რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
გურიაში, სადაც რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს და დიდთოვლობის გამო სოფლები გარესამყაროსაა მოწყვეტილი, თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან მოხალისე-მაშველები მიდიან.
ჩოხატაურის რაიონში, სოფელ ზემობანში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. დიდთოვლობის გამო ისინი სახლების დატოვებას და უსაფრთხო ადგილას გადასვლას ვერ ახერხებენ.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ აბანოთუბანში, ლეღვთახევის ხეობაში ქვათაცვენა იყო დაწყებული და ამიტომ დამონტაჟდა მდინარეზე ბეტონის ხიმინჯები. საფარი დროებითია და უსაფრთხო გარემოს შექმნის შემდეგ პლატფორმა დაიშლება.
ბოლო დღეებია, საპროტესტო აქციებზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ გამო, ყოველდღიურად, ათობით ადამიანს მისდის საჯარიმო ქვითარი.
სხვა მოქალაქეების, მაგალითად, ექიმების, მასწავლებლების, არქიტექტორების, მუსიკოსებისა თუ მსახიობების მსგავსად, საჯარიმო ოქმები საპროტესტო აქციაზე "გზის ხელოვნურად გადაკეტვის" გამო, ჟურნალისტებსაც მისდით. ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ უკვე დააჯარიმა 5000 ლარით.
23 წლის სუროგატი დედა, ანასტასია, რომელთან ინტერვიუც რამდენიმე დღის წინ ჩაწერა რადიო თავისუფლებამ, 14 თებერვალს კვლავ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მას რეპროდუქციული მედიცინის კლინიკის, Kinderly Georgia-ს წარმომადგენლებმა მიაკითხეს სახლში, სადაც ის მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს და დაემუქრნენ.
ანასტასია თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, 4 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს. 23 წლის სუროგატი დედა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უკვე რამდენიმე დღეა სააგენტოს მისთვის აღარც დღიური თანხა ჩაურიცხავს და ახლა საჭმლის ფულიც არ აქვს.
23 წლის ანასტასია ყაზახეთიდან საქართველოში სუროგატი დედის სტატუსით ჩამოვიდა. ბავშვი ჩინელი წყვილისთვის 31 იანვარს გააჩინა და ამბობს, რომ მას შემდეგ ელის იმ ჰონორარის ჩარიცხვას, რომელსაც რეპროდუქციული მედიცინის კლინიკა „კინდერლი ჯორჯია“ დაჰპირდა.
29 წლის ნარას ტაილანდში 6 წლის შვილი ელოდება. სახლში დასაბრუნებელი ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს, 8 თებერვალს, გამთენიისას მიფრინავს. საქართველოში ხუთი თვის წინ ჩამოვიდა. მისმა ოჯახმა არ იცის, რომ ის სუროგატ დედობას გეგმავდა. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, მან დაორსულება ვერ შეძლო.
ტაილანდის პოლიციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში, მოტყუებით ჩაყვანილ ტაილანდელ ქალებს კვერცხუჯრედების სხვისთვის გადაცემას აიძულებდნენ და ამ საქმის გამოძიების გასაფართოებლად უკვე ინტერპოლს მიმართა. ეს განცხადება მან 5 თებერვალს გააკეთა.
საპატიმროში დღეს ორი ჟურნალისტი შიმშილობს. ქართველი ჟურნალისტი, ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი.
თამარაშვილის 15ა-ში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოსთან, უფრო კონკრეტულად კი მოქალაქეთა მისაღებთან, როგორც ყოველთვის, ხალხმრავლობაა.
„რიყის დოქების“ ტერიტორია, სადაც 25 იანვრის საღამოს 16 წლის იოსებ ადეიშვილი დაიღუპა, ისევ წითელი და ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული. თუმცა, ის ადგილი, საიდანაც ბიჭი, სავარაუდოდ, შენობაში მოხვდა და მიწითა და წყლით ამოვსებულ სივრცეში ჩავარდა, კვლავ ღიაა.
როგორ და კონკრეტულად სად ჩავარდა 16 წლის მოზარდი ტერიტორიაზე, რომელიც 14 ათასზე მეტ კვადრატულ მიწას და ზედ შენობა-ნაგებობებს მოიცავს? ამ კითხვაზე პასუხი იციან პოლიციამ და სამაშველო სამსახურის მყვინთავებმა, თუმცა დეტალებზე არ ლაპარაკობენ, არც - ბავშვის მეგობრები, რომლებსაც დახმარება თავად სჭირდებათ.
50 წლამდე ქალს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა არასრულწლოვანი, უსინათლო შვილის გაუპატიურების ხელშეწყობის გამო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ამ ბრალდებით დედა დააკავეს და დამნაშავედ ცნეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.
უკვე 17 დღეა, რაც 49 წლის ჟურნალისტი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დაკავებული მზია ამაღლობელი შიმშილობს.
გაამჟღავნა თუ არა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების ადგილსამყოფელი და ჰქონდა თუ არა მას იმის თქმის უფლება, რაც თქვა? ამ საკითხის შესწავლა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაიწყო.
„გამარჯობა, იცი, რაზე ვფიქრობ? ვინმეს გიკეთებიათ საქმე, ყველაზე მაგრად რაც გამოგდით, გინდ პროფესია დავარქვათ, გინდ გატაცება. მოკლედ, საქმე, რაც გისწორდება, იმას რომ აკეთებ და ყველაზე მაგრად რომ გამოგდის ეგ საქმე, ხომ მაგარია? აი, მასე ვარ მეც“...
„მეგობრებო, გაიტაცეს რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია უცნობმა პირებმა მეტრო რუსთაველიდან, ჩატენეს მანქანაში“... ეს პოსტი სოციალურ ქსელში 18 იანვრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე, აქციის დასრულების შემდეგ გავრცელდა.
ორთაჭალაში, ნიკოლოზ ჩხეიძის 17 ნომერში, აფეთქების ხმა 14 იანვარს, ღამის პირველის ათი წუთისთვის გაისმა. 9-სართულიანი კორპუსი, ყოფილი სამხედრო სასტუმრო, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 107 ოჯახი ცხოვრობს, ძლიერმა აფეთქებამ შეაზანზარა.
ჩამოტვირთე მეტი