რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
25 წლის ვიტალის ოჯახის წევრები და მათი უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ 30 სექტემბრის გამთენიისას დიუმას ქუჩაზე მეგობრებთან ერთად ბარში მყოფი ვიტალი სიძულვილის ნიადაგზე მოკლეს.
მრავალფეროვანია ფრანკფურტში თავმოყრილი მწერლებისა თუ გამომცემლების ემოციები და სათქმელი.
ფრანკფურტი საქართველომ მოიცვა. ქართულმა ლიტერატურამ, ქართულმა წიგნმა, ქართულმა კულტურამ. 9 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს - საპატიო სტუმარი ქვეყნის - პავილიონი.
ეთნიკური ამომრჩევლების დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რას სთავაზობენ მათ პრეზიდენტობის კანდიდატები არჩევის შემთხვევაში. მათივე თქმით, სამწუხაროდ, რეგიონებში არ იმართება შედეგზე ორიენტირებული სამუშაო შეხვედრები და პოლიტიკური პროცესების მართვა ისევ „კლანების დონეზე მიმდინარეობს“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის განცხადებას.
წინასაარჩევნო კამპანიისას აღმოჩენილი დარღვევებზე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება შუალედურ ანგარიშში წერს.
საქართველოს პარლამენტი იწყებს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში დახურულ კარს მიღმა წარიმართა. შეხვედრის მთავარი აქცენტი კი დაისვა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე, შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და იმ საგამოძიებო პროცესზე, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, დანაშაულიდან ათი თვის თავზე, კვლავაც მიკერძოებული და არაეფექტიანია.
წელს ზუსტად ორი საუკუნე შესრულდა მას შემდეგ, რაც შვაბიიდან საქართველოში გერმანელი კოლონისტები ჩამოვიდნენ და ასურეთში გერმანული კოლონია ელიზაბეტტალი დააარსეს. გერმანელებმა ელიზაბეტტალში საუკუნეზე მეტხანს იცხოვრეს, გამართეს ინფრასტრუქტურა, ააშენეს უნიკალური სახლები, ეწეოდნენ მეღვინეობას.
წელს ზუსტად ორი საუკუნე შესრულდა მას შემდეგ, რაც შვაბიიდან საქართველოში გერმანელი კოლონისტები ჩამოვიდნენ და ასურეთში გერმანული კოლონია ელიზაბეტტალი დააარსეს.
კიკვიძის ბაღში გაიმართა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მხარდამჭერი აქცია. გია თვალავაძე სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ბრალდებას არ ეთანხმებიან დაკავებულის ახლობლები.
„ბავშვები ვერ სუნთქავენ“, - ამ გზავნილით გაიმართა აქცია დედა ენის ბაღში, რომლის მონაწილეებმაც თბილისში ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხის გამო შექმნილ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.
რეკორდული რაოდენობის მომხმარებელთა მიმართვიანობის გამო, იუსტიციის სახლში გართულებულია მომსახურების მიღება. მოქალაქეები დილიდან დგანან რიგში. როგორც იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა განუმარტა რადიო თავისუფლებას, 28 სექტემბერს იწურება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაციისა და ასევე, ტაქსით მომსახურებისათვის ნებრთვის გაცემის ვადა.
28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში სპეციალურად მოეწყო ღია სივრცე, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები შინაურ ცხოველებს ცოფის საწინააღმდეგოდ უფასო აცრას უტარებენ.
25 წლის წინ, 13 თვიანი ბრძოლის შემდეგ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ცხადია, რომ ეს ტრაგიკული მოვლენა, რომელმაც 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 300 ათასი დევნილად აქცია, იმ დღეებში და არა მხოლოდ იმ დღეებში, ბეჭდური მედიის ძირითადი თემა იყო.
დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება რომ ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, ამაზე კარგა ხანია ვთანხმდებით და ამის შესახებ უზენაეს კანონში, „საქართველოს კონსტიტუციაში“, ჩანაწერიცაა.
როდის შეისწავლის და შეისწავლის თუ არა სახელმწიფო აუდიტის სამსახური რესპუბლიკური საავადმყოფოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას, ამის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის. როგორც აუდიტის სამსახურში განუმარტეს რადიო თავისუფლებას „საპარტნიორო ფონდს“ სამსახურისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს.
რას ფიქრობენ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები განათლების სისტემაზე, სფეროზე, რომელიც, საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრით, ძირეულ ცვლილებას საჭიროებს, თუმცა, აგერ უკვე წლებია, იდეები, მოსაზრებები, საუბრები, დაწერილი სტრატეგიები ერთმანეთს ცვლის, მაგრამ განათლების სისტემა ისევ ისე, თითქოს უცვლელად, პრობლემების ბუდედ რჩება.
ჩამოტვირთე მეტი