რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
თბილისის პოლიციამ დაიწყო გამოძიება ნეონაცისტური ორგანიზაციის, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიერ გამოთქმული მუქარის გამო.
საქართველოში ორი 17 მაისი აღინიშნება. ერთი 17 მაისი - ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომელსაც მსოფლიოს 130 ქვეყანა 2004 წლიდან აღნიშნავს, და მეორე 17 მაისი - ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღე, რომელიც საქართველოში უკვე მეხუთედ აღინიშნება.
13 მაისს დილით პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია შეწყდა მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობის წინ კარვები აიღეს. ისინი დილის 9 საათზე შეუდგნენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიერ წინა ღამით განთავსებული კარვების დაშლას.
რადიო თავისუფლებამ ამ კითხვით მიმართა მოქალაქეებს.
სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა დაბალია. მისდამი დაბალი ნდობის მაჩვენებელს კი სხვადასხვა მიზეზი და კომპონენტი განსაზღვრავს, მათ შორის: მმართველი პარტიის გავლენა, მიკერძოებული გარემო, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფების კონტროლი, კორუფცია და სხვა.
21 წლის იყო თეთრი არაგვის ხეობელი ლადო ბუჩუკური, სოფელ გვიდაქედან, ომში რომ გაიწვიეს. სახლში დატოვა 17 წლის ორსული ცოლი, ნინა. მთიული მაიორი ლადო ომიდან აღარ დაბრუნებულა.
დაიწყო პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინრეგისტრაცია, რომელიც ერთ თვეს გასტანს და მთელ საქართველოს მოიცავს.
29 წლის ნიკა თბილისის ღამის კლუბებს ხშირად სტუმრობს. მოიხმარს ე.წ. კლუბურ ნარკოტიკებსაც. თუმცა, უკვე რამდენიმე კვირაა, კლუბური ნარკოტიკის მიღებაზე უარი თქვა. მისი თქმით, ამის მიზეზი ის გაურკვეველი ნივთიერებაა, რომელმაც, სავარაუდოდ, რამდენიმე ახალგაზრდის სიკვდილი გამოიწვია.
2018 წლის 13 ოქტომბერს საწყლოსნო საცურაო კომპლექსს 40 წელი უსრულდება. ხუთი წელია, კომპლექსი აღარ ფუნქციონირებს და აუზებში წყლის ნაცვლად ბალახი ბიბინებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ლაგუნა ვერე“ ფონდ „ქართუს“ საკუთრებაა, თუმცა „ლაგუნა ვერეზე“ ფონდ „ქართუში“ არ ლაპარაკობენ.
2018 წლის 13 ოქტომბერს საწყლოსნო საცურაო კომპლექსს 40 წელი უსრულდება. ხუთი წელია კომპლექსი აღარ ფუნქციონირებს და აუზებში წყლის ნაცვლად ბალახი ბიბინებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ლაგუნა ვერე“ ფონდ „ქართუს“ საკუთრებაა.
3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, შეიძლება ითქვას, მედია საქართველოში რამდენიმე საყურადღებო მაჩვენებლითა და ნიშნით შეხვდა. თუკი თავდაპირველად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებულ ანგარიშებში ჩავიხედავთ, უნდა ითქვას, რომ, მათი შეფასებით, ქართული მედია პლურალისტურია, თუმცა კვლავაც საკმაოდ პოლარიზებული.
3 მაისისთვის დაგეგმილი მეტროს მემანქანეების გაფიცვა თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 დღით გადაავადა. მეტროს 240-მდე მემანქანე ითხოვს ანაზღაურების 45%-ით ზრდას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივნისის დასაწყისში გაიფიცებიან.
3 მაისისთვის დაგეგმილი მეტროს მემანქანეების გაფიცვა თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 დღით გადაავადა.
ლგბტ უფლებადამცველები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, სოფიო კილაძის, გადადგომას ითხოვენ. 1 მაისს მათ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს. ამის შემდეგ სოფიო კილაძის გადადგომა მათ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე მოითხოვეს.
ლგბტ უფლებადამცველები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, სოფიო კილაძის, გადადგომას ითხოვენ. 1 მაისს მათ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა 2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები და წარმოადგინა ის მიგნებები, რომლებიც უკავშირდება ქვეყნის განვითარების კურსს, საგარეო პოლიტიკას, თავდაცვას, ხელისუფლებისა და ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებას და პარტიების მხარდაჭერას.
1986 წლის 26 აპრილს, უკრაინაში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე, ორი აფეთქება მოხდა. აფეთქება მოჰყვა ელექტროსადგურში დაგეგმილ ექსპერიმენტს. ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ტექნოგენური კატასტროფა.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ ცნო სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით და სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ვინ იცავს და როგორ იცავს ძალადობის მსხვერპლს და ასევე სავარაუდო მოძალადე მოზარდებს, რომელთა ვიდეოც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სოციალური ქსელის საშუალებით და რომელზე გამოძიებაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი მუხლით დაიწყო?
ვიდეო, რომლის შესახებ გამოძიებაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 აპრილს დაიწყო, YouTube-ზე პირველად 2017 წლის სექტემბერში აიტვირთა.
ჩამოტვირთე მეტი