ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
იმ დროს, როდესაც კვლავაც ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება უკრაინის მოსაზღვრე, რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოდან მიმდინარე უკრაინული სადესანტო ოპერაციის შესახებ, რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ სადესანტო ჯგუფს ქართველი მებრძოლი გიორგი ფარცვანია ხელმძღვანელობდა.
30 ივლისს ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გერმანიის მოქალაქე, სიკვდილმისჯილი რიკო კრიგერი შეიწყალა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს დილით დაწყებულად გამოაცხადა სამხედრო-საზღვაო ფლოტის გეგმური წვრთნები, რომლებიც „ჩრდილოეთის, წყნარი ოკეანისა და ბალტიის ფლოტების, ასევე კასპიის ფლოტილიის პასუხისმგებლობის ზონაში რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმართება“.
უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, რომ კავშირი აქვთ მალიში რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერზე“ მოწყობილ ტუარეგ მეამბოხეთა თავდასხმასთან, რასაც ათობით დაქირავებული მებრძოლის დაღუპვა მოჰყვა.
თვე არ გავა, რომ ბელარუსში დიდი სასჯელები არ მიუსაჯონ რეჟიმის ოპონენტებს. 2 ივლისს მინსკის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი 20 ანალიტიკოსსა და ექსპერტს. ისინი დამნაშავედ მიიჩნიეს შეთქმულების გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და "ექსტრემისტულ ფორმირებაში" მონაწილეობის საქმეზე.
მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მსგავსად, დონალდ ტრამპის მიერ ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოელი სენატორის ჯეი დი ვანსის დასახელებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა უკრაინაში.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოეპოვება უტყუარი მტკიცებულება, რომ რუსეთმა სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა Х-101 გამოიყენა კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფო „ოხმადტედზე“ მიზანმიმართული იერიშისათვის.
ევროკავშირი, 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების წარმოების შესაძლებლობების შეფასებისას, როგორც ჩანს, სასურველს რეალობად ასაღებს.
6 ივლისს კარლოვი ვარის 58-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ქართველი რეჟისორის, გიორგი სიხარულიძის ფილმი "პანოპტიკონი" ეკუმენური ჟიურის პრემიით დაჯილდოვდა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც უკრაინისა და რუსეთის ომში მომრიგებლის ამოცანის შესრულება იკისრა, უკრაინაში ვიზიტიდან მესამე დღეს, 5 ივლისს, მოსკოვში ჩაფრინდა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
2024 წლის ოქტომბერში მოლდოვაში ტარდება მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგზეც დიდწილად იქნება დამოკიდებული - შეინარჩუნებს მოლდოვა ევროინტეგრაციისკენ აღებულ კურსს თუ კვლავ დაუბრუნდება მოსკოვის ორბიტას.
25 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა არმიის ხელმძღვანელობაში მორიგი საკადრო ცვლილება განახორციელა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გადააყენა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელმძღვანელი - გაერთიანებული ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი იური სოდოლი
რუსეთმა დემარში გამოუცხადა აშშ-ის ელჩს რუსეთში, ლინ ტრეისის, კვირას სევასტოპოლზე მომხდარი იმ თავდასხმის გამო, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 150-ზე მეტი კი დაშავდა.
ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციის (URC2024) წინ უკრაინის სამთავრობო ვერტიკალში მორიგი სკანდალი დატრიალდა. მასშტაბური კონფერენციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე თანამდებობიდან გადადგა უკრაინის აღდგენისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი.
1 ივნისიდან უკრაინაში ამოქმედდა მობილიზაციის შესახებ ახალი კანონი.
2 ივნისს კიევში, 3-ში კი ლვოვში ასეულობით ადამიანი გამოეთხოვა ხარკოვის მისადგომებთან დაღუპულ 25 წლის უკრაინელ ჟურნალისტსა და პარამედიკოს ირინა (ჩეკა) ციბუხს, რომელსაც ერთ-ერთმა მისმა კოლეგამ "ერის საუკეთესო შვილი" უწოდა.
ჩამოტვირთე მეტი