პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
28 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო 8 წლის ანასტასია კვაშილავა, რომელიც 3 წლიდან ხატავს, ქონდა რამდენიმე გამოფენა და არის ხატვით დაინტერესებული ბავშვებისთვის განკუთვნილი კონკურსების გამარჯვებული.
25 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ქეთი მანგოშვილი, თბილისური "ფლი მარკეტის", ძველმანების ბაზრობის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
24 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ქუჩის არტისტი გიორგი გაგოშიძე, რომელიც ქალაქის სხვადასხვა შენობებზე ნამუშევრებს "გაგოშას" ხელმოწერით ტოვებს.
ჟურნალისტი და რეჟისორი ცირა გვასალია საუბრობს თავის მეორე დოკუმენტურ ფილმზე "ოთახები".
22 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი და "მასწავლებლის გაზეთის" რედაქტორი, ნატო ინგოროყვა. მან ილაპარაკა მედიაწიგნიერებაზე.
21 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "რეგიონალური განვითარების საზოგადოების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცისანა კიღურაძე. ის ლაპარაკობდა განათლების სფეროში არსებულ სირთულეებსა და იმ ბარიერებზე, რომელთაც ხელმოკლე ოჯახებიდან წამოსული ბავშვები აწყდებიან საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისას.
18 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ხელოვნებათმცოდნე ელენე აბაშიძე. ელენე არის კურატორი გამოფენისა, რომელიც 19 დეკემბერს გალერეა "ნექტარში" გაიმართება და მალევიჩის 100 წლის წინ გამართული "0-10 ფუტურისტული სურათების ბოლო გამოფენას" ეძღვნება.
16 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ფოტოგრაფი, დინა ოგანოვა, რომლის ფოტოებითაც სხვადასხვა დროს არაერთი უცხოური გამოცემა დაინტერესებულა, არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების გამარჯვებული, მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო რომსა და პარიზში.
15 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო პოეტი, მწერალი, ლია ლიქოკელი, რომელიც მეორედ გახდა ლიტერატურული პრემია "წეროს" გამარჯვებული.
14 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო თანამედროვე ხელოვანი, მარიამ ნატროშვილი, რომელიც საუბრობდა სოციალურად აქტიურ ხელოვნებასა და არტისტულ პასუხისმგებლობაზე.
11 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მუსიკოსი, ლუკა ნაკაშიძე, იგივე EXIT
9 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა "იარე ფეხით", ელენე მარგველაშვილი, რომელმაც ილაპარაკა ქვეითთა უფლებებზე და ქალაქზე, რომელიც მოქალაქეების ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული
7 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო კინორეჟისორი, მწერალი ნანა ექვთიმიშვილი, რომელმაც ისაუბრა თავის რომანზე - "მსხლების მინდორი".
3 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო რეჟისორი ლევან ადამია, რომლის დოკუმენტური ფილმის - "სომალის ტყვეების" ჩვენება 2 დეკემბერს გაიმართა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში.
1 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის სტუმარი იყო ჟურნალისტი, კინოკრიტიკოსი ნიკა ესებუა, რომელმაც ისაუბრა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის შესახებ და, ზოგადად, კინოფესტივალის მნიშვნელობაზე ქართული კულტურისთვის.
27 ნოემბრის დილის გადაცემის სტუმარი იყო სოციალური პოლიტიკის მკვლევარი ანა დიაკონიძე, რომელიც თსუ-ში კითხულობს სალექციო კურსს "შრომის და ეკონომიკის სოციოლოგია".
25 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ფონდ "ჯუნოს" ერთ-ერთი დამაარსებელი, მირიან ჯუღელი.
24 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი ია ქუთათელაძე. ის ინტერიერისა და ცალკეული საყოფაცხოვრებო პროდუქტების დიზაინზე მუშაობს.
23 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის სტუმარი იყო არქიტექტორი ირაკლი ჟვანია, რომელმაც ისაუბრა გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობების კონსერვაცია-რეაბილიტაციის შესახებ..
17 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ნინო ცინცაძე, რომელიც საუბრობდა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კვირეულზე.
ჩამოტვირთე მეტი