრ ქვეყანას დაადგამენ თვალს. და მერე უკვე ყველაფერი ბევრად უარესად იქნება", - დევიდ ბრამლეტი, აშშ-ის არმიის ყოფილი რეინჯერი, მწვანე ბერეტი, ერაყისა და ავღანეთის ომების ვეტერანი.
„იცით, ძალიან გვინდა, რუსეთი დამარცხდეს. მართლა გვინდა. მაგრამ არ გვინდა სამოქალაქო ომით გამოწვეული ქაოსი და კატასტროფა. ასე რომ, უნდა იყოს რაღაც ბალანსი, რაზეც ვფიქრობ, დღეს თავს იმტვრევენ ვაშინგტონსა და სხვა დედაქალაქებში”, - ბრიტანელი ისტორიკოსი და ბესტსელერის ავტორი ორლანდო ფაიჯესი.
ჩამოტვირთე მეტი