რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ 14 ნოემბერს, არ ჩავარდნილა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი და პარლამენტში მეორე მოსმენა უნდა გაიმართოს.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი 14 ნოემბერს არ ჩავარდნილა და პარლამენტში მეორე მოსმენა უნდა გაიმართოს.
„ბიბლიური საზოგადოების“ წევრი, 24 წლის ახალგაზრდა, სამტრედიის რაიონში, სოფელ მთისძირში, მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე, 12 ნოემბერს დაკრძალეს.
„დღეს ჩვენ ვიწყებთ კურორტ „წყალტუბოს“ მასშტაბური აღორძინების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხილვას“, - ნათია თურნავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ მიიწვია ხელისუფლების, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
წელიწადი და ოთხი თვე დაჰყო პოსტზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის პირველმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა.
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ გამგეობის წევრი, თამარ ჩხეიძე, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ 80-იანი წლების მიწურულს, თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიაში განვითარებული მოვლენების შესახებ ეროვნული მოძრაობის წევრებისთვის ცნობილი იყო.
რადიო თავისუფლება ესაუბრა თბილისში, რამდენიმე საათის წინ დაბრუნებულ მამა გიორგი სხილაძეს, საფრანგეთში მოღვაწე, „ემიგრაციული ეკლესიის“ მოძღვარს, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსს, ზოსიმე შიოშვილს, სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს.
ქუჩის არტისტმა BIIMO - მ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, 5 ნოემბერს, დილის 8 საათზე, საპატრიარქოს მიმდებარედ არსებულ სკვერში ჩვილების თაბაშირის თავები დააწყო. მდუმარე პერფორმანსი - „გახლეჩილი“, არტისტმა ეკლესიაში შესაძლო პედოფილიის შემთხვევებს მიუძღვნა.
„მე ვაპირებ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისთვის... ბრძოლას სიწმინდისათვის, სამართლიანობისათვის და მართლმადიდებლობისათვის“, - ასე უპასუხა მეუფე პეტრე ცაავამ ჟურნალისტების კითხვას მისი სამომავლო გეგმების შესახებ.
28 ოქტომბერს, ჰაკერული შეტევის შედეგად დაზიანებული საიტები აღდგენილია. ჰოსტინგ-კომპანიის, proservice.ge-ს ფინანსური დირექტორი, რევაზ ნატროშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ კომპანიაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შსს-ს წარმომადგენლები.
„მოგერიებით ვართ დაკავებული“, - ამ სამი სიტყვით შემოიფარგლა ჰოსტინგ-კომპანიის, serv.ge-ის ფინანსური დირექტორი. 28 ოქტომბრის დილას, კომპანიის სერვერზე კიბერთავდასხმის შედეგად, გაითიშა სერვერზე განთავსებული სამთავრობო, არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციების საიტები.
2020 წლის პირველი ივნისიდან, მთავრობის ინიციატივითა და „ბავშვთა კოდექსში“ შეტანილი ჩანაწერის თანახმად, ბავშვის მომვლელის (ძიძის) სტატუსი, ექვემდებარება ნებაყოფლობით სერტიფიცირებას.
"ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა" ანა დოლიძე, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, კამპანიის „12 ქალი ბარიკადებზე“ ერთ-ერთ სახედ დაასახელა.
გენერალური პროკურატურა განმარტებას აკეთებს, თუ რა მიზეზით უთხრა უარი სახალხო დამცველს, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს წევრის ილია ჯიშკარიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გაცნობაზე.
აღაიანში, 16 წლის დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამა, რომელსაც გამოძიება 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივ კავშირს ედავება, სასამართლომ წინასწარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.
„არასრულწლოვანი დედის მიერ მოკლული შვიდი თვის ჩვილის მამის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა“, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შსს-ში განუცხადეს.
ფატა, დიადემა, თეთრი, მოკლე კაბა, მაღალი ქუსლები, მაკიაჟი, მუქი პომადა... კაბრიოლეტი, მაღალი წინდები, მოკლე შორტები, მოკლე მაისური... შავი, მოკლე კაბა, დეკოლტე, გრძელი საყურე, მძიმე მაკიაჟი, მაღალი ქუსლი, თივის ზვინი...
15 ოქტომბერს გორის რაიონულმა სასამართლომ 75 წლის კაცს, რომელიც 5 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სექსუალურ ძალადობასა და ცემაში ბრალდებულმა საკრებულოს დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა, 9-დღიანი მკურნალობის შემდეგ, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალი“ 13 ოქტომბერს დატოვა. მკურნალობას ის ამჯერად სახლში აგრძელებს.
„ადამიანები, რომლებიც დღემდე ცდილობენ, ისევ და ისევ ქალის დისკრედიტაციის და გენდერული სტერეოტიპების გააქტიურების ფონზე, გადაფარონ ნამდვილი ტრაგედია, ქალის სიცოცხლის დასასრული, მედია უნებლიედ არ უნდა აღმოჩნდეს მათ მხარეს“.
ჩამოტვირთე მეტი