ოპერატორი, მემონტაჟე. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2010 წლიდან.
წნორელი ბიოფერმერის, ნიკა ბაგალიშვილის, მეურნეობაში მოსავალი ნელ-ნელა ილევა. გაზაფხულიდან მოყოლებული, პანდემიის პირობებში, ნიკამ თავის მიწაზე რამდენიმე სახის ბოსტნეული მოიყვანა. წინა სერიებში მოგითხრობდით, როგორ მოჰქონდა თავისი პატარა მანქანით ნიკას თბილისში პროდუქტი და წესების დაცვით ყიდდა.
პოეტ თორნიკე სიბაშვილს არასოდეს მიუღია არჩევნებში მონაწილეობა. რატომ? რა არის მისი ბოიკოტის მიზეზი? თორნიკე ერთ-ერთია, ვინც თავისი მოსაზრება გაგვიზიარა.
რატომ დადიან ადამიანები არჩევნებზე? რა მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ ხმას? როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს და სჯერათ თუ არა პოლიტიკოსების დაპირებების? ამ ვიდეოს გმირები - სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები - გვიყვებიან საკუთარ გამოცდილებაზე.
ყველა ომი როდისმე მთავრდება და ადამიანები სახლში ბრუნდებიან. მათ გაუმართლათ - ცოცხლები გადარჩნენ. ცოცხალია მათი მეხსიერებაც. თუმცა ყველაზე თამამი აღწერაც კი ვერ გვაჩვენებს სრული სიცხადით იმას, რაც სინამდვილეში ხდებოდა.
მალხაზ ჩემია, აფხაზეთის ომის მონაწილე. ახლა პატარა კერძო წარმოებას ხელმძღვანელობს. დარწმუნებულია, რომ ყოფილი სამხედროებისთვის ფსიქოლოგიური ტრავმების მოშუშების საუკეთესო საშულება ფიზიკური შრომაა.
ყველაფერი დაიწყო ხუთი წლის წინ, როცა მარიამ ჩხაიძეს და გალაქტიონ ერისთავს ერთმანეთი შეუყვარდათ. მარი - გურიაში, სოფელ შრომაში იზრდებოდა, გალა თბილისში - თავისი სოფელი არც ჰქონია. შრომაში გადაცხოვრების და მარის ბავშვობის ეზოში ჟოლოს ხეივნის გაშენების გადაწყვეტილება მარტივად მიიღეს.
ავთო სიხარულიძე 10 წლისა იყო, მამამ კლდიდან კეცის „გამოღება“ და მერე მისი გამოთლა რომ ასწავლა. მას მერე ბევრი წელი გავიდა - ბავშვობაში ნასწავლი ხელობა ავთომ 30 წლის წინ ისევ გაიხსენა, როცა სამსახური და შემოსავლის წყარო გაქრა.
18 წლის გურჯაანელი ვაჟა ფურცელაძე, რამდენიმე წელია, ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთებს აგროვებს - რას არ ნახავთ მის სამუშაო მაგიდაზე: მონეტები, ჭანჭიკები, კალმის სახურავები, დაშლილი სანთებელები, ძველი ტექნიკის ნაწილები... მერე ამ მეორადი ნივთებისგან ხან რობოტი იქმნება, ხან სამურაი, ხან ხომალდი...
დაგვიანებით, ბევრი ფიქრის და პრობლემის გადალახვის, ფულის სესხების და მენიუს სრული ცვლილების შემდეგ, 24 ივლისს, გიომ და ქრისტომ, თავიანთ პარტნიორებთან, დადასთან და ნატოსთან და „ეზოს“ გუნდთან ერთად რესტორანი ხელახლა გახსნეს.
26 წლის ბიოფერმერმა წნორიდან, ნიკა ბაგალიშვილმა პირველი მოსავალი მიიღო და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნისთანავე, თავისი პატარა მანქანით პროდუქტები გასაყიდად თბილისში ჩამოიტანა. წელს მეტ მოსავალს ელოდა, მაგრამ ამ ჯერზე არ გაუმართლა.
„შეპყრობილები ვართ, ცით დაკავებულებიო“, თავის თავსა და რამდენიმე ენთუზიასტ მეგობარზე ამბობს გურჯაანელი დათო ჩახვაშვილი, რომელიც 20 წლის ასაკიდან თვითნაკეთ საფრენ აპარატებს აწყობს. უკვე ექვსი აპარატი შექმნა.
საბჭოთა საქართველოს პირველი პირის შვილის ბავშვობა. რატომ არ აღნიშნავდნენ დაბადების დღეებს ოჯახში, რომელსაც ემსახურებოდნენ მზარეულები, ძიძები და მძღოლები? პირველი შეხება სიკვდილთან, შიში და სირცხვილის პირველი, მწველი გრძნობა.
ბავშვობა უმშობლებოდ. ხმა ბავშვობიდან, რომელიც წლების შემდეგ დაეხმარა უცნობ ქალში ამოეცნო დედა. უსამართლობის პირველი გაცნობიერება, სირცხვილის გრძნობა, საბჭოთა წლების „სოციალური ქსელი“ და პირველი სიყვარული.
7 ივნისს რესტორნები იხსნება, თუმცა ღირს კი ნაჩქარევად გააღონ „ეზოს“ ჭიშკარი კარგად დაგეგმვის გარეშე? ივლის ხალხი „ეზოში“?
26 წლის ნიკა ბაგალიშვილიც, რომელსაც მეორე წელია აქვს თავისი პატარა ბიომეორნეობა, სახელად სამყურა (დიდი ბოსტანი, როგორც სხვანაირად უწოდებს), ამ საქმიანობაში იყო ჩართული - ზაფხულისთვის მის მოწეულ ბიობოსტნეულს ქალაქში ბევრი ელოდებოდა და ყველაფერი უნდა მოესწრო.
ცოტა ხნის წინ სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა წიგნი-ალბომი ლაშა ბაქრაძის ავტორობით, რომელსაც ჰქვია „საქართველო რუკებზე“. წიგნს სანამ გადაშლით, ალბომის ყდა მიგიზიდავთ - მას გარედან კალკის ქაღალდი აქვს შემოკრული, რომელიც ერთ ადგილას მრგვლადაა ამოჭრილი და გლობუსი მოჩანს, რომელსაც აწერია Georgia.
31 წელი შესრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან. წელს პირველი შემთხვაა 31 წლის მანძილზე, როდესაც საგანგებო სიტუაციის გამო ადამიანებს არ მიეცათ საშუალება პატივი მიეგოთ დაღუპულთა ხსოვნას.
ჩამოტვირთე მეტი