პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
თითქმის შეუძლებელია იმის თქმა, როდის ან როგორ დააკავებენ ნიკა მელიას, არც იმის განსაზღვრაა მარტივი, რა პოლიტიკურ შედეგებს მოიტანს მისი დაკავება ან არდაკავება, თუმცა საუბარი პრაქტიკებზე, რომელიც პირველად გამოიყენეს მის წინააღმდეგ, შესაძლებელია, ისევე როგორც პოლიტიკურ ამინდზე დამოკიდებულ სამართალზე.
საქმის არსებით განხილვამდე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები ცდილობდნენ, მოსამართლე დაერწმუნებინათ იმაში, რომ საქმე, სადაც არ არსებობს დანაშაული და, შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებები და დამნაშავეები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
15 თებერვლიდან გაიხსნა სკოლები თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში და მოსწავლეებს, რომლებიც რამდენიმე თვეა დისტანციურად სწავლობდნენ, მიეცათ შესაძლებლობა, დაბრუნებოდნენ კლასს, შეხვედროდნენ მეგობრებს, ეთამაშათ სკოლის ეზოში. თუმცა ყველაფერი ისე მარტივად და მიმზიდველად არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
12 თებერვალს გამოქვეყნებული წმინდა სინოდის განჩინებას ეხმაურება თეოლოგთა ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მთელი რიგი დებულებები არსებით წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებთან.
11 თებერვალს სინოდის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო დავითგარეჯის თემაც - ეკლესია ხელისუფლებას სთხოვს, აღდგეს 2007 წლამდე ჩიჩხიტურის მონასტრის და 2019 წლამდე უდაბნოს მონასტრის ტერიტორიებთან დაკავშირებული სტატუს-კვო, რა დროსაც ორივე მონასტერს ქართული მხარე განაგებდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო მამუკაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე ჯერ გამოაქვეყნა, რადიო თავისუფლების ზარის შემდეგ კი წაშალა და მერე ისევ ნაწილობრივ აღადგინა ფოტოები, რომლებიც წვეულებისთვის მორთულ გარემოს ასახავს.
12 წლის თინას ბედი ბოლო დღეების მთავარ სალაპარაკო თემად იქცა ავსტრიაში - ქვეყანაში, სადაც დაიბადა, გაიზარდა, სწავლობდა, ჰყავს მეგობრები და რომელიც 27 იანვარს პოლიციის ბადრაგის თანხლებით დატოვა საქართველოსკენ მომავალი სპეცრეისით.
თინა, რომელიც ვენის ერთ-ერთ გიმზანიაში სწავლობდა და ქართულზე უკეთ გერმანულ ენას ფლობს, მისთვის ფაქტობრივად უცხო ქვეყანაში 5 წლის დასთან, ლეასთან და დედასთან ერთად ჩამოვიდა. დეპორტაციის მიზეზი თინას დედის რამდენიმეწლიანი უშედეგო მცდელობა აღმოჩნდა, მიეღო თავშესაფარი ავსტრიაში.
მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, დავით დარჩიაშვილი 3 თებერვალს პროკურატურამ “კარტოგრაფების საქმეზე” დაკითხა. ამ საქმის მოწმე 2012 წელს დავით-გარეჯის თემაზე გამართული საჯარო დებატების გამო აღმოჩნდა. მაშინ მან თქვა, რომ კომპლექსის 2% აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა მოქცეული.
სხვადასხვა აქტორები, მათ შორის, საჯარო მოხელეები, სასულიერო პირები, კრემლისტური, ულტრანაციონალისტური აქტორები, ქლიქბაიტ-საიტები რუსეთში რეგისტრირებული IP მისამართებით, ერთდროულად, უმეტესად კოორდინირებულად მონაწილეობდნენ კარტოგრაფების სამშობლოს მოღალატეებად წარმოსაჩენად.
უკვე თვეებია, მთავრობა აღარ საუბრობს StopCov-ის ფონდის შესახებ. ამ ფონდს არ ჰქონია საკუთარი ვებსაიტი, წესდება, არ ყოფილა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე შემომწირველთა ვინაობა, შემოწირულებების რაოდენობა და თანხის ხარჯვის ამსახველი დოკუმენტაცია.
რადიო თავისუფლება ივერი მელაშვილს შინ დაბრუნების მეორე დილას, საკუთარ სახლში ელაპარაკა - ქალაქის გარეუბანში მდებარე პატარა ბინაში, რომელიც, რომ არა აქტივისტების შეგროვებული თანხა, თავისუფლების სანაცვლოდ უნდა ჩაედო გირაოდ.
კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი სასამართლომ 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა სასამართლოს წინ აქვს მსჯელობა მისი ბრალეულობის საკითხზე. კარტოგრაფს, რომელსაც სახელმწიფო ბრალდების მხარე ქვეყნის საზიანო საქმიანობაში ადანაშაულებს, საზოგადოებამ 2 საათში მოუგროვა თანხა...
სამსახურში რომ ფარულად უსმენდნენ და კოლეგასთან ამ გზით ჩაწერილი საქმიანი საუბარი პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეში ყველაზე მნიშვნელოვან მტკიცებულებად წარმოაჩინა, მალხაზ მიქელაძემ 21 იანვარს ახალი ამბებიდან გაიგო. პროკურატურის საგანგებო ბრიფინგი მედიამ პირდაპირ ეთერში გადასცა.
საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა კარტოგრაფების საქმეზე ჩვენება გამოძიებას 2020 წლის 12 იანვარს მისცა.
"კარტოგრაფების საქმის” სასამართლო სხდომამდე ერთი კვირით ადრე საქმეში მტკიცებულების სახით გამოჩნდა ვიდეოჩანაწერები, რომელიც გამოძიების საწყის ეტაპზე, მართალია, სასამართლოს ნებართვით, მაგრამ ფარული თვალთვალისა და მიყურადების გზით არის მოპოვებული.
საქართველოს სურს, 2021 წლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას მოსახლეობის 60 პროცენტი, თუმცა ამ სურვილის რეალურობა საეჭვოა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის პირველი ეტაპის დაწყების დრო ჯერ დაზუსტებული არ არის და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როდის შეძლებს ქვეყანა კოვაქს პლატფორმიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინის მიღებას.
ჩამოტვირთე მეტი