რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
პირველი ივნისიდან იხსნება ყველა ტიპის მაღაზია და სავაჭრო მოლი, მათ შორის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებიც.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია COVID19-ის წინააღმდეგ წამოწყებული „სოლიდარობის“ გამოკვლევიდან, რომლის მიზანიცაა ვირუსის მკურნალობისთვის ყველაზე ეფექტური პრეპარატის მოძიება, მედიკამენტ „პლაქვენილის“ გამოყენებას დროებით აჩერებს.
ვარკეთილის ზემო პლატოზე, მეორე მიკრორაიონში მდებარე „ანას ბაღის“ მცველები 23 მაისს, თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას გამართავენ სახელწოდებით „ადგილი მოუნაცვლე“.
47 წლის ლევანი თითქმის ორი თვე ელოდა იმ სტომატოლოგიური კლინიკის გახსნას, სადაც კბილების მკურნალობა მარტის დასაწყისში დაიწყო, თუმცა, COVID19-ის გავრცელების საშიშროების გამო, კლინიკა მალევე დაიხურა და იძულებული გახდა, მკურნალობის პროცესი შეეწყვიტა.
„23 მაისიდან რა ხდება, მანქანებში სამკაციანი შეზღუდვა უქმდება თუ რჩება?“, „მძღოლის გვერდით ჯდომა ისევ გვეკრძალება?“, „საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რას ამბობენ, 23 მაისიდან აღდგება?“
2020 წლის 20 მაისს სკოლა 2002 წელს დაბადებულებმა დაამთავრეს. რიცხვების ეს განსაკუთრებული განლაგება არაფერ შუაშია, ყველაფერი პანდემიის ბრალია. არ ყოფილა არც ბოლო ზარი, არც თეთრი პერანგები, არც ფერადი ფლომასტერებით გაკეთებული წარწერები
მომდევნო ორ-სამ დღეში, ანუ 23 მაისამდე, პარლამენტმა უნდა განიხილოს და შემდეგ მხარი დაუჭიროს ცვლილებათა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, აღმასრულებელ ორგანოს უფლება ექნება, პარლამენტის თანხმობის გარეშე შეზღუდოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.
ცნობები იმის შესახებ, რომ COVID19-ით ინფიცირებული ბავშვების მცირე ნაწილს, იშვიათი, „მისტიკური სინდრომი“ გამოუვლინდათ, უცხოურ მედიაში ჯერ კიდევ აპრილის შუა რიცხვებში გამოჩნდა.
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება/გავრცელებასა და ტრეფიკინგში ბრალდებულ 9 პირთან საქართველოს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
4 თვის ბარბარე აბოვიანის ოჯახში დაბრუნების მოთხოვნით, მისმა მშობლებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ცენტრთან.
ღამის ცვლის მორიგე იყო სტელა, ცნობა რომ მივიდა მეტროში, დილით მგზავრები აღარ შემოუშვათ, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდებაო.
4 თვის ბარბარე, თბილისის რეფერალური ჰოსპიტლიდან სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში, სოციალურმა მუშაკმა 8 მაისს გადაიყვანა.
საქართველო COVID 19-ის წინააღმდეგ გლობალურ გამოკვლევაში, სავარაუდოდ, ახლო მომავალში ჩაერთვება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ „სოლიდარობის“ გამოკვლევებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველომ ორი დღის წინ გაგზავნა საბოლოო დოკუმენტები.
კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება, თუმცა, ის ყბადაღებული წინადადება „ამიერიდან, ჩვენ ამ ვირუსთან თანაცხოვრება მოგვიწევს“, ძალაში რჩება და მეტიც, ძალასაც იკრებს.
კორონავირუსის მართვის ორთვიან პროცესში, 6 მაისს პირველად დაფიქსირდა, როდესაც საქართველოში გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ თითქმის ხუთჯერ გადაუსწრო ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას.
დაანონსებულ ვადაზე ერთი კვირით ადრე, 5 მაისიდან განაახლეს საქმიანობა სამშენებლო კომპანიებმა და სამშენებლო მასალების მწარმოებლებმა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 72 მედპერსონალია ინფიცირებული. ინფიცირებულები არიან როგორც კლინიკის ექიმები, ისე მედდები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები.
იმ დილით, როგორც ყოველთვის, ერთი ჭიქა ყავა დალია, ჩაეხუტა შვილს, დაემშვიდობა ცოლს და სამსახურში წავიდა. 29 წლის ვეფხია სახლში აღარ დაბრუნებულა.
თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის მეოთხე სართულზე, პალატაში ნომრით 439, 44 წლის თამარ სახელაშვილმა 15 დღე გაატარა. 20 აპრილს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული თამარი, ექიმებმა სახლში ტაშით გააცილეს.
ჩამოტვირთე მეტი