რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
საქართველოს უსინათლოთა საფეხბურთო ნაკრები 2004 წელს ჩამოყალიბდა. ამჯერად ისინი ემზადებიან საერთაშორისო ტურნირისთვის, რომელიც ბათუმში გაიმართება.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ სამართალდამცავებს ხშირად უჭირთ იმის განსაზღვრა, არის თუ არა პირი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ, ცენტრის რეკომენდაციით, საჭიროა შეფასებისას ფსიქოლოგიც ჩაერთოს.
კომიქსი დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟანრია, რომელიც საქართველოში მხოლოდ ახლა იწყებს განვითარებას, თუმცა მკვლევარებმა, რომლებმაც ძველ ჟურნალებს გადახედეს, აღმოაჩინეს, რომ ქართული საზოგადოებისთვის ის არცთუ ისე ახალი ხილია.
ქართულმა და ჩინურმა კომპანიებმა სრულად უნდა აითვისონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებელი - აღინიშნა პეკინში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილისა და ჩინეთის კომერციის მინისტრ ჭუნ შანს შორის გამართულ შეხვედრაზე.
რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რას ფიქრობს ხალხი საქართველოში რუსეთის სატელევიზიო არხების მაუწყებლობაზე.
უკვე ნათელია, რომ ჩვენ ვერ ავირიდეთ თავიდან ფეისბუკის ინსტრუმენტების საზიანოდ გამოყენება. ეს ეხება გაყალბებულ ახალ ამბებს, უცხო ქვეყნის ჩარევას არჩევნებში, სიძულვილის ენას და მონაცემთა დაცულობას. ჩვენ საკმარისად ვერ შევაფასეთ დაკისრებული პასუხისმგებლობა, რაც დიდი შეცდომა იყო, ჩემი შეცდომა, და ვწუხვარ ამის გამო.
მას შემდეგ, რაც გიგი ანთაძემ დამოუკიდებლად გადაადგილება შეძლო, სახლთან ახლოს სეირნობასთან ერთად, მცირე ბიზნესიც წამოიწყო. ხან ბუშტებს ყიდის, ხან ზღაპრების წიგნებს, გასაფერადებლებს, ხანაც გამაგრილებელ სასმელებს.
მას შემდეგ, რაც გიგი ანთაძემ დამოუკიდებლად გადაადგილება შეძლო, სახლთან ახლოს, სეირნობასთან ერთად, მცირე ბიზნესიც წამოიწყო. ხან ბუშტებს ყიდის, ხან ზღაპრების წიგნებს, გასაფერადებლებს, ხანაც გამაგრილებელ სასმელებს.
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი განავითაროს პილიგრიმობა, როგორც რელიგიური ტურიზმი, მაგრამ ამ კუთხით ბევრი არაფერი კეთდება.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა.
14 მარტს, „მდინარეთა დაცვის საერთაშორისო დღეს“, თბილისში გაიმართა მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია-მსვლელობა.
აბანოში, გარდა იმისა, რომ ბანაობდნენ, ერთმანეთსაც ხვდებოდნენ. შეიძლებოდა აბანოში დაეწყოთ ქეიფი და შემდეგ ორთაჭალის ბაღებში გაეგრძელებინათ ან პირიქით. ქალები და მამაკაცები ერთ აბანოში დადიოდნენ, მაგრამ სხვადასხვა დღეს.
65 წლის წინ, 1953 წლის 5 მარტს, მოსკოვში კუნცევოს აგარაკზე გარდაიცვალა იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი) - საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, რომელიც ყოფილ საბჭოთა იმპერიას მართავდა სამი ათეული წლის განმავლობაში.
რა ადგილი ეჭირა ბავშვს ისტორიულ საქართველოში? როგორ ექცეოდნენ მას და რა უფლებები და მოვალეობები ჰქონდა? ისტორიკოსები ამბობენ, რომ ბავშვის მიმართ ადრეული საზოგადოება საკმაოდ მომთხოვნი იყო და ბავშვობაც დიდხანს არ გრძელდებოდა.
1921 წლის 15 თებერვალი, ლენინი: „მე-11 არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოსგან მოველით სწრაფ მოქმედებას, რომელიც იმასაც კი არ მოერიდება, რომ თბილისი აიღოს“. წითელ არმიას საქართველოს დემოკრატიული ჯარები დაუპირისპირდნენ.
ჩამოტვირთე მეტი