პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სათავეში უდგას საპროტესტო მოძრაობას „შინ ევროპისკენ”. მოძრაობის მოთხოვნა 3 ივლისამდე პრემიერ-მინისტრის გადადგომაა იმის გამო, რომ საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უკრაინა განაცხადს 28 თებერვალს აკეთებს, ოთხი დღის შემდეგ, 3 მარტს - საქართველო და მოლდოვა. ცნობილია ევროკომისიის რეკომენდაცია, რომელიც უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს, საქართველოს კი 12 პირობის შესრულებას სთხოვს.
20 ივნისის ათობით დაზარალებული მესამე წელია გამოძიების შედეგებს ელის. ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ, ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა, ეს სისხლის სამართლის საქმეები შედეგით დამთავრდეს, - თვლის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც დაზარალებულების უფლებებს იცავს.
3 ივნისს თბილისის ისტორიის მუზეუმიდან (“ქარვასლა”) გაათავისუფლეს კურატორი ლიკა მამაცაშვილი. კულტურის სამინისტროსთვის ეს გადაწყვეტილება რეორგანიზაციის პროცესის ნაწილია. ბოლო სამ თვეში მუზეუმის ათამდე თანამშრომელი 3 თვიან დროებით კონტრაქტზე გადაიყვანეს, რამდენიმეს პოზიცია შეუცვალეს.
- მონებს გეძახდათ? - მონებსაც გვეძახდა, უვიცებსაც და გაუნათლებლებსაც! - ამით დაიწყეთ ხოლმე შეურაცხყოფაზე ლაპარაკი, პირდაპირ უწმაწური სიტყვებით რომ იწყებთ.
ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეორეზე ნათქვამ ფრაზას საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკული შეფასება მოჰყვა.
„საქართველო ევროპისკენ“ - ასეთია წელს დამოუკიდებლობის დღის კონცეფცია. პრემიერ-მინისტრის 4 მაისს გამოცემული განკარგულებით, საზეიმო ღონისძიებები - კონცერტები, გამოფენები და ბაზრობები, 26 მაისს, 15 ქალაქში გაიმართება. თბილისში ამას ჯარისკაცების ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია დაემატება.
„ერთ-ერთმა კონკურსანტმა დაგვირეკა და გვითხრა, გასაუბრება მაქვს და სად ხართო? ამაზე გადავირიეთ”, - ამბობს მწერალი და რეჟისორი, ბესო სოლომანაშვილი. ის ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე იყო, რომელშიც დებიუტანტი რეჟისორები მონაწილეობდნენ.
დიდი ალბათობით, ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მოქმედი წესი შეიცვლება. საქართველოს მთავრობის ინიციატივით პარლამენტმა უკვე დაიწყო საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა, რომელიც ხელისუფლებას ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს მნიშვნელოვნად უადვილებს.
14 აპრილი ქართული ენის დაცვის დღეა. 1978 წლის 14 აპრილს, თბილისში ხალხმრავალი დემონსტრაციები გაიმართა. საბჭოთა საქართველოს მოქალაქეები, უმეტესად სტუდენტები, აპროტესტებდნენ კომუნისტური პარტიის მცდელობას, შეეცვალა ქართული ენის სტატუსი და სახელმწიფო ენად რუსული გამოეცხადებინა.
ჩამოტვირთე მეტი