ოპერატორი, მემონტაჟე. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2010 წლიდან.
დავით აღმაშენებლის გამეფებიდან 930 წლის აღსანიშნავად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა იხსნება, რომლისთვისაც საცავებიდან გამოაქვთ ფონდში არსებული ის ხელნაწერები, რომელიც აღმაშენებელთან არის დაკავშირებული.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების წერილობით პასუხებს დაელოდება. 5 თებერვალს მალხაზ მაჩალიკაშვილმა წერილები პარლამენტის 150-ვე წევრს ცალ-ცალკე გაუგზავნა. ტექსტი ყველასათვის ერთნაირია. მალხაზ მაჩალიკაშვილს აინტერესებს, რას ფიქრობს თითოეული დეპუტატი.
რაჭაში, ამბროლაურში, ერთი სახლის მეორე სართულზე არის პატარა სახელოსნო, სადაც ათობით თიხის ქანდაკება ცხოვრობს - ეს ამბროლაურელი მხატვრის, ბესო კობახიძის, ადგილია.
შეშელიძის ქუჩაზე, სამანქანე გზაზე, მეწყერი ჩამოდის. ჩამოწოლილი მიწა ტრაქტორებით გააქვთ, თუმცა ტერიტორია მალევე ახალი ნაშალით ივსება. გეოლოგების თქმით, ე.წ. შეშელიძის მეწყერი ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მეწყერია.
რატომ აწამებენ, ასახიჩრებენ ცხოველებს და რას ურჩევენ ცხოველთა მოყვარულები მათ, ვისაც ცხოველების ბედი არ აწუხებს?
ფეხბურთელი გურამ კაშია 2018 წლის ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩს - არნემის „ვიტესიდან“ გაცილებას - იხსენებს და ამ კლუბში დაბრუნების სურვილსაც გამოთქვამს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი 2019 წელს სწორედ ნაკრებთან ერთად აპირებს მიაღწიოს მთავარ წარმატებას.
რა დაამახსოვრდათ გასული წლიდან და რას მიიჩნევენ ქვეყნისთვის მთავარ მოვლენად მწერალი ლაშა ბუღაძე, ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი და პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი?
ჯონი ჯანაშია პროფესიით ექიმია და მთავარი საქმის გარდა მრავალი გატაცება აქვს. მათ შორის ერთი - თბილისური სახლების მინიატურული მაკეტების შექმნაა
რა გეგმები აქვს ბავშვებს ახალ წელს, რას და როგორ შეცვლიდნენ ისინი მოუსმინეთ ბავშვების საახალწლო სურვილებს.
ზონია თრიმე-ტატიშვილი 14 წელია საქართველოში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ბავშვობის ოცნება, ჰყოლოდა ცხენი, სწორედ საქართველოში აიხდინა. ხანდახან შვილებს ცხენით სკოლაშიც კი აკითხავს. ზონია შობის ღამისთვის ემზადება. გერმანული ტრადიციული ორცხობილები უნდა გამოაცხოს ანა-მარიასთან და იოანესთან ერთად.
საქართველოში უფროსების მხრიდან არასრულწლოვანთა ფიზიკური დასჯა ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. და ყველაზე დაფარულიც. ბავშვთა უფლებების დამცველები აღნიშნავენ, რომ მოძალადე მშობლებს ასეთი ამბების გახმაურება არ აწყობთ, ბავშვებს კი ამაზე ხმამაღლა ლაპარაკის ეშინიათ.
“გადმოდი ქალების მხარეს” - ამ მოწოდებით “ქალთა მოძრაობამ” პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა. ისინი სალომე ზურაბიშვილს მისი საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას გათავისუფლებას სთხოვენ.
საქართველოსა და მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავების აქსესუარების აუქციონზე 42 ათასი ლარი შეგროვდა. კამპანიის - „ძლიერები არ ძალადობენ" ინიციატივით, საქველმოქმედო ღონისძიება ფუნიკულიორზე 18 დეკემბერს გაიმართა. მასში სპორტსმენების გარდა მონაწილეობდნენ ქართული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები.
91 წლის ანჟელა და 83 წლის ლამარა ცოტა ხნით ფოტომოდელებად იქცნენ. დიზაინერმა მეგი გაბუნიამ ქალები თანამედროვე სამოსში გამოაწყო და ამ ჟესტით სხვა პროფესიის ადამიანებს შეახსენა, რომ ასაკი ბევრს არაფერს ცვლის. ანჟელა მეგის ბებიაა.
თბილისის ბოტანიკურ ბაღმა 9 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალს უმასპინძლა და დედაქალაქში საახალწლო განწყობის შექმნას ამითაც შეუწყო ხელი. ფესტივალში ადგილობრივი და უცხოური წარმოების 22 კომპანია მონაწილეობდა.
თუკი აფხაზეთთან ერთად სამხრეთ ოსეთის ნახვაც გსურთ, მაშინ 10 დღიანი ტური უნდა აიღოთ, რომელიც სოჭის აეროპორტიდან იწყება და აფხაზეთში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ სამხრეთ ოსეთში ვლადიკავკაზის გავლით მოხვედრას გულისხმობს. ტური, რომლის ღირებულებაც 3050 დოლარია, ყელის ტბაზე სრულდება.
სამოქალაქო მოძრაობის ოფისები უკვე გახსნილია თბილისსა და ბათუმში. მოძრაობა აპირებს მოიცვას საქართველოს დიდი ქალაქები.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სექსუალური შევიწროების ფაქტებს გამოავლენს და შესაბამის სანქციებს დააწესებს, პარლამენტში განსახილველად საგაზაფხულო სესიაზე შევა.
ცნობილი ცისფერი „ჟიგული“, რომელიც 27 წლის განმავლობაში იდგა დიღმის მასივის, მეოთხე კვარტლის, მეცხრამეტე კორპუსის, მეოთხე სართულზე 2 დეკემბერს ამწეთი ჩაიტანეს.
სექსუალური შევიწროება - პრობლემა, რომელსაც გამოკვლევების მიხედვით, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადასწყდომია ყოველი მეორე ქალი. პრობლემა, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას და კრიმინალიზაციას საჭიროებს. სექსუალური შევიწროება - ქცევა და ნეგატიური კულტურა, როგორც საზოგადოებრივ სივრცეში.
ჩამოტვირთე მეტი