ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.
დღევანდელი ქართული პრესა ყველაზე მეტს ლეიბორისტების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე წერს, რომელსაც ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილი ესწრებოდა. ”ალია” ამ შეხვედრას დეტალურად აშუქებს და რეპორტაჟს სამ გვერდს უძღვნის. გაგაცნობთ ნაწყვეტს ამ სტატიიდან, სადაც შეხვედრაზე არსებული ატმოსფეროა აღწერილი
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ”ეროვნული ფორუმის” პოლიტიკური მდივანი ირაკლი მელაშვილი. სტუმარმა ისაუბრა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, ამომრჩეველთა სიებზე და ”ეროვნული ფორუმის” ადგილსა და როლზე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
მიმოხილვას ”რეზონანსით” დავიწყებთ, სადაც წაიკითხავთ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე, რომლის მიხედვითაც, ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონში ქართველი მოსახლეობის დარჩენილი ქონება ოსურ მოსახლეობას გადაეცემა.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ახალი მედიის ექსპერტი ნოდარ დავითური. მან საქართველოში სოციალური მედიის განვითარების ტენდენციებზე ილაპარაკა - ახსნა თუ რა არის სოციალური მედია, როგორ ვითარდება ის დასავლეთსა და საქართველოში.
დღევანდელი პრესის მიმოხილვის დასაწყისში მოკლედ გადავხედოთ ”მოდელირებული ქრონიკის” გარშემო ატეხილი სკანდალის გამოხმაურებებს, რაც დღესაც გაზეთების მთავარ თემად რჩებოდა. ტელეკომპანია ”იმედის” ადეკვატურ დასჯასთან დაკავშირებული მსჯელობისას ”ვერსია” აყენებს თავის ინიციატივას, მედიის გამჭვირვალობის უკეთ უზრუნველსაყოფად
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი თამარ კორძაია. ის საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაზე აკეთებდა კომენტარს, რომელიც ტელეკომპანია ”იმედის” საქმეს განიხილავდა.
ორშაბათი 8 მარტი გახლდათ, ქალთა საერთაშორისო დღე, თუმცა ამ დღეს დამთხვეული ერთი ღონისძიება სადღესასწაულო სულაც არ ყოფილა. ორი ორგანიზაცია გამოეხმაურა ქალს, რომელიც აგვისტოს ომის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. კვირა კი "იმედის" სკანდალით და პანიკით დასრულდა.
დღევანდელი ვრცელი პრესა თითქმის მთლიანად ეგრეთ წოდებულ „მოდელირებულ ქრონიკას“ ეძღვნება. ჯერ ამასთან დაკავშირებულ რამდენიმე პუბლიკაციას გაგაცნობთ. ”24 საათში” დღეს ნოდარ ლადარიას სტატიას წაიკითხავთ, სათაურით „რომი და ბატები“. ავტორი წერს: „დამნაშავეთა გამოვლენა და დასჯა არ არის ჩემი საქმე.
იმედი კი დამსახურებულად ილანძღება, მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ტყუილის თქმა ეთერში ”იმედს” არ მოუგონებია. მთავარი კი ისაა, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია იტყუებიან, თან ისე, რომ იციან, რომ ტყუილია. შეგნებულად აკეთებენ და სინდისი არ აწუხებთ, იმიტომ რომ ამას ”უფრო დიდი სიკეთისათვის” აკეთებენ.
რადიო თავისუფლებამ ინტერვიუ ჩამოართვა ამერიკის შეერტებული შტატების ელჩს საქართველოში, ჯონ ბასს. ამერიკის ელჩი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე და საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ვითარებაზე ლაპარაკობს.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი. ხიდაშელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მხარეები, თუმცა უარყოფითი ბევრად სჭარბობს დადებითს.
”გაჩეჩილაძემ არჩევანი უკვე გააკეთა” - იუწყება დღევანდელი „რეზონანსის“ მოწინავე სტატიის სათაური. თავად სტატიის თანახმად, გაჩეჩილაძის პოზიციას მომავალ არჩევნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება და, მართალია, ის ჯერ თავის პოზიციას საჯაროდ არ აფიქსირებს და ოპოზიციის ორივე ნაწილი ამბობს, რომ მასთან კონსულტაციებს აგრძელებს, მაგრამ, ”რეზონანსის” ინფორმაციით, მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია. მან ისაუბრა ანტიმონოპოლიური რეფორმის დასაწყებად გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე და იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი.
მართალია, თურქეთში მიწისძვრა მოხდა, მაგრამ, ქართველი სეისმოლოგების თქმით, საქართველოში პანიკის საფუძველი არ არისო, - წერს დღევანდელი ”რეზონანსი”. ჩვენ სეისმურად ისეთ აქტიურ ზონაში არა ვართ, როგორც თურქეთი ან ჩილეო, - უთხრა გაზეთს სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა.
რეპის დიდი ნაწილი ან ძალადობაზეა, ან სექსზე და ან იმაზე, თუ ვის რამდენი ფული აქვს და რა კარგია ეს. სოციალურ პრობლემებზეც რეპავენ ხოლმე, მაგრამ უფრო იშვიათად და, ცოტა არ იყოს, მოსაწყენად. ჩვენ კი ისეთ ჰიპ-ჰოპს გადავხედავთ, რომელიც თან სოციალურ თემებზეა და, ამავე დროს, კარგიცაა.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო თამარ საბედაშვილი, გაეროს ქალთა ფონდის მრჩეველი გენდერულ საკითხებში. საბედაშვილი თვლის, რომ, მართალია, წესით ყოველი დღე დღესასწაული უნდა იყოს, როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის, მაგრამ...
”სააკაშვილის უცნაური და საიდუმლო ვიზიტი თურქეთში” - ასეთია დღევანდელი ”რეზონანსის” მოწინავე სტატიის სათაური. გაზეთი წერს, რომ, თურქული მედიასაშუალებების ცნობით, ორშაბათს მიხეილ სააკაშვილი სტამბულში იყო ჩასული ორი საათით.
3 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი სესიაშვილი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი. რას აშენებენ საფრანგეთი და რუსეთი ”მისტრალთან” ერთად? რატომ გადაწყვიტა საფრანგეთმა რუსეთისთვის სამხედრო გემის მიყიდვა?
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ”რესპუბლიკელი” დავით ზურაბიშვილი. ირაკლი ალასანიაზე ლაპარაკისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ შეცდომა ყველას მოსვლია და უარესია, როდესაც პოლიტიკოსი თავისი არასწორი გადაწყვეტილებების ტყვედ რჩება და პოზიციას აღარ იცვლის.
დღევანდელი პრესის მიმოხილვის დასაწყისში მოკლედ გაგაცნობთ ამონარიდებს, რომლებიც ოპოზიციის გეგმებს ეხება მომავალი თვითმმართველობის არჩევნებში. მოკლედ კი იმიტომ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სწორედ ეს თემა დომინირებს ქართულ გაზეთებში
ჩამოტვირთე მეტი