რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
„ქალები, რომლებიც თან პრეზერვატივებს ატარებენ, ადვილად მისაწვდომები არიან?“, „ქალმა ქმარს სექსზე უარი უნდა უთხრას?“... რას ფიქრობენ ადამიანის უფლებებსა და გენდერულ საკითხებზე უშუალოდ სამინისტროებსა თუ მათ ქვესტრუქტურებში?
იური ცინცაძე, რომლის ცეკვამ ინტერნეტი დაიპყრო, „სუხიშვილების“ სოლისტი იყო - გურული კაცი ბათუმიდან, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდა, 46 წლის, გარდაიცვალა.
„რიტორიკულად მივდივართ დასავლეთისკენ, მსოფლმხედველობრივად - რუსეთისკენ, ფული კი გვინდა ჩინეთში ვიშოვოთ“, - ამბობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი. ჩინეთმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო.
„მთავარი აფხაზი“ - ასე უწოდებენ აფხაზები აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელს დიმიტრი გულიას. გულია აფხაზურადაც წერდა და ქართულიდანაც თარგმნიდა. 21 თებერვალს მისი დაბადებიდან 150 წლისთავი სოხუმშიც აღნიშნეს და თბილისშიც.
ოპოზიციის ლიდერმა რუსეთში, ალექსეი ნავალნიმ, რომელიც 16 თებერვალს ციხეში გარდაიცვალა, ქართველებს თავი სხვადასხვა დროს რადიკალურად განსხვავებული განცხადებებით დაამახსოვრა. ის ჯერ ამბობდა, რომ საქართველო ბომბებს იმსახურებს, მერე კი ბოდიში მოიხადა.
ჩეჩნეთის ლეგენდარული ლიდერი ჯოხარ დუდაევი 1996 წელს დაგეგმილი თავდასხმის შედეგად დაიღუპა. 15 თებერვალს ის 80 წლის გახდებოდა.
სტალინური დეპორტაციების შედეგად საბჭოთა მმართველობის პერიოდში 6 მილიონამდე ადამიანი საკუთარი მიწა-წყლიდან აყარეს და შუა აზიაში გადაასახლეს.
გადატვირთული მოძრაობის პირობებში კიდევ უფრო სახიფათო ხდება ძველი სატვირთო მანქანები, რომელთა მძღოლები „ბრმა ზონის“ გამო ხშირად ვერც სხვა მანქანას ხედავენ და ვერც ფეხით მოსიარულეს. საქმის მცოდნე ხალხი ამბობს, სატვირთოზე სულ მცირე კიდევ ერთი სარკის დამატება ბევრის სიცოცხლეს გადაარჩენდა.
რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ ადამიანი, რომელსაც სესხი აქვს აღებული, ქუჩაში არ აღმოჩნდეს? ან პირიქით, როგორ უნდა აიძულო დამქირავებელი, გადაუხდელობის შემთხვევაში, შენი ბინა დატოვოს. „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ხსნის, რა საფრთხეები და შესაძლებლობები არსებობს.
ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძე - ევროპაში მცხოვრები აფხაზი მხატვარი, რომელმაც მთელი თავისი შემოქმედება საქართველოს დაუტოვა - მისი ნახატები ინახებოდა როგორც თბილისში, ისე სოხუმში.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემელი - მაცხოვრის წინამორბედი მიწიერ ცხოვრებასა და ჯოჯოხეთში, სახარების მიხედვით, იყო ადამიანი, რომელმაც ქრისტე ჯერ კიდევ დაბადებამდე შეიცნო.
ახალი წელი ბევრისთვის მიზეზია, დროის თავიდან ათვლა დაიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს თარიღი პირობითია, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ახალი წელი ახალი ცხოვრების დასაწყებად მაინც კარგ შანსს იძლევა.
1992 წლის 6 იანვარს გამთენიისას, ორი სავსე ავტობუსითა და მანქანებით ზვიად გამსახურდიამ, მთავრობისა და თანამოაზრეების ნაწილთან ერთად საქართველო დატოვა. ამ დროს ის პრეზიდენტად მხოლოდ შვიდი თვის წინ იყო არჩეული.
აფხაზეთში დასვენება ყველა საბჭოთა მმართველს უყვარდა - სტალინით დაწყებული გორბაჩოვით დამთავრებული. ბიჭვინთაში სახელმწიფო აგარაკების კომპლექსი ნიკიტა ხრუშჩოვის განკარგულებით ააშენეს.
ოთარ იოსელიანი, თენგიზ არჩვაძე, ბუბა კიკაბიძე - მათთვის 2023 წელი უკანასკნელი აღმოჩნდა. რადიო თავისუფლება კიდევ ერთხელ იხსენებს ადამიანებს, რომლებიც ახლობლებმა და არამხოლოდ, სამუდამოდ გააცილეს გასულ წელს.
მოკვდა ბაღდათიდან ჩამოყვანილი ძაღლი. ორი დღე იწვალა და მაინც მოკვდა. რაღაც მძიმე ჩაარტყეს თავშიო. მერე კი გაერთიანდა ერი და ბერი, თბილისშიც ჩამოიყვანეს, ფულიც შეაგროვეს, ოპერაციაც გაუკეთეს.
ზურაბ ქარუმიძე, მწერალი განსაკუთრებული სტილით, რომანისტი. მისი ნაწერები სპეციფიკური მკითხველისთვის იყო, იმისთვის, ვისაც ლიტერატურა, თამაში, შემეცნება უყვარს. 12 დეკემბერს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ზურაბ ქარუმიძე 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჩამოტვირთე მეტი