რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე ზუგდიდში, ტრადიციულად, ამავე სახელობის სკვერში აღნიშნეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის ზუგდიდში კანდიდატების ნაწილი უკვე ცნობილია, თუმცა ამომრჩევლებს კანდიტების სრული სია ოფიციალურად მხოლოდ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააცნო. სხვა პოლიტიკური სუბიექტები ზუგდიდში კანდიდატების წარდგენას სექტემბერში გეგმავენ.
გასული წლის სექტემბერში დაფუძნებული დღესასწაული „ზუგდიდობა“ წელს არ გაიმართება. ქალაქის მერიამ ეს გადაწყვეტილება მწირი ფინანსური რესურსებით ახსნა.
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულმა გარემოვაჭრეებმა დილიდან დაწყებული საპროტესტო აქცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს. მხარეებმა შეძლეს შეთანხმების მიღწევა, რომლის თანახმადაც, ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეები მუშაობას გააგრძელებენ 27 აგვისტომდე.
თითქმის ერთი წელი სრულდება, რაც ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლები, მაჟოროტარი დეპუტატები ჰყავს. ორივე მათგანი პარლამენტის უმრავლესობის წევრია. მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი ზუგდიდის ყოფილი გამგებელი ედიშერ თოლორაიაა, ხოლო ქალაქისა – საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ქვარაია.
ფესტივალზე, რომელიც Check in Georgia-ს ფარგლებში სახელმწიფოსგან თითქმის 2 მილიონი ლარით დაფინანსდა, თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.
განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM fest-ი წელს ფინანსურად წარუმატებელი აღმოჩნდა, რასაც ადასტურებენ ადგილზე კვების ობიექტების მეპატრონეები და თავად დამფუძნებელი.
განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე დასაქმებულები GEM fest-ის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივიან. ბილეთების კონტროლის განყოფილებაში დასაქმებულებმა კუთვნილი ანაზღაურების მიღების მოთხოვნით გამართული აქცია წუხელ დაასრულეს ფესტივალის ტერიტორიაზე.
ორწლიანი შესვენების შემდეგ ზუგდიდისა და ხობის ეპარქიებს შორის კვლავ დავის საგნად იქცა დადიანების მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდიდან ხობის დედათა მონასტერში ერთი დღით გადატანის საკითხი.
ზუგდიდის სოფელ კოკის მცხოვრებნი თხილისა და სიმინდის მოსავლის განადგურების გამო ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
„ნუ გაჩუმდები“, „უთხარი ‘არა’ ძალადობას“, „პოლიცია, დასაჯე მოძალადე“ - მსგავსი შინაარსის ტრანსპარანტებით შეუერთდნენ ზუგდიდიდან მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ „ქალთა სოლიდარობის მარშს“.
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში უკვე ამუშავდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრი.
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ზუგდიდში ორი ანგარიში წარადგინეს - „კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობისა“ და „იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის“ შესახებ.
ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "GEM fest 2017" მიმდინარეობს. ის შაბათს საზეიმოდ, მასშტაბური ფეიერვერკით გაიხსნა და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ოკუპირებული ქალაქ გალის მილიციაში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს ბინადრობის მოწმობების მისაღებად საბუთების ჩაბარება.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გამართულ შეხვედრაზე მოწვეულმა მეღვინეებმა და მკვლევარებმა ძველკოლხური ჯიშების აღდგენა-შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ამ გადაწყვეტილებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დააკმაყოფილა მერიის მოთხოვნა. სხდომას ესწრებოდა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი.
აფხაზური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ახლახან, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციაში გამოითქვა მოსაზრება, რომ ურმებით გადაადგილება 21-ე საუკუნისთვის შეუფერებელია, რის გამოც, შესაძლოა, დათანხმდნენ მიკროავტობუსით მათ შეცვლას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაიწყო ახალი პროექტის, „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფის“, განხორციელება.
ჩამოტვირთე მეტი