რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
ისრაელის პოლიცია ხელოვნური განაყოფიერებისთვის განკუთვნილი დაავადებული ემბრიონების საქმეს იძიებს. ემბრიონები, რომლებიც გენეტიკურ დეფექტს შეიცავდნენ, ისრაელში საქართველოდან შეიტანეს. საქართველოში მოქმედი სუროგაციისა და დონაციის სააგენტოების მომსახურებით, უმეტესად, უცხოელი წყვილები სარგებლობენ.
სახალხო დამცველი ამბობს, რომ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმეზე არ არის ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ნაწილის ჩატარებაც, დღეს უკვე უპერსპექტივო ან მნიშვნელოვნად გართულებულია.
ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრის სახელზე წერილის დასატოვებლად მისულ ონკოპაციენტებსა და მათ ახლობლებს, 12 მარტს ჯანდაცვის ახლად დანიშნული მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე შეხვდა.
ეკა კვირკველია, ექიმი რეზიდენტი და რეპროდუქტოლოგი, რომელიც სოციალურ ქსელებში სქესობრივი განათლების შესახებ ვლოგებს წერს, ამბობს, რომ კიბერბულინგისა და სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. 5 მარტს მან საჩივრით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას.
ინტიმური შინაარსის ფოტოს და ვიდეოს გავრცელების მუქარისა და შანტაჟის 200-მდე საქმეს დღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.
2023 წლის დეკემბრის ბოლოს შშმ ბავშვთა მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ მთავრობამ პროგრამაში, რომელიც მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ცვლილებები შეიტანა. ისინი შიშობენ, რომ ახალი მოდელი მათი შვილების მდგომარეობას დაამძიმებს.
ბლოკით ნაშენები ორსართულიანი სახლის ეზოში, რკინის ჭიშკრის დახურვას ცდილობს პატარა ბიჭი, ხუთი-ექვსი წლის. ჯერ ერთ კარს აჯახუნებს, მერე მეორეს. კაცი უჯავრდება, ქურთუკზე ექაჩება, გვერდით სწევს და ისევ აღებს ნაცრისფერ ჭიშკარს.
საქართველოში ექთნების დეფიციტი რომ იყო, ეს ჯერ კიდევ კოვიდპანდემიის პერიოდში გამოჩნდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ, აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა, ექთნების დეფიციტი კონკრეტულ რიცხვებში ასახა.
დღის ბოლოა. მგონი, საქმეს მორჩი. ტელეფონს დასატენად აერთებ და შენც იქვე, კუთხეში, ტახტზე ჯდები. ახლა „სქროლვაც“ შეიძლება - ზოგი როგორც ამბობს, ტვინის გადართვა, დასვენება, არაფერზე ფიქრი, უბრალოდ, მონოტონური „სქროლვა“.
დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში არასრულწლოვანმა იმშობიარა. გოგოს გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა.
რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ დახურულ ფეისბუკჯგუფში, რომელსაც 10 ათასამდე წევრი ჰყავს, დავპოსტე - სტატიის მომზადებას ვფიქრობ უშვილობასთან ბრძოლის ხარჯებზე და თუკი დალაპარაკების სურვილი გექნებათ, იქნებ მომწეროთ-მეთქი.
50 წლამდე ქალს გამოძიება მცირეწლოვანი შვილის გაუპატიურების ხელშეწყობას ედავება. ქალი 25 იანვარს დააკავა გამოძიებამ და ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ამ ბრალდებით დედაა დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-137-ე მუხლით მიმდინარეობს.
23 იანვარს, დილით, 11 საათზე, კეკელიძის ქუჩაზე, მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსასახლებლად რომ გამოჩნდა აღსრულების პოლიცია, ყინავდა. „ყინავდა“ - მხოლოდ სიტყვის მასალა არ არის. თბილისში იმ დილით მინუს ერთი იყო და თავგამოდებით თოვდა.
მძიმე დანაშაულებში, მათ შორის, ფემიციდის საქმეებში ბრალდებული პირებისთვის მაქსიმალური სასჯელის, უვადო პატიმრობის თავის არიდების ერთ-ერთი გზა შეზღუდული შერაცხადობის დადგენაა.
აიძულეს თუ არა 13 წლის აითაჯი დედამ და ბიძამ, რომ თანხმობა ეთქვა 27 წლის კაცთან ნიშნობაზე? დამალეს თუ არა აითაჯის დედამ და ბიძამ დანაშაული, როდესაც 27 წლის კაცმა ბავშვი იძულებით წაიყვანა სახლში? - რუსთავის საქალაქო სასამართლო ახლა სწორედ ამ კითხვებზე ეძებს პასუხს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 2023 წლის შემოდგომაზე მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედისა და ბიძის, ეგანა მაგარამოვასა და ნადიკ მაგარამოვის საქმის განხილვა. 17 იანვარს სხდომათა დარბაზში ბრალდების სამი მოწმე, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი, აითაჯის კლასელები გამოიკითხნენ.
ჩამოტვირთე მეტი