რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
“სამოქალაქო აქტივიზმმა უნდა გაიმარჯვოს”, - ამბობს თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე. მისი თქმით, სამოქალაქო აქტივიზმმა პოლიტიკური ძალების გაკონტროლება უნდა შეძლოს.
„თბილისი პრაიდი“ დაიწყო. პირველი ღონისძიება, სოციალური სპექტაკლი, სახელწოდებით „კავკასიური მეტამორფოზა“, ახალგაზრდა გეი ბიჭსა და მის მშობლებს ეძღვნება. სპექტაკლს საფუძვლად უდევს ფრანც კაფკას ცნობილი მოთხრობა „მეტამორფოზა“.
16 ივნისს, ვერის პარკში შეკრებილმა „ნამდვილმა მამაკაცებმა“ ბიზნესმენ ლევან ვასაძისგან, რომელიც პარკში თეთრი ტრადიციული სამოსითა და ხის ჯვრით გამოცხადდა, რამდენიმე ძირითადი გზავნილი მოისმინეს.
15 ივნისს, თავისუფლების მოედანზე გაიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გზავნილით - „ერთად დავიცვათ დავით გარეჯი“. აქციის რამდენიმე ასეულმა მონაწილემ, რომლებიც სხვადასხვა რეგიონიდან, თეთრი მიკროავტობუსებით იყვნენ ჩამოსულები, თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ ორი მთავარი გზავნილი მოისმინეს.
14 ივნისს, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე მოვლენებისას, ჰომოფობიურად განწყობილი კონტრაქციის მონაწილეების თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ ჟურნალისტები და უფლებადამცველები.
19-22 ივნისს თბილისი უმასპინძლებს 26-ე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც ამავდროულად, ასამბლეაში მონაწილე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელიცაა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პარტიის „ხალხის მსახურის“ სიის მეოთხე ნომრად, წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი დავით არახამია წარადგინა, იგივე დავიდ ბრაუნი.
შს სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1979 წელს დაბადებული ი. ბ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
2018 წლის 30 სექტემბერს, გამთენიისას, თბილისში, დიუმას ქუჩაზე მოკლული 25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის საქმის მეცხრე სხდომა საქალაქო სასამართლოს მეცამეტე დარბაზში 16:00 საათზე დაიწყო.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელში, რამდენიმე დღის წინ, 16 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. სამშობიარო ტკივილები სკოლაში, გაკვეთილზე დაეწყო. გოგო ირწმუნება, რომ ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა.
2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 18 წლის მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად 5 ივნისს წაუყენეს.
2017 წლის პირველ დეკემბერს, შუადღისას, 51-ე სკოლის მოსწავლეები, მეთერთმეტე კლასელები, ლევან დადუნაშვილი და ზაზა სარალიძე ქალაქის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაჭრეს.
სოფელ აღაიანში, 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის დედის ადვოკატებმა, საქმეში მონაწილე პირების მიერ გაუთქმელობის პირობის დადება მოითხოვეს.
„ნანა კოსტავამ უნდა დატოვოს ქუთაისის საკრებულო“ - აქცია ამ გზავნილით ქუთაისის მერიასთან 3 ივნისს, 17 საათზე გაიმართება.
„დატოვოს ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულო“ - სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 30 მაისს ამ გზავნილით გამართეს აქცია ქუთაისის მერიის წინ.
ბარსელონაში, მიტოვებულ სკოლაში შესახლებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ესპანეთისგან თავშესაფარს ითხოვენ, 29 მაისს გამოასახლეს.
შვიდი თვის ჩვილი სოფელ აღაიანის სასაფლაოზე 22 მაისს დაკრძალეს. ჩვილის დაკრძალვას არ დასწრებია 16 წლის დედა. დედას შსს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.
20 მაისს, სკოლის ბოლო ზარზე, 51-ე სკოლის უფროსკლასელებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
„ყველა ის გუნდი, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ხდება შეუთანხმებლად, არის განწირული მარცხისთვის“, - ეს სიტყვები ნიკა მელიას, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს მდივანს ეკუთვნის.
„მე აქ ვარ“ - ეს არის ლგბტქი თემის ციფრული კამპანია, რომელიც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 17 მაისს ეძღვნება.
ჩამოტვირთე მეტი