ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
8 აგვისტოს რუსეთის სახელმწიფო არხ "როსია 1"-ის საინფორმაციო პროგრამაში უჩვენეს ნაწყვეტი რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის სატელევიზიო გადაცემიდან, უკრაინაში დაღუპული პატიმრის შესახებ.
მთელი მსოფლიო დაძაბული ყურადღებით ადევნებს თვალს ტაივანის გარშემო ჩინეთის სამხედრო ძალის მორიგ დემონსტრირებას, რომლითაც პეკინმა უპასუხა ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისა და კონგრესიის დელეგაციის ვიზიტს.
სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე, კვირა ღამით ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საზღვართან ორივე მხარემ სამხედრო ძალებს მოუყარა თავი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მოუწოდებს კიევის ყველა პარტნიორს, ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარონ რუსეთი ოკუპირებულ დონეცკის დასახლებულ პუნქტ ელენოვკაში მდებარე კოლონიის დაბომბვის გამო, რაშიც უკრაინელი მინისტრი რუსეთის ჯარს ადანაშაულებს.
გერმანია, რომელსაც 24 თებერვლამდე რუსეთთან არცთუ ურიგო დიპლომატიური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა, რუსეთის მიერ მეზობელი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ სულ უფრო მეტად ზრდის უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას.
ცოტა ხნის წინ იჩქერიის არაღიარებული რესპუბლიკის მომხრეებმა ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაურს რამზან კადიროვსა და მის რეჟიმს ჯიჰადი გამოუცხადეს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სამხედრო მეთაურობამ გარაჟში ჩაამწყვდია რუსეთის ქალაქ ულან-უდეში განლაგებული რუსეთის არმიის ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის 11 ჯარისკაცი, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინაში ბრძოლაზე და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის პატაკები დაწერეს.
14 ივლისს რუსეთმა ოფიციალურად დაადასტურა მე-20 მოტომსროლელი დივიზიის მეთაურის, პოლკოვნიკ ალექსანდრ გორობეცისა და მისი მოადგილის, პოლკოვნიკ ალექსეი ავრამენკოს დაღუპვა რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში უკრაინის არმიის ამასწინანდელი მძლავრი კონტრშეტევის შედეგად.
26 ივნისს, რუსეთის არმიასთან ბრძოლაში დაიღუპა კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსული პოლკის ბატალიონ „ვოლატის“ მეთაური ივან „ბრესტი“, ივან მარჩუკი, რომელიც სხვა ბელარუს მოხალისეებთან ერთად 2014 წლიდან იცავდა უკრაინის თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
3 ივლისს, საღამოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ "მძიმე ბრძოლების შემდეგ", უკრაინელმა სამხედროებმა დატოვეს ლისიჩანსკი, ლუგანსკის ოლქის ბოლო დიდი ქალაქი, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება 2014 წლიდან აკონტროლებდა.
მოსკოვის წინააღმდეგობის გამო ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია 1 ივლისიდან ხურავს პროექტების კოორდინატორის ოფისს უკრაინაში.
2010 წლის შემდეგ პირველად, ალიანსის განახლებული სტრატეგიული კონცეფციის დამტკიცება - ნატოს მადრიდის სამიტის ერთ-ერთი უმთავრესი გადაწყვეტილება იყო.
უკრაინის დასაცავად მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მრავალრიცხოვანი უცხოური დანაყოფი, „ქართული ლეგიონი“, რუსეთის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში, ალიანსის ახალი კონცეფციის დამტკიცება, აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს ძალების გაზრდა და გაფართოების პოლიტიკის ერთგულების დადასტურება იქნება ნატოს 28-30 ივნისს მადრიდის სამიტის მთავარი საკითხები.
ჩამოტვირთე მეტი