ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.
ვის რა დაგიშავათ მაია ასათიანმა? ხუთშაბათს „პროფილის“ ახალი სეზონი იწყება და მისმა პრომომ სრულიად ფეისბუკის აღშფოთება გამოიწვია.
საფრანგეთი ბოშათა დეპორტაციას განაგრძობს, ევროკავშირში შექმნილი განხეთქილების მიუხედავად; შვეციის პარლამენტში კი პირველად მოხვდა ულტრამემარჯვენე პარტია;
შემოდგომა ხომ იცით, რა დროა. ხეებს ფოთლები გასცვივდება, ნელ-ნელა აცივდება და გულშიც სევდა შემოგეპარება ადამიანს. ჩვენც ტრადიციულად შემოგთავაზებთ შესაბამის მუსიკალურ გაფორმებას.
იმამი, რომლის სახელიც უკავშირდება ნიუ-იორკში, 11 სექტემბრის ტერაქტების მახლობლად, ისლამური ცენტრის მშენებლობას, ამბობს, რომ საზოგადოების ნაწილმა მისი გეგმები არასწორად გაიგო. ფეისალ აბდულ რაუფმა სცადა ამ პროექტის გარშემო არსებული დაძაბულობის დაცხრობა.
11 სექტემბრის შესახებ ხელოვნების ბევრი ნაწარმოები შეიქმნა. კინოები გადაიღეს, წიგნები მიუძღნეს, სიმღერები დაწერეს... ჩვენ 4 ასეთ სიმღერას მოვისმენთ, რომელიც სხვადასხვა რეაქციებს ასახავს ამ ტრაგედიაზე.
დღევანდელ გადაცემას ქართული „ცეტრალური სატელევიზიო სივრცის“ თავისებურებების განხილვით დავიწყებთ (ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი - კონსტიტუციის ახალი პროექტი არც ერთს განუხილავს საჯაროდ) და გავაგრძელებთ ზოგადად მედიის გავლენით ადამიანზე. რადიოჟურნალის მეორე ნაწილი კი კულტურას დაეთმობა...
მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ლიდერი, მათ შორის, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ასევე ვატიკანიც, მოუწოდებს ფლორიდის ქალაქ გეინსვილის პასტორს ჯოუნსს, უარი თქვას გეგმაზე, 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების წლისთავზე ყურანი დაწვას. თუმცა პასტორი ჯოუნსი ამბობს, რომ უკან დახევას არ აპირებს.
დღეს მინსკში დაკრძალეს ბელორუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ალეჰ ბიაბენინი. ის საკუთარ აგარაკზე სამი დღის წინ იპოვეს ჩამოხრჩობილი. გამოძიება ამბობს, რომ 36 წლის ჟურნალისტმა თავი მოიკლა, თუმცა მის კოლეგებს სიკვდილის ოფიციალურ ვერსიაში ეჭვი ეპარებათ.
ზაფხულის დიდი ნაწილი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მამაკაცური იმიჯის გამყარებას მიუძღვნა. ხან ტყეში დათვს დასდევდა, ხან კი რუსეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე - ვეშაპს. ამ კვირაში პუტინმა ყვითელი „ლადა კალინით“ გადაკვეთა 2000-კილომეტრიანი მონაკვეთი ციმბირში. თუმცა, ამ ცნობის სანდოობაში ზოგმა ეჭვი შეიტანა.
სამხრეთ ყირგიზეთში 1 სექტემბერს სწავლა იწყება, თუმცა მშობლები ბავშვების სასკოლოდ აღჭურვაზე მეტად მათ უსაფრთხოებაზე ღელავენ. ჯერ ცნობილი არ არის, რამდენად სტაბილურია მშვიდობა რეგიონში.
ჩელიაბინსკში მიმდინარე როკ-ფესტივალზე 29 აგვისტოს რამდენიმე ათეული თავგადაპარსული ახალგაზრდა შეიჭრა. მათ დამსწრეების ცემა დაიწყეს - ურტყეს მსმენელებსაც და პოლიციასაც. ჯერ გაურკვეველია, თუ ვინ იყვნენ თავდამსხმელები და რა უნდოდათ.
საქართველოში განათლების დონის გაუარესებაზე ქვეყნის ხელისუფლებაც ლაპარაკობს და ეს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებმაც დაადასტურა. თავდაპირველად ვიმსჯელებთ, თუ რა ტიპის რეფორმა სჭირდება განათლებას. განვიხილავთ იმასაც, თუ რატომ მორჩილებენ და მორჩილებდნენ ადამიანები ტოტალიტალისტურ რეჟიმებს?
როდესაც საქმე კოსოვოს შეეხება, დასავლეთი და სერბია განსხვავებულ რეალობებში ცხოვრობენ. სერბია კვლავინდებურად ამტკიცებს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის პროცესი დასრულებული არ არის, დასავლეთი კი, უფრო და უფრო გაღიზიანებული, საპირისპიროს ამბობს.
ერთი კვირის წინ რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ძალითაც, სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნა 2044 წლამდე ხანგრძლივდება.
უკრაინაში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში საზეიმო ღონისძიებები ტარდებოდა. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მეცხრამეტე წლისთავს უკრაინას სხვადასხვა ქვეყნებიდანაც ულოცავდნენ.
როგორც აღმოჩნდა, გაფრენილ სიტყვას ვერ დაეწევი და წინა გადაცემაში მიცემულ დაპირებას ასრულება უნდა. მაშ კარგი. ახლა კი, ახალგაზრდებო, გამოდით, თქვენი ჭირიმე.
თავდაპირველად მოგითხრობთ 1300 წელსა გადაწერილი მოქვის ოთხთავის შესახებ, რომელიც გადაუდებელ დიაგნოსტიკასა და რესტავრაციას საჭიროებს. გეტყვით იმის შესახებაც, რომ საქართველოში რეპროდუქციული ასაკის ქალთა თითქმის ნახევრის სიკვდილიანობის მიზეზი ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოა.
„ნიუსვიკმა“ გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით „ჯაშუშების რესპუბლიკა“. ანა ნემცოვა წერს, სეპარატისტული რესპუბლიკა რუსული სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ არის კოლონიზებული, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავსო.
საფრანგეთმა ქვეყნიდან ასობით ბოშის გაძევება დაიწყო. მათ სპეციალური რეისებით რუმინეთსა და ბულგარეთში გაამგზავრებენ. საფრანგეთის ხელისუფლების ამ ქმედებას თან ძლიერი კრიტიკა ახლავს.
ახალგაზრდებს აინტერესებთ მხოლოდ სექსი, ძალადობა და ქალიშვილობის ინსტიტუტი. ჩვენს გადაცემაში კი არც ერთზეა ხოლმე ლაპარაკი, არც მეორეზე და არც მესამეზე. ისმის კითხვა: აბა რის ახალგაზრდულია ეს პროგრამა? ისმის პასუხიც: რავი, აბა...
ჩამოტვირთე მეტი