რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბნებიდან შემოსული ბიულეტენების დათვლა ამ დრომდე გრძელდება. კომისიას უწევს დაითვალს როგორც პარლამენტის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების, ასევე გამგებლის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები.
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა დგებუაძეს გამგეობის ააიპ-ების ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ.
ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის თემში საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა დაზუსტებული სიები დღეს გაიკვრება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯემ“ ჩაატარა გამოკვლევა დევნილებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ხელმისაწვდომობის შესახებ.
ქალაქ ზუგდიდსა და თემში 8 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნების პარალელურად, იმართება გამგებლის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში პარლამენტის არჩევნებისთვის 18, გამგებლობის 4 და საკრებულოს წევრობის 6 კანდიდატია რეგისტრირებული.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს გათავისუფლებული გამგის, ირმა ნაჭყებიას, სამსახურში აღდგენა და გაცდენილი საათების ანაზღაურება დააკისრა.
შესაბამისი გადაწყვეტილება სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დარეჯან კვარაცხელიამ, აღკვეთის ღონისძიების სახით, 19 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.
სექტემბერი ის თვეა, როცა გლეხს თხილის მოსავალი უკვე აღებული აქვს და რეალიზაციას იწყებს. წლის ამ პერიოდს სამეგრელოში განსაკუთრებულად ელოდებიან, რადგან ოჯახების მთავარი შემოსავალი სწორედ თხილის რეალიზებით მიღებული თანხაა.
ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებული შეზღუდვების გარეშე შეძლეს გალელმა მოსწავლეებმა ზუგდიდში ადმინისტრაციული საზღვრის გავლით გადმოსვლა.
პარლამენტის არჩევნების პარალელურად, 8 ოქტომბერს სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ნაწილში საკრებულოს შუალედური და გამგებლის რიგგარეშე არჩევნები ტარდება.
ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნის ისტორიულ ძეგლს, ნოქალაქევის მუზეუმსა და ნაკრძალს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.
თითქმის ექვს საათს გასტანა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულმა შეხვედრამ.
ზუგდიდში მცხოვრებმა დედა-შვილმა, ლალი ცირდავამ და ციალა ჯოჯუამ, საცხოვრებელი ფართის გადაცემის მოთხოვნით საპროტესტო აქცია განაახლეს.
ახალი სასწავლო წელი ზუგდიდის სკოლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ დროს, 15 სექტემბერს, დაიწყება.
ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილთა პრობლემების ნაწილი, დაპირებების მიუხედავად, კვლავ მოუგვარებელი რჩება.
ანაკლიის ციხესიმაგრეში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიმართა.
ქართულ-პოლონურმა ოჯახმა ზუგდიდის სოფელ ურთაში ბავშვთა გასართობი მოედანი მოაწყო.
ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების სურვილი ყველას აქვს, ასეთ გარემოს კი უმთავრესად რომ მწვანე საფარი ქმნის, ყველასთვის ცნობილია, მაგრამ რა კეთდება საიმისოდ, რომ არსებული ბაღები, ტყე-პარკები, სკვერები, ზოგადად ნარგავები მოვლილი იყოს და ახლით შეივსოს?
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა შეისწავლა.
ჩამოტვირთე მეტი