რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
ზუგდიდში მოქმედ C ჰეპატიტის მართვის ცენტრის მომსახურებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის პარალელურად, ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლები - მათ შორის ეთნიკური აფხაზები - სარგებლობენ.
ზუგდიდში მცხოვრები დევნილთა ნაწილი ფიქრობს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესი კანონდარღვევით მიმდინარეობს.
ზუგდიდში დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ახალი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება მოითხოვეს.
სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ინფორმაცია გალის მცხოვრებლებმა ქართული საინფორმაციო საშუალებებით შეიტყვეს.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებისთვის მზადება ზუგდიდში აქტიურად მიმდინარეობს.
19 მაისს ორი წელი სრულდება, რაც 30 წლის გიგა ოთხოზორია აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან, მოკლეს.
გალში დღეს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” მორიგი, 56-ე, შეხვედრა იმართება, სადაც განხილვის მთავარი თემა 2016 წელს საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას საკითხი იქნება.
ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულ დევნილთა 90 % მომხრეა შენარჩუნდეს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი სახელმწიფო შემწეობა, რომელიც თვეში ერთ ადამიანზე 45 ლარს შეადგენს.
ზუგდიდში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლების ნაწილი გაიფიცა. ისინი აპროტესტებენ მცირე ავტოსადგურების მომრავლებას ქალაქში და ამბობენ, რომ პროცესი კანონის ფარგლებში არ კონტროლდება.
დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები მიმდინარეობს
დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც აბაშის მუნიციპალიტეტში განთავსებული მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი ხელმძღვანელობს.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დასავლეთ საქართველოში შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო. დღეიდან სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მაღალი გამავლობის ავტომობილების დახმარებით შეიწამლა რამდენიმე სოფელი გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში.
ოკუპირებულ გალში დღეს, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში, რიგით 55-ე შეხვედრა გაიმართა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეტ რუდის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის. ელიზაბეტ რუდმა შესაბამისი განცხადება გააკეთა ანაკლიაში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დღესაც არსებობს საბჭოთა სახელწოდების მატარებელი ქუჩები, მათ შორის, იოსებ სტალინის, ლავრენტი ბერიასა, და საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორის, ივანე ვნუკოვის, ქუჩები.
მესტიაჭალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია დღეს შეთანხმებისამებრ არ გამართულა.
როგორ უნდა იქცეოდეს საკრებულოს წევრი, რა ვალდებულება ეკისრება მას, დარღვევის შემთხვევაში როგორი იქნება პასუხისმგებლობის ზომა - ზუგდიდის საკრებულომ ამ საკითხების მარეგულირებელი ეთიკის კოდექსის საჯარო განხილვები დაიწყო, უკვე ერთ საათში გამართულ სხდომაზე კი დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ზუგდიდის სოფელ ხურჩაში მცხოვრებმა არველოდ ნაჭყებიამ, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც ერთი წლის შემდეგ დაიბრუნა, კარგად შეათვალიერა. მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზის აღმნიშვნელი ბოძები და მავთულხლართები მოხსნეს, აქ მეორედ იმყოფება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვენებული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი მას არ დაუთვალიერებია.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაიწყო მოქალაქე თინათინ აქუბარდიას სარჩელის განხილვა ეკლესიის წინააღმდეგ.
ჩამოტვირთე მეტი