უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
ქართული პრესა მიმდინარე საარჩევნო კამპანიის შეფასებას იძლევა.
„ვინ არის მთავარი - რატომ აწერს ასოცირებას ხელს პრემიერი და არა პრეზიდენტი?!“ - ასეთი გრძელი სათაური აქვს „რეზონანსის“ სტატიას, რომელშიც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმომწერის ვინაობაზე კონსტიტუციონალისტთა მოსაზრებებს გაეცნობით.
დღევანდელი პრესა ფარული მოსმენა-თვალთვალისა და ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიერ ფარული ჩანაწერების გავრცელების თემებზე წერს. „რეზონანსის“ სტატიის სათაურია „ისმინება“.
დავით კოდუას ცემის ფაქტმა დამატებითი ბიძგი მისცა პრესაში სამართლიანობის აღდგენაზე მიმდინარე დისკუსიას. „რეზონანსში“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან ინტერვიუ ქვეყნდება.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო ვნებათაღელვა გრძელდება, რაც პრესაშიც აისახება. „რეზონანსი“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.
„რეზონანსი“ წერს, რომ „ზუსტად 2 დღეში ახალგორის მიმართულებით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარზე გადაადგილებისთვის საჭირო საბუთი - ფორმა 9 - ძალას კარგავს და მოქმედებაში ახალი საბუთი - საშვი - შედის, თუმცა ეს უკანასკნელი დაბის მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს ამ დრომდე არა აქვს.
დღევანდელი პრესა შეეცადა მეტი გაეგო საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას, საბერძნეთში დაკავების შესახებ. „ალია“ წერს, რომ დათა ახალაია საბრძნეთში შედიოდა თურქეთიდან ყალბი საბუთებით და შეჰქონდა დიდი ოდენობით ფული.
ვითარება უკრაინაში და საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კვლავაც პრესის მთავარ თემებად რჩება. „რეზონანსი“ უკრაინაში მოქმედების გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესების ალბათობაზე პოლიტოლოგებს ეკითხება.
„თუ ჩვენ შეცდომებს არ დავუშვებთ, ვერანაირი ძალა ვერ მოგვიგებს“, - განუცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა გაზეთ „ახალ თაობას“.
უკრაინაში მოვლენების მიმდინარეობა, სავარაუდო შედეგები საქართველოსთვის, აქვს თუ არა ანგარიშგასაწევი პოლიტიკური საყრდენი რუსეთს საქართველოში - დღევანდელ პრესაში ამ თემებზე არაერთ მოსაზრებას გაეცნობით.
პრესის ყურადღების ქვეშ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე შექმნილი პოლიტიკური გარემო, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა მიმართ სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე მორატორიუმი.
გაზეთ „პრემიერში“ დღეს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე ლაპარაკობს და რუსეთის მიმართ, მისი აზრით, არასათანადოდ მძაფრი და მკაცრი პოლიტიკის განუხორციელებლობის გამო აკრიტიკებს როგორც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, ასევე დასავლეთს.
დღევანდელი ქართული პრესა ცდილობს გააანალიზოს უკრაინაში შექმნილი ვითარება და ის, თუ რა მოელის საქართველოს რუსეთის მხრიდან. „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ამბობს: „დღეს ისეთი სიტუაციაა, ყირიმისა და უკრაინის გამო მესამე მსოფლიო ომს ვერავინ დაიწყებს.
უკრაინის კრიზისი, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და რუსეთისგან საფრთხის ზრდის ურთიერთმიმართებაა „რეზონანსის“ მთავარი სტატიის თემა. ავტორი რუსეთის შესაძლო განზრახვების შესახებ სხვადასხვა ექსპერტს ეკითხება. ერთ-ერთი, ვახტანგ მაისაია, ამბობს.
„რეზონანსი“ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას აშუქებს სტატიაში, სათაურით „“მაპ“-ის საკითხი ივნისში ნატოს მინისტერიალზე გადაწყდება“. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მრავალი საქებარი სიტყვა მოისმინა.
„რეზონანსის“ პირველ გვერდზე სათაურია - „“მაპ“-ის მიღების შემთხვევაში, რუსეთისგან მეტი საფრთხე გველის“. სტატიის შესავალში ავტორი „პოლიტოლოგებზე“ დაყრდნობით წერს, რომ „მაპ“-ის მიღების შემთხვევაში საქართველო რუსეთის მხრიდან უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
დღევანდელი პრესა დაწვრილებით აშუქებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრების მიერ 26 მარტს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნათქვამის პასუხად გამართულ პრესკონფერენციას. „ალია“ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის საქმეს კიდევ ერთ პუბლიკაციას უძღვნის - ეს არის ინტერვიუ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძესთან.
პრესაში კვლავაც იხილება ხელისუფლებაში უთანხმოების საკითხი, ანუ რაზე ვერ თანხმდებიან, მაგალითად, პრეზიდენტი და მთავრობა, ანდა რატომ თქვა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილზე ის, რაც თქვა და ა.შ.
ინტერნეტში ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამების ამსახველი მასალის გავრცელებაზე რეაგირება დღევანდელი პრესის დიდმა ნაწილმა ვერ მოასწრო. ეს ამბავი, სავარაუდოდ, ხვალინდელ გაზეთებში იქნება დეტალურად განხილული.
ყირიმი ერთ-ერთ წამყვან თემად რჩება ქართულ პრესაში. „რეზონანსში“ ქვეყნდება სტატია, სათაურით „დასავლეთს რუსეთთან ომი არ სურს“. სამხედრო ექსპერტ თემურ ჩაჩანიძეს გაზეთისთვის უთქვამს.
ჩამოტვირთე მეტი