სტიქიაგადატანილ სოფელ კრწანისში, რომელიც თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალს ემიჯნება და გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, 23 ივლისს, დილიდან, სალიკვიდაცია სამუშაოები დაიწყეს. მაგისტრალის გასწვრივ არსებულ სარწყავ და სადრენაჟო თხრილებს იაღლუჯის მთის ფერდობებიდან წყალთან ერთად წამოსული ქვიშა-მიწისგან