უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
აშშ-ის ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი ასრულებს თავის მისიას და მომავალი ორი წლის განმავლობაში ვაშინგტონში საგარეო პოლიტიკის უფროსი მრჩევლის მოვალეობას შეასრულებს. რადიო თავისუფლებისთვის ელჩის სტატუსით მიცემულ ბოლო ინტერვიუში ამბობს, რომ საუკეთესო რამ, რაც საქართველოზე გაახსენდება, არის ხალხი.
გასულ კვირაში, "ევროპის ფონდის" მოწვევით, თბილისს სტუმრობდა ეკვადორელი დიპლომატი ლუის გალეგოსი - წარსულში შშმ პირების უფლებების შესახებ კონვენციის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. მან საქართველოში შშმ პირების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა, რომლის შემდეგაც არის ჩაწერილი ეს ინტერვიუ:
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თვლის, რომ საქართველომ ხელიდან არ უნდა გაუშვას ევროინტეგრაციის გზაზე არსებული მომენტი და შეასრულოს 12 პრიორიტეტი - "გვიანია, მაგრამ არ არის ძალიან დაგვიანებული", განაცხადა მან 5-6 ივნისს თბილისში ვიზიტისას:
ახლო წარსულში სომხეთის პარლამენტის წევრი, დღეს კი პოლიტიკის ანალიტიკოსი - მიკაელ ზოლიანი, რომელიც კვლავაც ნიკოლ ფაშინიანის გულშემატკივრად რჩება, ლაპარაკობს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის აუცილებელ ფაქტორებზე, სომხეთის ხელისუფლების მთავარ დილემებზე, შესაძლო "კოშმარულ" სცენარსა და საქართველოს როლზე.
ოფერ ფრიდმანი, ლონდონის კინგს კოლეჯის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრს (KCSC) ხელმძღვანელობს. ის თბილისს სტუმრობდა, ევროკავშირის პროექტის - "უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში. რადიო თავისუფლება მას ჰიბრიდულ ომსა და მედეგობის განმსაზღვრელ ფაქტორებზე ესაუბრა:
ტოდ. დ. რობინსონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ანტინარკოტიკულ და სამართალდაცვის საკითხებში 6-8 მარტს სტუმრობდა თბილისს. აქ გამართულ შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ე.წ. „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და მის მიმართ აშშ-ის მთავრობის დამოკიდებულება იყო:
"მე რომ გარეთ ვიყო, არც ავდგებოდი ეთერიდან და არც აგენტად გამოვაცხადებდი ჩემს თავს. რაც უნდათ, ის ექნათ. დამაჯარიმებდნენ - არ გადავიხდიდი. ღირსების შემლახავია ეს კანონი და ღირსება კიდევ აღუდგენელია" - ნიკა გვარამიას პასუხები რადიო თავისუფლებამ წერილობით მიიღო.
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი წლებია აქტიურად მუშაობს შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შექმნისა და საკითხის საკანონმდებლო მხარდაჭერაზე. თბილისში ვიზიტისას, საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების გარდა, შეხვედრების თემა სწორედ შავი ზღვის რეგიონული კონტექსტი და მასში საქართველოს როლი იყო.
ჩარლზ ვაიტეკი, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) რეგიონული დირექტორი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ხაზს უსვამს ცე ჰეპატიტის პროგრამის იმგვარად დახვეწის აუცილებლობას, რომ შესაძლებელი გახდეს მეტი ინფიცირებულის გამოვლენა და მკურნალობაში ჩართვა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლაპარაკობს საქართველოსთვის უპირატეს გამოწვევებზე და „როგორც საქართველოს მეგობარი“, ურჩევს საქართველოს საზოგადოებას რუსეთს აჩვენონ არა შიში, არამედ თვითდაჯერება.
"საქართველოს, რომელიც ასხივებს სისუსტეს და შიშს, შეუძლია გაათამამოს პუტინი. საქართველო უნდა ასხივებდეს - და ამისი საფუძველიც უნდა ჰქონდეს - თვითდაჯერებას. მან პუტინს მკაფიოდ უნდა დაანახოს, რომ საქართველო არ იქნება ადვილი სამიზნე" - აცხადებს დენიელ ფრიდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინა ვასკუნლაჰტიმ, რომელიც თბილისს სტუმრობდა, საქართველოს ერთი რჩევა გაუზიარა: "არასდროს შეეცადოთ ევროკომისიისთვის გვერდის ავლას. ასე ვერ მიაღწევთ წარმატებას. ყოველთვის გამოგიჭერენ". ინტერვიუს ძირითადი თემა არის ფინეთის გზა ნეიტრალიტეტიდან ნატომდე.
ირინა ოსტროვსკაია 20 წელია ორგანიზაცია "მემორიალის" წევრია. თბილისში გასულ კვირაში რამდენიმე დღით ჩამოვიდა "სოვლაბთან" ერთად გამოფენა "მამის წერილების" მოსაწყობად. ინტერვიუ ჩაწერილია ერთი დღით ადრე, ვიდრე კრემლის მიერ ლიკვიდირებული "მემორიალი" მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდებოდა:
მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი მასიმო დ’ანჯელო ბოლო კვირაში რამდენჯერმე შეხვდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს და მისი მდგომარეობის ყოველდღიურ გაუარესებაზე ლაპარაკობს. ამერიკელ ადვოკატს რადიო თავისუფლება საქართველოდან გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, 5 ოქტომბერს ესაუბრა.
ედვარდ ჩოუ, ვაშინტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) უფროსი მკვლევარი კრიტიკულად აფასებს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ენერგოსანქციების სტრატეგიას და თვლის, რომ ის არაეფექტიანია. ედვარდ ჩოუს აზრით, ეფექტის მოტანა შეეძლო რუსეთის ნავთობის იმპორტზე ტარიფის დაწესებას.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თვლის, რომ დღევანდელ მსოფლიოში შეუძლებელია ორმხრივი თამაში. ის ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა საქართველოში და მონაწილეობა მიიღო თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში. ფოტიგა რადიო თავისუფლებას უზიარებს მოსაზრებებს უკრაინაში მიმდინარე ომით შეცვლილ მსოფლიოსა და საქართველოზე.
ჩამოტვირთე მეტი