უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის უფლებების, მათ შორის - გამოხატვის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს ნათია კაციტაძე, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელი დირექტორი "დილის საუბრებში".
სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო სექტორის დაფინანსების რისკებსა და გამოწვევებზე ლაპარაკობს ქეთევან ვაშაკიძე, "ევროპის ფონდის" პრეზიდენტი.
"არც ერთი წუთით არ უნდა შეწყდეს ზეწოლა და გაპროტესტება იმისა, რასაც რუსეთი აკეთებს. მათი თვისება ასეთია - რაზეც წაუყრუებ, ორი იმდენს გაგიკეთებს", - ამბობს "დილის საუბრებში" ზურაბ ბენდიანიშვილი, თავმჯდომარე "კოალიციისა დევნილთა უფლებებისთვის".
"ყველა ძირითადი პარამეტრი, რომელიც უზრუნველყოფს უცხოური ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში, არის გაუარესებული", - ამბობს "დილის საუბრებში" პაატა ბაირახტარი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცეპრეზიდენტი.
"რა იყო აქ საერთაშორისო ექსპერტების მიერ გამოსაძიებელი? კადრებში კარგად ჩანს როგორ ესხმის თავს გენერალურ აუდიტორს ყოფილი მთავარი პროკურორი", - ეკა ქობესაშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი "დილის საუბრებში" ლაპარაკობს ლაშა თორდიას ცემის საქმეზე.
"რას წარმოადგენს ეს მთავრობა, ან რას შეიძლება წარმოადგენდეს ის, გამოჩნდება ახლა - როგორ მოიქცევა ის", - ამბობს ლევან ცუცქირიძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინის ფონზე.
არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ პარლამენტის სპიკერის განცხადებებს, რომლებიც მან 2 ნოემბერს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და შეეხებოდა: კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევის განზრახვასა და საკონსტიტუციო სასამართლოს ჩარჩოებში მოქცევას.
"პოლიტიკური სისტემა ან საზოგადოება რამდენად თავისუფალია, რომ მას ჰყავდეს თავისუფალი მედია?", - ასე სვამს კითხვას შორენა ლორთქიფანიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, რომელიც 2 ნოემბერს კონფლიქტოლოგ თინათინ ასათიანთან ერთად სტუმრობდა "დილის საუბრებს".
"როდესაც პატარა ბაზარი ხარ, ისედაც ბევრი სირთულეებით - ოკუპაცია, მეზობლების კონფლიქტი, გაცილებით მეტი სიფრთხილე გვმართებს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას", - ამბობს გია ჯანდიერი "დილის საუბრებში".
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები - მალხაზ მაჩალიკაშვილი და აიზა მარგოშვილი სასამართლოს გზით ცდილობენ დაიცვან თავიანთი შვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია.
"27 წელი გავიდა, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო გავხდით და მუდმივად იმაზე, საუბარი, რომ ტრანზიტულ პერიოდში ვართ და ახალფეხადგმული დემოკრატია ვართ, არსად მიგვიყვანს", - ამბობს კორნელი კაკაჩია, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი.
30 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალექსანდრე კუხიანიძე, თსუ-ს პროფესორი. მან ილაპარაკა 28 ოქტომბრის შემდგომ პოლიტიკურ რეალობაზე და იმ გამოწვევებზე, რაც არჩევნების პირველმა ტურმა შექმნა.
პოლიტოლოგი ზვიად აბაშიძე თვლის, რომ ქართველი პოლიტიკოსებს ნაკლებად აინტერესებთ რა სურს ამომრჩეველს. მისი შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური ელიტის კვალიფიკაცია არც თუ მაღალია.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე დიდი შემოსავალი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო - 4 მილიონ 145 ათას ლარზე მეტი.
ირმა პავლიაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს საპრეზიდენტო არჩევნების გამორჩეულობაზე დარღვევების მიხედვით. პირველ რიგში, ის გამოყოფს ხელისუფლების რიტორიკას სადაკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ.
დევიდ კრამერი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში კორუფციის პრობლემაზეც ლაპარაკობს და აღნიშნავს, რომ კორუფციაში ბრალდებების გამოძიებას ხელისუფლება სერიოზულად უნდა მიუდგეს და ამის ნაცვლად ავტორიტეტიანი არასამთავრობო ორგანიზაციების დადანაშაულება ფაშიზმში კონტრპროდუქტიულია.
მიხეილ ბენიძე თვლის, რომ ამ არჩევნებისწინა პერიოდს სხვა არჩევნებისგან მკვეთრად გამოარჩევს ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა.
„ნატოსა და ევროკავშირის პასუხისმგებლობაა აჩვენონ საქართველოს პროგრესი და ის, რომ საქართველოსთვის არის გვირაბის ბოლოს სინათლე, რომელიც არ იქნება მათკენ მომავალი მატარებლის შუქი“, - ამბობს დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი.
23 ოქტომბერს რადიო თავისუფლების წინასაარჩევნო ციკლის სტუმარი იყო სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატი, N 48.
23 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თინა გოგოლაძე, "მედიის განვითარების ფონდის" (MDF) მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი.
ჩამოტვირთე მეტი