რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
პეკინის გამზირზე ცალმხრივი მოძრაობის დატოვება უკვე თითქმის გადაწყეტილია, თუმცა, სპეციალისტები ჯერაც მანქანების ნაკადებს აკვირდებიან, რათა საბოლოო სქემაზე შეთანხმდნენ. დღემდე არაა გარკვეული მიმდებარე ქუჩების ბედი, ასევე რამდენად მოსახერხებელი იქნება პარკირება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 სექტემბრამდე გადადო „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლადო სადღობელაშვილის საქმის განხილვა. სადღობელაშვილი პოლიციამ „ქართული მარშის“ აქციაზე დააკავა. მას ბრალად ედება წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
სამეგრელოში გრძელდება სამუშაოები მავნებელი მწერის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, რომელმაც წელს დასავლეთ საქართველოს დიდ ტერიტორიაზე სხვადასხვა ნარგავის ნაყოფი გაანადგურა.
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა კიდევ ერთხელ წარმოადგინა ინიციატივა პარლამენტში ქალებისათვის კვოტების შემოღების შესახებ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი ინიციატივას.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც პარლამენტში ქალების კვოტებით მიღებას ითვალისწინებს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჯილეხით გარდაიცვალა მამაკაცი. ეს სნეულება, როგორც წესი, ადამიანზე გადადის დაავადებული საქონლიდან. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამჯერად, ჯილეხის კერებს დეზინფექცია გაუკეთდა, ცხოველებს კი იძულებითი ვაქცინაცია უტარდებათ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჯილეხით მამაკაცი გარდაიცვალა. ეს სნეულება, როგორც წესი, ადამიანზე დაავადებული საქონლიდან გადადის.
წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავია. თსუ-ის ასოცირებული პროფესორი თამარ შარაბიძე ახლახან იმყოფებოდა განჯასა და ნახჭევანში, სადაც ბარათაშვილმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. მან პოეტთან დაკავშირებული სხვადასხვა მასალები მოიკვლია და თბილისში ჩამოიტანა, მათ შორის არის იმ გონჩა ბეიმის პორტრეტი და ლექსები, ქალის, რომელიც შესაძლოა ბარათაშვილის უკანასკნელი სიყვარული იყო.
საქართველოში ხანძრები გრძელდება. ამჯერად ტყე კახეთში, თუშეთსა და ყაზბეგის რაიონში იწვის. ხანძრების ჩასაქრობად მეხანძრეები და ვერტმფრენები მუშაობენ. ამასთან, მეწყრული პროცესები განვითარდა სვანეთშიც.
სატყეო სააგენტოში ვარაუდობენ, რომ ნახანძრალი ტყის აღდგენას, ტერიტორიის შესწავლის შემდეგ, 2018 წლის შემოდგომიდან დაიწყებენ. სააგენტოს მონაცემებით, ბორჯომში ხანძრის შედეგად 752 ჰა ტყის მასივი დაიწვა. ტყის აღსადგენად საკუთარი წვლილის გაღებას აპირებენ საერთაშორისო დონორები, კომპანიები და ფიზიკური პირები.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე საქართველოს მთავრობამ კიდევ ორი კანდიდატი წარადგინა.
წითელი ჯვრის კომიტეტის მონაცემებით, საქართველოში, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2300-ზე მეტი პირია უგზო-უკვლოდ დაკარგული.
მე-15 დღეა, ვერ ხერხდება შეთანხმება საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობასა და მოშიმშილეებს შორის. აქციის მონაწილეებმა 29 აგვისტოს პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილი დაწერეს და მთავრობას სთხოვეს რეაგირება და შუამავლის ფუნქციის შესრულება.
კაკო ბუქვაიძე შენაქოს მკვიდრია. ზამთარში, როდესაც თუშეთში გზები იკეტება, ხშირად მხოლოდ ის და მისი მეუღლე რჩებიან მთაში. კაკო ბუქვაიძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელთა წინაშეც დგება მთაში მარტო დარჩენილი ადამიანი.
მთელი კვირა ხანძართან ბრძოლის შემდეგ - ცეცხლი ბოლომდე დამარცხებული ჯერ კიდევ არ არის. ბორჯომის ხეობაში მცირე კერებს 27 აგვისტოსაც აქრობდნენ, რასაც უბედური შემთხვევა მოჰყვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის სკოლის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს, კიდევ სამი თვით გაუგრძელა წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა. ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
თუშეთში ტურისტული სეზონია. ბოლო ხანს მოსახლეობამ ინტენსიურად დაიწყო საოჯახო სასტუმროების მშენებლობა. თუმცა იქაურები ჩივიან, რომ გზა მოუვლელია და ადრე იკეტება, რის გამოც ფერხდება სახლების გარემონტება.
მმართველი გუნდი ოპოზიციას 18 აგვისტოს შეხვედრას სთავაზობს. შეხვედრის თემა საკონსტიტუციო ცვლილებებია.
15 აგვისტოდან ძალაში შევიდა წესები, რომლებიც გადამეტებული ხმაურისთვის ჯარიმებს ითვალისწინებს. დაისჯებიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. ისჯება ღამით ფოიერვერკის მოწყობაც.
დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალი, ფაქტობრივად, განადგურებულია. თხილი აზიურმა ფაროსანამ და სოკოვანმა დაავადებებმა დააზიანა.
ჩამოტვირთე მეტი