პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელზეც დადასტურებულად ვიცით, რომ დეტალურად სწავლობდა საკუთარი სისტემის შიგნით დასაქმებული ათობით ადამიანის ციფრულ ისტორიას და ინახავდა მათ ციფრულ ნაკვალევს.
თითქმის ერთი თვეა, გერმანიაში, ფრანკფურტსა და დარმშტატს შორის, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან ათობით ტრაილერი დგას. ქართველი, უზბეკი და ფილიპინელი მძღოლები მარტის ბოლოს გაიფიცნენ. ისინი დამსაქმებელს, პოლონურ გადამზიდავ კომპანიას ხელფასებს სთხოვენ და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.
7 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან არმატურა და სილით სავსე ტომრები დააწყვეს, მალევე მთავრობის ადმინისტრაციამ განმარტა - აქ სკვერი შენდება. მერიას ოფიციალურად ამ ტერიტორიის შეცვლაზე ნებართვა გაცემული არ აქვს, თუმცა არსებობს თბილისის მერის ზეპირი პირობა, რომ მთავრობა ამ ნებართვას “ძალიან მალე” მიიღებს.
7-9 მარტის აქციებზე "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის და პოლიციელის ავტომობილის დაწვის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი დღეს პირველად მოინახულეს ადვოკატებმა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მათ თქვეს, რომ პატიმარს იძულებით გადაპარსეს თავი.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც გამოძიება 7-9 მარტის აქციებზე “მოლოტოვის კოქტეილების” სროლას და პოლიციელის მანქანის დაწვას ედავება, მოსამართლემ დღეს, 31 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აუდიტის სამსახურმა სასაზღვრო პოლიციის მუშაობის შესახებ დასკვნა 24 მარტს გამოაქვეყნა. დოკუმენტი ააშკარავებს იმ პრობლემებს, რაც უწყებას აქვს არასაკმარისი აღჭურვილობისა და მოუწესრიგებელი მართვის მხრივ. დასკვნა 2019-2020 წლების შესწავლის საფუძველზე მომზადდა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველომ თვალშისაცემად გაზარდა ექსპორტი როგორც რუსეთთან, ისე დსთ-ს სხვა ქვეყნებთან. რუსეთის მეზობლებთან სავაჭრო ნაკადების ზრდა შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ პუტინი სანქციებისთვის გვერდის ავლას პოსტსაბჭოთა ქვეყნების დახმარებით ახერხებს.
ოპოზიციონერებს, უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებს რუსეთში უცხოეთის აგენტებად აცხადებენ და დევნიან. ნაწილი საქართველოში გამორბის, თუმცა მესაზღვრეები მათ უკან აბრუნებენ. არც შემოშვებულებს აქვთ გარანტია, რომ საქართველოდან გასვლის შემთხვევაში, დაბრუნებას შეძლებენ.
“რას გამოეთრიეთ, ვერაფერს მიაღწევთ, რა ევროპა მოგინდათ, რად გინდათ ევროპა, თქვე საყურიანებო, თქვე შეღებილთმიანებო, მეუბნებოდნენ სპეცრაზმელები და მცემდნენ”, - უყვება რადიო თავისუფლებას ირაკლი ნონიაშვილი.
რადიო თავისუფლება ჯვრის ფასადის კონსერვაციის პროექტის ხელმძღვანელთან, ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრის თანამშრომელ დავით ხოშტარიასთან ერთად ჩავიდა მცხეთაში. პროექტი, რომელიც მას ამ ძეგლზე უნდა განეხორციელებინა, 15 თვეა ვერ იწყება კულტურის სამინისტროს მხრიდან ნებართვის გაუცემლობის გამო.
28 თებერვალს საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა “კარტოგრაფების საქმის” ერთ-ერთი მოწმე, საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ლევან წურწუმია.
კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გელათის კომპლექსის რეაბილიტაციას საპატრიარქო ჩაიბარებს და უხელმძღვანელებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ 24 თებერვალს გამოცხადდა შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრი წულუკიანი, ეპისკოპოსები, მეცნიერები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.
მინიატურული წიგნაკი ტყავის ყდით, მეტალის ოქროსფერი ორნამენტებით და გაყვითლებული ფურცლებით, ერთდროულად ერთი ქალის ოჯახური ქრონიკაცაა და საქართველოს გასაბჭოების პირველი დღეების არტეფაქტიც.
საქართველოს გასაბჭოებიდან 103 წლის შემდეგ ჩვენს ხელში აღმოჩნდა 1921 წლის თებერვალში, ბოლშევიკებთან ბრძოლაში დაღუპული იუნკრის, იოსებ ჯანდიერის დედის, სოფიო ქობულაშვილის დღიური, რომელსაც ოჯახი მთელი ამ დროის განმავლობაში სათუთად ინახავდა.
ჩამოტვირთე მეტი