რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაასახელეს 12 ივლისს, 10 საათზე. ამის შესახებ მან განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე. დღეს საღამოს მამუკა ბახტაძე მონაწილეობას მიიღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შეხვედრაში, სადაც განიხილება მთავრობის ახალი შემადგენლობის საკითხი.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის ცხედრები ხეობაში 6, 7 და 8 ივლისს იპოვეს.
არის თუ არა კავშირი ჭუბერის ხევში 5 ივლისს მომხდარ სტიქიურ უბედურებასა და მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში, მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას შორის?
თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ჰაერში აზოტის ორჟანგის შემცველობა დასაშვებ ნორმას 1.3-ჯერ აღემატება. 4 ივლისს, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი გაზომა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგის ავტომატური სადგურის მეშვეობით.
პაპანაქება სიცხეზე, ნიავის წამობერვაზე, უჰ, მგონი აგრილდა-ზე, არა, რა აგრილდა, ხვალ უარესია-ზე, აუ, სიცივეს მაინც სიცხე მირჩევნია-ზე, გაოფლილ იღლიებსა და ბევრი წყალი სვით-ზე, ადუღებულ ტრანსპორტზე და ა.შ. დღეს, ყველაზე მეტს ალბათ სოციალურ ქსელში წუწუნებენ და წერენ. ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით, ასე ჩანს.
პირველი ივლისიდან, 10 ივლისის ჩათვლით, დრამატურგები, რეჟისორები, მუსიკოსები და მსახიობები მოიყრიან თავს დიღომში, კინოსტუდიის მეხუთე პავილიონში, სადაც "ახალი დრამის ფესტივალი" გაიმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 1000-ლარიანი გირაო დააკისრა ქალს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ძალადობის გულისთვის უჩივლა ყოფილ ქმარს.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე სამი თვეღაა დარჩენილი. 2018 წლის შემოდგომაზე საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით, თბილისში ჩამოვიდა ფრანკფურტის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე სამი თვეღაა დარჩენილი. 2018 წლის შემოდგომაზე საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
ნარკოტიკული ზემოქმედების დროს გარდაცვლილ ადამიანებს, შესაძლოა, წესი არ აუგონ. გადაწყვეტილება სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ, რომელმაც ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს, 21 ივნისს, წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს.
“ტყიბულში 5 აპრილს მომხდარი ტრაგედია არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება”, - ამ სათაურით გამოაქვეყნა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ დასკვნა, რომელიც უცხოელ ექსპერტებს ეკუთვნით.
„სამეფო უბნის თეატრის“ სპექტაკლი „დემონები“ მიუღებელი აღმოჩნდა გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისათვის. შვედი დრამატურგის, ლარს ნურენის „დემონებით“ დაიხურა გორში კომედიის ფესტივალი, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა.
“იყო ერთი გოგო” - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივით გამოიცა კრებული, რომელშიც თავმოყრილია ზღაპრები იმ ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი კვალი დატოვეს.
14 ივნისს საქართველოში აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე. კონსერვატორიის სტუდენტი, მაია ლომიძე დაბადებიდან უსინათლოა, თუმცა, ამას არ შეუშლია მისთვის ხელი, რომ პიანისტი გამხდარიყო და დღეს უკვე ახალ პროფესიას, საოპერო ვოკალს ეუფლება.
3 წელი გავიდა 2015 წლის 13 ივნისის თბილისის სტიქიის შემდეგ. ადიდებულმა მდინარე ვერემ გვერდიგვერდ დააყენა ათასობით ახალგაზრდა, რომლებიც დღეს ამბობენ, რომ 13 ივნისის ტრაგედიამ სამოქალაქო აქტივიზმს ჩაუყარა საფუძველი.
ლგბტ უფლებადამცველები იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ.
გუდაურში, პარაპლანით მფრინავებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით. დაკავებულია საქართველოს ოთხი მოქალაქე. ადგილობრივ, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მიზეზად, გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესინტერესები სახელდება.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით, 8 ივნისს, 19 საათზე, იუსტიციის სახლთან გაიმართება აქცია.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით, საქართველოს სტუმრობდა ამერიკული ავტორბოლის, NASCAR-ის, ერთადერთი, ყველაზე ტიტულოვანი, მრბოლელი ქალი ჯენიფერ ჯო კობი. კამპანიის „ქალებს ყველაფერი შეუძლიათ" ფარგლებში, მან საქართველოს სხვადასხვა ქალაქი მოიარა და შეხვდა ავტომრბოლელ ქალებს.
ჩამოტვირთე მეტი