რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
ოცამდე ოპოზიციურმა პარტიამ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილზე, რომელიც საარჩევნო სისტემას შეეხება.
ბაგების ტერიტორიაზე ცხრა ჯანსაღი ხის მოჭრა მოქალაქეებისა და გარემოს დამცველების პროტესტის მიზეზად იქცა.
გიგა გიგაური ხეზე კვეთის ოსტატია. მთიულეთში, სოფელ მუგუდაში, ცოლთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. გიგამ ხეზე კვეთა 25 წლის წინ, 90-იან წლებში დაიწყო.
ლაბორატორიულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული ნიადაგი იმდენადაა დაბინძურებული, რომ მასზე მწვანე ნარგავი ვერ გაიხარებს - ამ ინფორმაციას ავრცელებენ საინფორმაციო სააგენტოები, რომლებიც, თავის მხრივ, კვლევითი ლაბორატორიის „მულტიტესტის“ დასკვნას ეყრდნობიან.
გიგა გიგაური ხეზე კვეთის ოსტატია. მთიულეთში, სოფელ მუგუდაში ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად. ხეზე კვეთა გიგამ ამ მეოთხედი საუკუნის წინ, 90-იან წლებში დაიწყო. მას შემდეგ ეს საქმე შემოსავლის ერთადერთ წყაროდ ექცა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან ახალგორის რაიონის სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სწავლება მხოლოდ რუსულ და ოსურ ენებზე იქნება.
2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღება 7 აგვისტოს დილის 10 საათიდან დაიწყო და 11 აგვისტოს ჩათვლით გასტანს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციამ შეხვედრები გამართა პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან.
„დაუმორჩილებლობა იწყება“ − ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზავნილი 19 ივლისს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გამართული ქალთა სოლიდარობის მარშისა, რომლის საბაბად იქცა 14 ივლისს, იქვე ჩატარებული „ქართველთა მარში“.
ერთ კუბურ მეტრზე, დაახლოებით, ნახევარი თეთრი - ამ რაოდენობით გაეზარდა თბილისის მოსახლეობას გაზის მოხმარების ტარიფი.
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
იმ გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც სხეულის დაზიანებები მიიღო აღმაშენებლის გამზირზე შენობის ფასადის ჩამოშლის გამო, სტაბილურია. მისი ოჯახის წევრები მომხდარზე პასუხისმგებლობას მერიას აკისრებენ.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში ვიზიტი დასრულებულია. ისინი რუსეთის ფედერაციის სათათბიროში შეხვდნენ სათათბიროს დსთ-ს ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარეს.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში იმყოფებიან და რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატებს ხვდებიან.
გასულ წლებთან შედარებით წელს გაზრდილია დამწვრობის ეროვნულ ცენტრში რუჯის მიღების შედეგად კანის დამწვრობით მოხვედრილი პაციენტების რიცხვი. ბოლო ერთ თვეში დამწვრობის ცენტრს უკვე მიმართა 165-მა პირმა, რომელთაგან 32-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის რაიონში არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერი ძველი „სასაზღვრო“ ნიშნულიდან დაახლოებით 500 მეტრითაა გადმოწეული.
გასულ კვირაში განსკუთრებული ყურადღება მიიპყრო საქართველოში მცხოვრები და შემდეგ დაკავებული უცხოეთის მოქალაქეების ბედმა. თუკი ამ თემას ქრონოლოგიურად მივყვებით, მაშინ პირველ რიგში უნდა ვახსენოთ საქართველოდან გაუჩინარებული და აზერბაიჯანში დაპატიმრებული ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმე. გასული კვირის დასაწყისში, ორშაბათს, მისმა ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა პატიმრობიდან მისი გათავისუფლების მოთხოვნით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელ ორკესტრში სამოცდასამი შემსრულებელია. ორკესტრი ყოველდღიურად გადის რეპეტიციას იმისათვის, რომ შემდეგ მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებაში, რიტუალურ უზრუნველყოფაში, ქვეყნის პირველი პირების ოფიციალურ შეხვედრებში და, გარდა ამისა, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფესტივალებსა და კონცერტებში.
იქნება თუ არა პეკინის გამზირზე ცალმხრივი მოძრაობა მისი რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ - ამ საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
თურქეთის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე, ქართველი სამართალდამცავების მიერ დაკავებული დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ელის. მის მოთხოვნას განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იკვლევს.
ჩამოტვირთე მეტი