უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
დღევანდელი პრესა "უმაღლესი განათლების კანონში" ცვლილებების თემაზე წერს. "რეზონანსი": "თსუ-ზე კონტროლის შენარჩუნების "ნაციონალური გეგმა". ავტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გადადგომასა და იქ რექტორის არჩევნების დანიშვნაზე წერს.
12 ივნისს „გაეროს ბავშვთა ფონდის“, „იუნისეფის“ ორგანიზებით თბილისში ჩატარდა კონფერენცია, რომელიც ადრეული ასაკის ბავშვების სიცოცხლისა და განვითარების საკითხებს მიეძღვნა.
12 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
10 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გია გვილავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტის მენეჯერი.
"ტრაგედია ჰელმანდში. თბილისში რადიკალური ისლამის საფრთხეზე ალაპარაკდნენ" - ამ სათაურით სტატიას "რეზონანსი" აქვეყნებს. ავტორი წერს, რომ "გუშინდელმა ტრაგედიამ საქართველოში კიდევ უფრო გააძლიერა ის ძალები, რომლებიც ავღანეთიდან ქართული ჯარის გამოყვანას მოითხოვენ.
6 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი.
"რეზონანსს" ინტერვიუ მისცა საქართველოში ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა. დიპლომატი აცხადებს: "ისრაელი და საქართველო პატარა ქვეყნები არიან, მცირე ეკონომიკით. ისინი არ არიან არც "დიდი რვიანის" და არც "დიდი ოცეულის" წევრები.
4 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო ლომჯარია, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი.
ჟურნალი „ლიბერალი“ დღეს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. მინისტრი ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის არეალში მიმდინარე პროცესზე ლაპარაკობს: „სიმართლე რომ ვთქვათ, ახალი და მოულოდნელი არაფერი ხდება.
რა მიზანს ემსახურება რუსეთის მიერ ახალი მავთულხლართების გაბმა და ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა? ვითარების გამწვავების რა რისკები არსებობს, რისი გაკეთება შეუძლია პასუხად საქართველოს და რა ფაქტორი დააბალანსებს შექმნილ ვითარებას?
29 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლელა გულედანი, დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიციის ხელმძღვანელი.
"საქართველოს ტერიტორიებს კვლავ ართმევენ" - "რეზონანსი" ეხმაურება ამ სტატიით რუსი სამხედროების მიერ დიცსა და დვანთან ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის ფაქტს. გაზეთისთვის საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკის უთქვამს: "ამაზე მწვავე სიტუაცია არ არსებობს.
27 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ: ჟურნალისტი ნესტან ნიჟარაძე და ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი.
"სალომე ზურაბიშვილი დუმილს არღვევს" - ამ სათაურით "ვერსიაში" ქვეყნდება ინტერვიუ ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან. ზურაბიშვილი აცხადებს: "ქვეყანას დღეს არ სჭირდება ადამიანი, რომელიც მხოლოდ იმიტომ გაიმარჯვებს, რომ მმართველ გუნდს წარმოადგენს და სხვა კრიტერიუმები, გარდა პრემიერის ფავორიტობისა, არ გააჩნია".
23 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო იურისტი თამარ გურჩიანი.
დღევანდელი პრესა ცდილობს მკითხველს მიაწოდოს ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების ის დეტალები, რაც გუშინ არ გახმაურებულა.
რადიო თავისუფლების სტუმარი იყო სახალხო დამცველთან არსებული ”ტოლერანტობის ცენტრის” ხელმძღვანელი.
დღევანდელი პრესა ბევრს წერს 17 მაისის ამბებზე. ჟურნალ ”ლიბერალის” მთავარი თემაც ეს არის. გამოცემის გარეკანზე მოვლენის ამსახველი კადრია და სათაური - ”გამოცხადებული 17 მაისის ქრონიკა”. ”ლიბერალის” პოლიტიკის განყოფილების რედაქტორი წერს: ”შეიძლება ვიკამათოთ, უნდა აღნიშნულიყო თუ არა ეს დღე აუცილებლად რუსთაველზე.
17 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თამარ გაბისონია, ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი.
ჩამოტვირთე მეტი