ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.
ქართული პრესის უშუალოდ მიმოხილვამდე ერთი რამ უნდა აღვნიშნოთ: გაზეთები, სხვა მედიასაშუალებებთან შედარებით, განუზომლად დიდ ადგილს უთმობენ სახალხო კრების დეტალებს, მისი ორგანიზატორების თუ კრიტიკოსების კომენტარებს და ზოგადად მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ რანაირი სახალხო მღელვარება იქნება.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი. მან ილაპარაკა მრგვალ მაგიდაზე, რომელზეც განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესები და რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორიც ”ახალგაზრდა იურისტები” არიან.
ორშაბათის პრესა თემატურად მრავალფეროვანია. დღეს გამოქვეყნებულ რამდენიმე საინტერესო ინტერვიუს გაგაცნობთ. დავიწყოთ ”კვირის პალიტრით”, სადაც დღეს ნახავთ ინტერვიუს ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილთან, რომელიც ბევრ სხვადასხვა თემაზე ლაპარაკობს, საგარეო პოლიტიკაზე, სოციალურ მდგომარეობაზე...
პოლიტიკოსების სახოტბო სიმღერები ბევრი დაუწერიათ. მარტო ქართული რამდენიმე გვახსენდება და ისე კი ხომ სულაც უამრავია. თუმცა, სიმღერებს თუ გადავხედავთ, ერთი რამ მოგხვდებათ თვალში. მაქებარ სიმღერებს, როგორც წესი, სხვა ქვეყნის ლიდერებზე წერენ.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყვნენ თამარ ვაშაკიძე და თეა ჯალიაშვილი, რომლებიც წარმოადგენენ გაეროს მოსახლეობის ფონდის პროექტს ”დავძლიოთ გენდერული ძალადობა ამიერკავკასიაში”. მათ ილაპარაკეს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნულ კვლევაზე.
ქართულ პრესას დღეს ორი ძირითადი თემა ჰქონდა მიმოსახილი. ერთი გახლდათ პორტუგალიური გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართულ დელეგაციას ლისაბონში 80 მეძავი ჰყავდა დაქირავებული... ასევე გაზეთები ბევრს წერდნენ დღევანდელ სახალხო კრებასა და იმაზე, იქნება თუ არა არეულობა.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი. მან ილაპარაკა საქართველოში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე და კომენტარი გააკეთა მომავალ სახალხო კრებაზე.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო საერთაშორისო ურთიერთობათა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ცუცქირიძე. მან ილაპარაკა ნატოს ლისაბონის სამიტის მნიშვნელობაზე, განიხილა ალიანსის ახალი ხედვა და შეაფასა გრძელვადიანი შედეგები, რომელიც ნატოს ახალ სტრატეგიას შესაძლოა მოჰყვეს საქართველოსათვის.
მიმოხილვას ”რეზონანსით” დავიწყებთ, რომელიც დღეს ნატოს ლისაბონის სამიტის წინ აქვეყნებს სტატიას იმის შესახებ, თუ რა მოხდება, სააკაშვილი რომ სადმე კულუარებში მედვედევს გადაეყაროს. გაზეთს მოჰყავს ნატოში რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის დმიტრი როგოზინის განცხადება, ლიდერების შემთხვევით შეხვედრას შეიძლება სკანდალი მოჰყვესო.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსლის, „სინერგიის“ კოორდინატორი ნინო კალანდარიშვილი. მან ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველის ოფისის ანგარიშზე, რომელიც გუშინ წარუდგინეს ქართულ არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
მიმოხილვას "რეზონანსით" დავიწყებთ, რომელიც დღეს აქვეყნებს სტატიას, სათაურით ”ქართული კორუფციის ახალი დეტალები "ეფ-ბი-აის" გამოძიებაში”. სტატიაში ნათქვამია, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო აგრძელებს გამოძიებას, რომელიც საქართველოს თავდაცვის სისტემის საერთაშორისო დონის კორუფციულ გარიგებებს შეეხებაო.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ომბუდსმენის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის უფროსი ბექა მინდიაშვილი. ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სტუმარმა საქართველოში ამ მხრივ არსებულ პრობლემებსა და მიღწევებზე ილაპარაკა.
კინოთეატრებში ახალი ქართული ფილმი ”სეზონი” გადის. ტრეილერიდან საინტერესო ჩანდა და იდეაც დამაინტრიგებელი იყო - 4 ახალგაზრდა ბათუმში ჩადის, სადაც მათ გარდა ყველა გამქრალია. როგორია, ღირს ნახვა? კარგია? ცუდია? მოისმინეთ და გეტყვით.
დღევანდელი ქართული პრესის დიდი ნაწილი ეთმობა სტუდენტების პროტესტს საატესტაციო გამოცდებთან დაკავშირებით და რვა სკოლის დირექტორების მიერ თანამდებობის დატოვებას. „ყველა სიახლე“ უთმობს ამ თემას რამდენიმე პუბლიკაციას.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ჟურნალისტი, "კავკასიის მედიასკოლის" დეკანი, ნინო ჟიჟილაშვილი. მან ისაუბრა მაროკოში ევროკავშირის თაოსნობით ჩატარებულ სახელოსნოზე. ნინო ჟიჟილაშვილმა ასევე მიმოიხილა საქართველოს მედიაში არსებული ვითარება.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია, რომელმაც ილაპარაკა განათლების სამინისტროს ინიციატივაზე სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესის შეცვლის შესახებ.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე, რომელმაც საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვის მიზანშეწონილობაზე ილაპარაკა. მან თქვა, რომ საქართველომ უნდა დასძლიოს წარსული, მაგრამ საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვა ქვეყანას ამაში ვერ დაეხმარება.
„მთელი კვირა“: „შსს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 20 მოქალაქის დაკავებაზე ოფიციალურ განცხადებას 5 ნოემბერს გააკეთებს. მოსკოვში აცხადებენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან, საინფორმაციო წყაროები კი დაკავებულებზე სხვადასხვა ცნობებს ავრცელებენ.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ასოციაცია ”დაცული მოძრაობის” საბჭოს წევრი, პარტია ”მომავალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ლაღიძე. მან საქართველოს გზებზე არსებულ პრობლემებსა და საგზაო მოძრაობის მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ეკონომიკის დამოუკიდებელი ექსპერტი დემურ გიორხელიძე. მისი თქმით, ელიტური კორუფცია უფრო საშიშია, ვიდრე ქვედა დონეებზე ქრთამის აღების ფაქტები.
ჩამოტვირთე მეტი