რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
შინ მოვლა საქართველოში 185 ათას ადამიანს სჭირდება, მაგრამ აქედან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია ჩართული კერძო თუ სახელმწიფო პროგრამებში.
რუსთაველის გამზირზე კარვები დაძაბულ ვითარებაში არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით დაიდგა. ზაზა სარალიძე და მისი დედა საავადმყოფოშიც მოხვდნენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ კარვების დადგმა კანონიერი უფლებაა.
იანვრიდან ამოქმედდება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს პენსიისთვის თავადაც შეინახოს თანხა. საპენსიო შენატანების ადმინისტრირება საპენსიო სააგენტოს ევალება. აი რა უნდა ვიცოდეთ დაგროვებითი პენსიის შესახებ?
8 -11 ნოემბერს თბილისში იმართება მსოფლიო თასის გათამაშება ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში.
პირველი იანვრიდან ამოქმედდება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს პენსიისთვის თავადაც შეინახოს თანხა.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოლონელი მხატვრის ჰენრიხ ჰრინევსკის დარბაზი გაიხსნა. ეს დარბაზი ჰრინევსკის მოხატულია და იგი პოლონეთის მთავრობის ძალისხმევით აღადგინეს. ჰენრიხ ჰრინევსკი იყო როგორც მხატვარი, ასევე არქიტექტორი და საზოგადო მოღვაწე. იგი სტალინურ რეპრესიებს შეეწირა.
ავლაბარში, მეტეხის ქუჩა #14-ში ავარიული სახლის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლის ჩამოშლილ ნაწილში სამი ოჯახი ცხოვრობდა. დაზარალებული ოჯახები ამბობენ, რომ ქირისათვის მერიის მიერ შეთავაზებული 300 ლარი, არაფერში ეყოფათ.
ვერის ბაღში გაიმართა აქცია სახელწოდებით „არა მიშას, არა სადიზმს“. აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა. რამდენიმე ასეული მოქალაქე აპროტესტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივას.
რომელი ცხოველები იყვნენ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე საუკუნეების წინ? ნამარხი ფაუნა, რომელიც ძირითადად დმანისშია აღმოჩენილი, ცხადყოფს, რომ დროის სხვადასხვა პერიოდში (უმეტესად 1 800 000 წლის წინ) სამხრეთ კავკასიაში სპილოც ბინადრობდა, სირაქლემაც, ვეშაპიც და ჟირაფიც.
გარემოს დამცველი კახა სუხიტაშვილი აღწერს მცენარეებს, რომლებიც კახეთში უკვე ძალიან ცოტაღა დარჩა. ბევრი მათგანი კახეთის ენდემია, ზოგი კი - კავკასიის ენდემი.
ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა შსს-ს შენობაში და გამოსაკვლევად ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ამბობს, დაკავებულის ავადმყოფობის გამო ჩაიშალა გამოკითხვაც.
“ქართულმა ოცნებამ” მის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის კამპანია შეაჯამა. პარტიის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ზურაბიშვილი გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებს. თავად კანდიდატსა და მის მიერ ჩატარებულ კამპანიას კი ასე აფასებენ.
20 ოქტომბერს აფხაზეთიდან დევნილებმა თბილისში მსვლელობა გამართეს. მსვლელობა ყოფილი „ივერიის“ შენობიდან დაიწყო და რიყეზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტთან დასრულდა. ამ აქციით დევნილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთიდან მოსახლეობის გამოდევნის 25-ე წლისთავი.
თხილის ნაჭუჭს, როგორც საწვავს სულ უფრო მეტი ადამიანი მოიხმარს. ის შეშაზე იაფი ჯდება და ტომრებით დასავლეთ საქართველოდან მოაქვთ. თხილის ნაჭუჭის ფართო მოხმარება ტყეებს გაჩანაგებისგან დაიცავს, ამიტომ ეკოლოგები მის გამოყენებას რეკომენდაციას უწევენ.
„საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერის, გიორგი ჭელიძის წინასასამართლო სხდომა ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მანამდე მათ დააყენეს შუამდგომლობა პროკურორისა და მოსამართლის აცილების მოთხოვნით, თუმცა მათი შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ამომრჩევლებს შეხვდა. შეხვედრა თბილისში, სასტუმრო „KING DAVID“ - ში გაიმართა. უსუფაშვილმა თავი ხედვასა და დაპირებებზე ისაუბრა.
ფრანკფურტის წიგნის 70-ე, საქართველოსთვის ისტორიული, ბაზრობა დასრულდა. 9-14 ოქტომბერს გერმანულენოვანი მკითხველის ყურადღება ქართული ლიტერატურისა და კულტურისკენ იყო მიმართული. საპატიო სტუმრის სტატუსის მქონე საქართველომ 72 მწერლის 350-ზე მეტი ღონისძიება ჩაატარა. უცხო ენაზე 600 წიგნი გამოიცა.
მარანი და საცეხველი, რომლებიც ამირან მალაყმაძის ეზოშია, გადმოცემით,10 საუკუნეს ითვლის. UNDP - ის დახმარებით ამირან მალაყმაძემ წინაპრების მარანში ქვევრები ჩადგა და ამჯერად ქვევრისა და ბოთლის ღვინოს აწარმოებს. მისი მარანი ტურისტულ მარშრუტშიც ჩართეს.
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, რუსულ დეზინფორმაციას მიზანში აქვს ამოღებული ის წარმატებული პროგრამები, რომლებსაც ლაბორატორია ახორციელებს.
ჩამოტვირთე მეტი