პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
20 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე და ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე.
18 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ვაკის პარკის კინომოძრაობის წევრები - პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი და რეჟისორი ლაშა ცქვიტინიძე.
16 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მუსიკოსი, ბათო ოსტაევი, რომელმაც 2011 წელს დაარსა ალტერნატიული როკ-ბენდი Plus Master.
15 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარები იყვნენ ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი და თბილისის ფოტოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნესტან ნიჟარაძე.
14 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მხატვარი გია ბუღაძე, რომლის ნამუშევრების გამოფენასაც დიმიტრი შევარდნაძის ეროვნული გალერეა მასპინძლობს.
13 სექტემბერს თავისუფლების დილის სტუმრები იყვნენ ფოტოგრაფი გიორგი ხელაშვილი და ოპერატორი მარიამ სეხნიაშვილი;
12 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მარიამ ტაბაღუა, საზოგადოებრივი მოძრაობის - "ქალაქი ბავშვებს" აქტივისტი.
8 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მაია ქურციკიძე, Unicef-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი.
6 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ელექტრონული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ტურაშვილი.
5 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) წარმომადგენლები, მარიამ მხატვარი და გურამ იმნაძე.
1 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ხელოვნების კურატორები ელენე აბაშიძე და ირინე ჯორჯაძე.
31 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ კურატორები მარიამ ლორია და მარიამ წიქორიძე, რომლებიც არიან ინტერდისციპლინარული არტ ორგანიზაცია "ობსკურას" დამფუძნებლები.
5 სექტემბერს თბილისის ტექნოლოგიურ პარკში ინტერნეტმმართველობის ფორუმი გაიმართება, სადაც ქვეყნის ინტერნეტსივრცისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.
26 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მუსიკოსი ბესო ბაბალაშვილი, რომელიც სოლო პროექტით მონაწილეობდა მუსიკალურ კონკურს Newcomers 2016-ში და დაუკრა ფესტივალ Tbilisi Open Air 2016-ზე.
25 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო კომუნიკაციის დიზაინერი ნესტან მამაცაშვილი, რომელმაც მეგობრებთან ერთად რამდენიმე თვის წინ გააკეთა ვებსაიტი საქართველოს შესახებ.
24 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი შარაბიძე.
22 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ყოფილი მეკლდეური, ალექს სოსელია, რომელიც 27 აგვისტოს ყაზბეგის რაიონის სოფელ არშას მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მეკლდეურობის ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
19 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მუსიკოსი ანდრო გოგიბედაშვილი. ანდრო Newcommers 2016-ის ერთ-ერთი მონაწილეა პროექტით Saphileaum.
18 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე, რომელიც ჭიათურის რაიონის სოფელ პერევისაში ღია საჯარო სივრცის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია. პერევისას ღია საჯარო სივრცე მეორე წელია ფუნქციონირებს როგორც თვითორგანიზებადი ღია საგანმანათლებლო პლატფორმა.
17 აგვისტოს “თავისუფლების დილის” სტუმარი იყო გოგა ხატიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი.
ჩამოტვირთე მეტი