რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
საგანგებო სიტუაციების მართვის ზუგდიდის სამსახურის თანამშრომლებმა მხიარული საახალწლო განწყობა შეიქმნეს. სახანძრო კიბე ნაძვის ხედ აქციეს და ის სამაშველო ინვენტარით მორთეს.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ვაჟი, ბაჩანა შენგელია, პროკურატურას მიმართავს დედის, ია კერზაიას, გარდაცვალების მიზეზების დასადგენად.
ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ერთი წლის წინ გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ელზა ზოდელავამ დირექტორის წინააღმდეგ დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო.
ეს ერთსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი ზუგდიდში, 5 ოთახით და საბავშვო მოედნით ეზოში, ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა სხვა სახლებისგან.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა ოლქში გაიმარჯვა. მან ყველაზე მეტი ხმა - 76,55% მესტიაში მიიღო, ყველაზე ნაკლები - 50,48% კი ზუგდიდში.
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა.
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან ახალგაზრდების აქცია ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ზუგდიდის ცხრა საუბნო საარჩევნო კომისია თითო წევრმა დატოვა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ერთ კვირაზე მეტია ზუგდიდში იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში მან რამდენიმე შეხვედრა გამართა.
პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა სულ 9 ფაზად არის დაყოფილი. პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდი აშშ დოლარია. პორტის საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და მისი მოადგილე დანაშაულს არ აღიარებენ.
საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მისაცემად ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოვიდა რამდენიმე ათეული მოქალაქე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და ოკუპირებული აფხაზეთის დამაკავშირებელი ხიდის მეორე მხარეს მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტი დილის 7 საათზე გაიხსნა.
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ზუგდიდელების ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში.
კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად გააქტიურდნენ საპრეზიდენტო კანდიდატები. განსაკუთრებით დატვირთული გასული კვირა აღმოჩნდა სამეგრელოში.
თხილის კულტურის გადარჩენის მიზნით სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისია “კარდაკარის” პრინციპით იმუშავებს.
გალელები ზუგდიდში რომ გადმოვიდნენ, ენგურის ხიდზე ე.წ. გამშვებ პუნქტზე აფხაზ და რუს მესაზღვრეებს დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა უნდა წარუდგინონ.
მას შემდეგ, რაც 25 წლის წინ სოხუმი დაეცა და ქართველებისგან დაიცალა, შეიცვალა როგორც აფხაზეთის, ისე დანარჩენი საქართველოს ცხოვრება.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური პარტიების აქტიურობა ზუგდიდში იზრდება. კანდიდატებმა დაიწყეს აქტიური შეხვედრები ამომრჩევლებთან. პარალელურად წინასაარჩევნო პროცესებს აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
ანაკლიაში დაიწყო ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო-სამშენებლო სამუშაოები. მომავალი პორტის ტერიტორიაზე უკვე იმყოფება ფსკერის დამაღრმავებელი გემი „ათენა“. გემს ზღვის ფსკერიდან ამოაქვს დიდი რაოდენობით ქვიშა, რომელსაც სპეციალურად აშენებული 10 კმ სიგრძის დამბით აკავებენ ნაპირზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მურთაზ ზოდელავამ მერის კაბინეტის დათვალიერების შემდეგ განაცხადა, რომ რეალურად შენობაში საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა.
ჩამოტვირთე მეტი