ოპერატორი, მემონტაჟე. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2010 წლიდან.
14 ივნისს საქართველოში აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე. კონსერვატორიის სტუდენტი, მაია ლომიძე დაბადებიდან უსინათლოა, თუმცა, ამას არ შეუშლია მისთვის ხელი, რომ პიანისტი გამხდარიყო და დღეს უკვე ახალ პროფესიას, საოპერო ვოკალს ეუფლება.
11 ივნისს, ღამით, თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დაანგრია ისნის რაიონში, მეტეხის ქუჩის N3-ში მდებარე ერთ-ერთი შენობა. ძველ თბილისში რამდენიმე ასეული ავარიული შენობაა, რომელთა ნაწილსაც მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. მოქალაქეები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
გუდაურში, პარაპლანით მფრინავებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით. დაკავებულია საქართველოს ოთხი მოქალაქე. ადგილობრივ, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მიზეზად, გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესინტერესები სახელდება.
9 ივნისს ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ახალგორის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრი, ასლან ჯიოევი.
საქართველოს პრემიერს სასამართლოში უჩივლებენ და მოითხოვენ მას და ზოგადად სახელმწიფო უწყებებს, ასევე პოლიტიკურ ფიგურებს არ ჰქონდეთ უფლება წაშალონ მათ ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნებული კრიტიკული კომენტარები და დაბლოკონ მათი ავტორები.
საქართველოს პრემიერს სასამართლოში უჩივლებენ და მოითხოვენ მას და ზოგადადმ სახელმწიფო უწყებებს, ასევე პოლიტიკურ ფიგურებს არ ჰქონდეთ უფლება წაშალონ მათ ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნებული კრიტიკული კომენტარები და დაბლოკონ მათი ავტორები.
მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა აქცია „ბოტები კანცელარიისათვის“. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი მთავრობის პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს, ე.წ. „ბოტებს“ აპროტესტებენ.
მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრები ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას უცხადებენ და მიმდინარე მოვლენებს საგანგებო განცხადებით ეხმაურებიან.
მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო თბილისის ყველა მეტროს სადგური დაკეტილია. დილიდან ხალხმრავლობაა ავტობუსის გაჩერებებზე.
"ბავშვთა ახალი კლინიკა“ მაგდა კალანდაძეს იმ პოსტისთვის უჩივის, რომელიც მან ორი წლის წინ, 2016 წელს გამოაქვეყნა. მაგდა კალანდაძე თავის ფეისბუკის პოსტში ჰყვება ციციშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო პერსონალის იმ სავარაუდო გულგრილობის შესახებ, რომლის შესახებაც მან კლინიკაში ყოფნის დროს მოისმინა.
28 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის ხუთი საათი გაგრძელდა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი, რომელზეც დაიკითხა ერთ-ერთი მთავარი მოწმე, მკვლელობაში ბრალდებული. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებდა. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით.
28 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის ხუთი საათი გაგრძელდა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი, რომელზეც დაიკითხა ერთ-ერთი მთავარი მოწმე, მკვლელობაში ბრალდებული.
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყო. გაიმართა სახალხო სეირნობა, გამოიფინა ქართველი სტარტაპერების, აგრომეწარმეების პროდუქცია, მოეწყო საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული არაერთი თემატური გამოფენა.
რუსთაველის თეატრის ფოიეში გამოიფინა გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოსის კოლექცია, რომელიც მისმა ქალიშვილმა წლების ხელნაწერთა ინსტიტუტს გადასცა და რესტავრაციის შემდეგ მათ ფონდში ინახება.
რუსთაველის თეატრის ფოიეში გამოიფინა გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოსის კოლექცია. გამოფენა საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით იმართება.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას შვილიშვილს, ქრისტინე ფაღავა-ბულეზს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევხვდით, სადაც 25 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისა და ნოე ჟორდანიას დაბადებიდან 150 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართა პრეზენტაცია
ქვეყანაში არსებული საპოლიციო რეჟიმის ნიშნები, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე და პოსტსაბჭოთა სახელისუფლო სისტემის შეცვლის აუცილებლობა - ეს სამი გზავნილი მიიტანეს 24 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მისულმა ახალგაზრდებმა.
ჩამოტვირთე მეტი