რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
ანაკლიაში გრძელდება საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, იგივე Gem-fest -ი. ანაკლია-განმუხურის სანაპიროზე მთელი დღის განმავლობაში ისმის მუსიკა.
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამი ნობელიანტი მწერლის რომანების ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
სამეგრელოში თხილის მოსავალს აქტიურად აგვისტოს შუა რიცხვებიდან იღებენ, თუმცა გლეხების ნაწილი ზოგჯერ პროცესს ნაადრევად იწყებს.
სამეგრელოში ანალოგური მიწისზედა საერთო სიგნალის გათიშვამდე ორი დღით ადრე ზუგდიდში რეფორმის დეტალებთან დაკავშირებით შეხვედრა მოეწყო.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დავაა მედპერსონალსა და საავადმყოფოს მფლობელ კომპანია „ბლოკ ჯორჯიას“ შორის.
ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და დევნილთა განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ანაკლია-განმუხურის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, სადაც 30 ივლისიდან, 7 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „Gem fest“ უნდა გაიმართოს.
პირველ ივლისს დაწყებული პროცესი საქართველოს მასშტაბით ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვისა გრძელდება. გეგმის მიხედვით, ის 25 აგვისტოს უნდა დასრულდეს.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასაქმებული სოციალური მუშაკებისთვის ზუგდიდში, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შეხვედრა მოეწყო. ორდღიანი სწავლების კურსი მიზნად ისახავდა ნარკომომხმარებლებთან ურთიერთობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული მიდგომების ათვისებას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალკახათის მცხოვრებნი 8 ივნისს ძლიერი ქარისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. სტიქიამ ადგილობრივებს მაშინ თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაუნადგურა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა რამდენიმე მოთხოვნით. აქციაზე მყოფი 40-მდე ადგილობრივის განცხადებით, მათ სურთ ელექტროენერგია, რომელიც დიდი ხანია განრიგით მიეწოდებათ, სრული დატვირთვით აღდგეს.
საგზაო მოძრაობის ნიშნები და წესები - თუ ყველა არა, დიდი ნაწილი - თეორიულად თითქმის ყველა მოაქალაქემ იცის.
ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე რეფორმის შედეგების შეფასება არაერთგვაროვანია.
უმრავლესობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ საკრებულოში მოქმედი ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევს.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში უახლოეს სხდომებზე ელოდებიან მერიის ანგარიშს ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
ზუგდიდში, ყოფილი სააფთიაქო ქსელის შენობაში მცხოვრები დევნილთა 74 ოჯახი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.
ზუგდიდის სოფელ დარჩელის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ტელმანის უბნის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სოფელში სასწრაფოდ ნაპირსამაგრი სამუშაოებია დასაწყები, რადგან მათ სახლებს დატბორვა ემუქრება.
ზუგდიდის ქუჩებში, სკვერებსა თუ ბაღებში ხშირად შეხვდებით პატრონის მიერ მიტოვებულ ძაღლებს.
სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სამეგრელო-ზემო-სვანეთში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური სუბიექტები და რიგითი მოქალაქეები გაერთიანდნენ.
ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემა არ გაუქმდება და არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
სამეგრელოში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ორდღიანმა ძლიერმა ქარმა სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელში თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა.
ჩამოტვირთე მეტი