პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
22 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო თეატრმცოდნე, მუსიკოსი, ჯგუფ "The Window"-ს წევრი, მარიამ წიბახაშვილი.
21 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ მარიამ ლორია და მარიამ წიქარიძე, წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიაზაციისა "იარე ფეხით". ორგანიზაცია ქვეითთა უფლებებზე მუშაობს და ცდილობს მოქალაქეების ცნობიერება აამაღლოს ეკოლოგიის მიმართულებით.
20 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო პოეტი, ელექტრონული წიგნების სახლ "საბას" წარმომადგენელი რატი ამაღლობელი. "საბამ" აპრილის დასაწყისში მკითხველებს "ხმოვანი წიგნების" პროექტი წარუდგინა, რომლის ფარგლებშიც ციფრული მოწყობილობებისთვის აპლიკაციის შექმნა და იქ ხმოვანი წიგნების დიდი ბაზის განთავსება იგეგმება.
19 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ სამხატვრო აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის ვიზუალური კომუნიკაციისა და მედიახელოვნების ინსტიტუტის დირექტორი ნანა იაშვილი და სამხატვრო აკადემიის დოქტორანტი მიხეილ დარჯანია.
18 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო სამაგიდო თამაშების კლუბის დამაარსებელი, გიგა წიბახაშვილი.
15 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მუსიკოსი რეზო ღლონტი. რეზო ელექტრონულ მუსიკას წერს. მისი ბოლო ალბომი "Budapest" რამდენიმე თვის წინ გამოვიდა ლეიბლზე "Dronarivm".
14 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მუსიკოსი, "ალტერვიჟენ ჯგუფის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახო ბაბუნაშვილი. "ალტერვიჟენ ჯგუფი" უკვე მერვე წელია, თბილისში მუსიკალურ კონცერტებსა და ფესტივალებს უწევს ორგანიზებას.
13 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო გიორგი ჭილაია, ინტერნეტსასწავლო პლატფორმა "ნებულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი. "ნებულა" გონიერი პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად მოემზადონ უნარების გამოცდისთვის.
12 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ TedxTbilisi-ს დამფუძნებელი მერი გაბაშვილი და პორექტის მენეჯერი ნატალია მემანიშვილი.
11 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ სათემო ბაღის შექმნის იდეის ავტორები ნათია კვანტალიანი და ქრისტინე ბებია.
8 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მუსიკოსი გოგი ძოძუაშვილი, რომელსაც ვესაუბრეთ როგორც მის სოლო პროექტზე Post Industrial Boys, ასევე ბენდზე - Mother On Mondays.
7 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია Welfare Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი სიმონ გაბრიჭიძე. Welfare Foundation-მა შეიმუშავა სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლებათა ხელშემწყობი პროგრამა, რაც ითვალისწინებს რეგიონებში სკრინინგს ჩვილობის ასაკში, მშობელთა თემის გაძლიერებას და ინფორმირებულობის გაზრდასა და მეტყველების პედაგოგების გადამზადებას.
5 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ "სტუდიო კამპუსის" წარმომადგენელი ნატალია ნებიერიძე და არქიტექტორი მაკო კაპანაძე. "სტუდიო კამპუსის" ინიციატივით დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამა "თანამედროვე ქალაქგეგმარება: გარე ავლაბრის ქალაქმშენებლური განვითარება".
5 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ფოტოგრაფი დინა ოგანოვა. დინა 2016 წელს ფოტოკონკურს "ქოლგის" ჟიურის ერთ-ერთი წევრია.
4 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "Educare Georgia"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ჯიბლაძე. "Educare Georgia" საქართველოში სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს.
1 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მანანა მენაბდე. მარტის ბოლოს თბილისში, მუზეუმ "ქარვასლაში" გაიმართა მისი პერსონალური ფოტოგამოფენა, რომელიც ბოლო წლებში გადაღებულ ფოტოებს აერთიანებს.
31 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი, რომლის ინიციატივითაც ცოტა ხნის წინ შეიქმნა დოკუმენტური ფოტოგრაფიის პირველი სააგენტო "Kontaktphoto".
30 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო რეჟისორი ბაქარ ჩერქეზიშვილი. ბაქარმა გასულ წელს ჩინეთში, პეკინში, პროექტ "looking china"-ს ფარგლებში გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომელიც სამ საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა.
28 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი და მირანდა ანდრონიკაშვილი, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა "ნაციონალური მართლწერის კონკურსი ინგლისურ ენაში".
23 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო სახელოვნებო ორგანიზაცია "გეოეარის" წარმომადგენელი, ნინი ფალავანდიშვილი.
ჩამოტვირთე მეტი