რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
ფეიერვერკისა და რესპირატორების ყიდვა გაჭირდა. პიროტექნიკის მაღაზიებს საშემოსავლო სამსახური ამოწმებს, რესპირატორების მარაგი კი უცბად ყველგან „ამოიწურა“.
მწერლების მცდელობა, მწერალთა სახლის დირექტორს დალაპარაკებოდნენ, კრახით დამთავრდა. ქეთი დუმბაძემ მათთან შეხვედრაზე უარი თქვა და მიზეზად მაღალი წნევა დაასახელა. მწერლები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე ნაცემი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვასა და ძალადობის დაგმობას ითხოვენ.
აქციებზე დაპატიმრებული ასობით ადამიანის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომები ღამითაც ტარდება.
თავგატეხილი, ცხვირგატეხილი, ნაცემი ჟურნალისტები - 28-29 ნოემბერს, პარლამენტთან შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 20-მდე ჟურნალისტი დაშავდა. მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს.
27 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მე-6 პრეზიდენტის კანდიდატურა წარადგინა - ყოფილი ფეხბურთელი და პარლამენტარი მიხეილ ყაველაშვილი.
ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობის წინ მეორე დღეა უცხოეთში მცხოვრები სამი ქართველი შიმშილობს.
რამდენად რეალურია საბჭოთა პერიოდში დამკვიდრებული აზრი რუსული ლიტერატურის უპირატესობის შესახებ? მართლაც სჯობდნენ რუსი მწერლები სხვებს? ლიტერატურათმცოდნეები ამბობენ, რომ რუსული ლიტერატურის როლი სპეციალურად იყო გაზვიადებული და არა მხოლოდ საქართველოში.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ოკუპირებული ტერიტორიების ციხეებში საქართველოს 15 მოქალაქე იხდის სასჯელს, მათგან 9 ცხინვალის ციხეში, 6 - აფხაზეთში.
2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც რუსეთმა კიევისკენ ტანკები დაძრა, გეგმავდა, რომ უკრაინის დედაქალაქს სამ დღეში აიღებდა. 2024 წლის 19 ნოემბერს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1000 დღე გავიდა. ომი გრძელდება.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 19-მა გამომცემლობამ დატოვა. მათთვის მიუღებელია, რომ ასოციაციის გამგეობამ ორგანიზაციის „აგენტების კანონის“ რეესტრში დარეგისტრირება წევრებთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა.
ელზა გურგენიძე ავტორია წიგნისა „ზაოდი“. 2023 წელს რომანმა მიიღო „საბა“ ნომინაციაში საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში. ტოტალიტარიზმი, ქურდობის ინსტიტუტი, დღევანდელობა და მისი მეუღლის ვლადიმერ ხუჭუას არჩევანი - ამ თემებზე ელზა გურგენიძეს რადიო თავისუფლება ესაუბრა.
„პრეზიდენტი დაიკარგა“ - ბილ კლინტონის ეს რომანი 2018 წელს გამოვიდა და მაშინვე ბესტსელერი გახდა. წიგნში კლინტონი საქართველოზეც წერს, მთავარი გმირებიდან ერთ-ერთი კი აფხაზი ქალი - ნინა შინკუბაა.
5 ნოემბერს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს მწერალი ზაალ სამადაშვილი. 2008-2013 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ლიტერატურული პრემია „გალას“ დამფუძნებელი.
საქართველოს პრეზიდენტს არმენოფობიაში ადანაშაულებენ. არჩევნებზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა „სომხური კარუსელი“ ახსენა, რაც მას სომხების შეურაცხყოფად ჩაუთვალეს და უსაყვედურეს. სინამდვილეში რას ნიშნავს ეს გამოთქმა და როგორ გაჩნდა ის?
მარკერის კვალი ბიულეტენის მეორე გვერდზეც ჩანდა, რის გამოც ხმის ფარულობა მასობრივად დაირღვა, - აცხადებენ ოპოზიციური პარტიები, დამკვირვებლები და ამომრჩევლები. საია ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ 28 ოქტომბერს ქსანში თავს დაესხნენ მათი პარტიის წარმომადგენელს ლია ყოჩიშვილს და მის მამას. ახლა ორივე ტვინის შერყევის დიაგნოზით საავადმყოფოში მკურნალობს. პარტია თავდასხმის ორგანიზებაში ადგილობრივ მაჟორიტარს ადანაშაულებს.
უფასო და ხარისხიანი მკურნალობა რამდენიმე თვე - ეს არის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ასობით მოქალაქე თავშესაფარს ითხოვს ევროპაში. მათ იციან, რომ თავშესაფრის მიღების შანსი თითქმის არ აქვთ, რადგან საქართველო ირწმუნება, რომ მის მოქალაქეებს სრულყოფილი მკურნალობა სამშობლოშიც შეუძლიათ.
წინასაარჩევნოდ, ხელისუფლება ყოველდღე ხსნის რომელიმე ახალ ობიექტს და ამომრჩეველს თავს აწონებს იმით, რისი მოწყობაც სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა.
უფასო კვება, ევროპული განათლება, შინ სწავლა, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი სკოლა - ესაა არჩევნების მონაწილე პოლიტიკური პარტიების ძირითადი დაპირებები.
26 ოქტომბრის არჩევნებზე ბევრი რამ ხდება პირველად. გარდა იმისა, რომ არჩევნები ელექტრონულია, ის ჩატარდება გამსხვილებულ უბნებზე, სადაც ათასობით ამომრჩეველი შეიძლება იყოს რეგისტრირებული.
ჩამოტვირთე მეტი