ვეტერანი რუსი უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი ამბობს, რომ ის თავისუფლებას ჯერ კიდევ ვერ ეჩვევა. რუსული ციხიდან ის რამდენიმე დღის წინ აღმოჩნდა ციხის და რუსეთის მიღმა, ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმართა ყველაზე დიდი გაცვლის წყალობით.
ომისგან გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმები და მენტალური ჯანმრთელობა იყო კიევში გამართული პირველი ქალბატონების და ჯენტლმენების მესამე სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა.
"ბოლომდე არ შეჭამა კერძი და ცოცხალი გადარჩა" - The Insider-ის მთავარი რედაქტორი რომან დობროხოტოვ საუბრობს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწამვლის მსხერპლთა, საწამლავებისა და დაკარგული ანალიზების შესახებ.
ანექსირებული სევასტოპოლის ყურეში გააორმაგეს გალიების რაოდენობა, რომლებშიც შესაძლოა გაწვრთნილი დელფინები ჰყავდეთ. დიდი ბრიტანეთის მიერ თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ წყალში უფრო მეტი გალიაა, ვიდრე აპრილში იყო.
რუსეთის მოქალაქეებს, რომლების ახლა სხვა ქვეყნებში არიან და იქიდან მუშაობენ, რუსეთის მთავრობამ შესაძლოა ცხოვრება გაურთულოს. მზადდება კანონპროექტი, რომელიც მათ ფინანსურად დასჯის. კანონპროექტის მიხედვით, „გაქცეულებისთვის“ გადასახადების ოდენობა 13 პროცენტიდან 30-მდე გაიზრდება.