რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, ამ ეტაპზე, სხვადასხვა ქვეყანაში მგზავრობის გაუქმების აუცილებლობა არ დგას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, არ არის აუცილებელი სამოგზაურო გეგმების შეცვლა. მთავარია, მოგზაურობისას დაიცვათ ჰიგიენის ნორმები.
21 თებერვალს, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა, გერგეთის ქუჩაზე, თამილა ქიმუცაძის სახლი სხვა სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლებთან ერთად დაანგრიეს.
მისი მაღვიძარა დილის 7:30-ზე რეკავს. 8:25-ზე სახლის კარი უკვე ჩაკეტილი და ლიფტი გამოძახებული უნდა იყოს. მაქსიმუმ 8:31-ზე - მანქანა დაქოქილი. ხუთი წუთიც რომ გადააცილოს, სამსახურში, სულ ცოტა, 7-8 წუთით დააგვიანებს.
6 თებერვალს, თბილისში, ისნის რაიონში მოკლული 33 წლის ინდოეთის მოქალაქის ცოლი, რიფატ აჰმადი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი ქმრის მკვლელობა რასობრივ ნიადაგზეა ჩადენილი.
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ მომზადებული ცვლილებების კანონპროექტზე პასუხი, საქართველოს სახალხო დამცველმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისგან (ოდირისგან) 5 თებერვალს მიიღო.
28 წლის ნარგიზა გველესიანი, ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად, 3 თებერვლის ღამეს, ბაღდათში, ხის ძველ სახლში დაიწვა. მათთან ერთად დაიწვა ოჯახის ახლობელი ქალიც. როგორც მეზობლები ამბობენ, ხის სახლს ცეცხლი ისეთი სისწრაფით მოედო, რომ მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან მათი გამოყვანა ვეღარ მოასწრეს.
ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცემა, People’s Daily, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ექიმებისა და ექთნების ფოტოებს. როგორც გამოცემა ფოტოების აღწერაში მიუთითებს, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ, მედიკოსებმა ცოტა ხნით მოიხსნეს სპეციალური ნიღბები.
ჩინეთიდან წამოსული ახალი სახეობის კორონავირუსის 2019-nCoV-ის გავრცელებასთან ერთად, საქართველოში და არა მარტო საქართველოში, აზიის ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების მიმართ რასისტული, მტრული განწყობა სულ უფრო მატულობს.
„მოხარულები ვიქნებით, თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაცია მისწერს წერილს თურქეთის კლინიკას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას არანაირი წერილი არ მოუმზადებია ცოტნე გამსახურდიასთან კლინიკაში მნახველების შეშვებისა თუ არ შეშვების შესახებ“, - ამბობს ჯაბა კვარაცხელია.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მაღაზიათა ქსელ „სპარში“, კონსულტანტებზე თავდასხმის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. 30 დეკემბერს, კოსტავას გამზირზე, „სპარის“ ერთ-ერთ მაღაზიაში, გამთენიისას მომხდარ თავდასხმას 18 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
85 წლის გურამ გოგიაშვილი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ჟურნალისტია. ის დღემდე მუშაობს ყოველდღიურ გაზეთში, „საქართველოს რესპუბლიკაში“ და არც კი წარმოუდგენია ცხოვრება რედაქციაში მუშაობის გარეშე. ჟურნალისტური კარიერა გასული საუკუნის 50-იან წლებში, გაზეთ „კომუნისტში“ დაიწყო.
ტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს ვიდეოს, რომელიც 2014 წელს არის გადაღებული და სადაც ჩანს, თუ როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, ვახო იზორიას.
ამ დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები გრძელ რიგში დგანან ნაკურთხი წყლის ასაღებად, შედიან ზღვაში განსაბანად და ამავე მიზნით ჩადიან გაყინულ მდინარეშიც. ეს დღე 19 იანვარია - მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის 12 საეკლესიო დღესასწაულიდან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დღესასწაული - ნათლისღება.
15 წლის მოზარდი, რომელიც 20 იანვარს, საღამოს, თბილისში, ტელეფონის ქურდობის ფაქტზე დააკავეს, სამართალდამცავებმა ისე გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, რომ მისი ოჯახისათვის არ შეუტყობინებიათ.
„კითხვა დაუსვეს ძალადობის მსხვერპლ გოგონას: -„შენ თვითონ ჩაიხადე?“, - მინდოდა, ავმდგარიყავი და გავსულიყავი“, - ეს არის ნაწყვეტი ფსიქოლოგის ინტერვიუდან.
2019 წელს, 607 თანამდებობის პირიდან, ნახევარზე მეტმა დეკლარაცია არასწორად შეავსო.
მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე მხოლოდ 9 თვეა დარჩენილი, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, უფრო ზუსტად კი ნახევარზე მეტს (56%), არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიას დაუჭერდა მხარს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს.
სტელა ხალათიანი 13 წელია მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრში“ კონტროლიორად მუშაობს. მიწის ქვეშ მას თითო მორიგეობაზე 12 საათის გატარება უწევს. ჯიხური, საიდანაც ის ესკალატორს აკონტროლებს, ერთ კვადრატულზე ცოტა მეტია. მისი საქმიანობა მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ოთხ საათს გაგრძელდა ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული სამი პირის წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში მდებარე „ანას ბაღის“ სამეზობლო არ აპირებს პროტესტის შეწყვეტას. ისინი ამბობენ, რომ არ დაუშვებენ „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას. ადგილობრივების თქმით, აქციები გაგრძელდება.
ჩამოტვირთე მეტი