რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიხედვით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა, თვითმკვლელობის მოტივად კი გამოძიება ეროსი კიწმარიშვილის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს.
რელიგიური გაერთიანებების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ ფორუმზე იმისათვის, რომ ადრეული ქორწინებისა და ამ პრობლემის მოგვარებაში სასულიერო პირთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ემსჯელათ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე თბილისში აღინიშნა ფორუმით, რომელიც გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირების ორი წლის თავს მიეძღვნა.
დედაქალაქის მთავრობის წევრები საზოგადოებას ვერეს ხეობის განახლებული ინფრასტრუქტურის შესახებ ანგარიშს აბარებენ.
13 ივნისს ერთი წელი სრულდება, რაც მდინარე ვერეს ადიდებას წყალდიდობა მოჰყვა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, 2 უგზო-უკვლოდ დაიკარგა, განადგურდა ზოოპარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი, დაიხოცა ცხოველი და ათობით ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.
თითქმის ორ საათს გაგრძელდა განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას, შეხვედრა სტუდენტური გაერთიანება „აუდიტორია 115“-ის წევრებთან.
14 მაისს დაპირებული ღია წერილი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 30 მაისს გამოაქვეყნა. ასე დაიწყო გასული კვირის ორშაბათი დილა.
30 მაისს ეკატერინე ტოგონიძის მოთხრობების კრებულის „მომისმინე“ და მცირე რომანის „ს-ხ-ვ-ა გ-ზ-ა“ წარდგინება გაიმართა. ეკა ტოგონიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე წერს და ცდილობს მათი პრობლემები მხატვრული ლიტერატურის ჭრილში დაანახვოს საზოგადოებას.
„ნუ მაბოლებ!“ – სწორედ ამ სახელწოდების აქციით აღნიშნეს 31 მაისს თამბაქოს გარეშე მსოფლიოს დღე არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წევრებმა.
30 მაისს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის აჯამებს ოთხწლიან ციკლს, ამასთან, იხსენებს საქართველოს ყოფას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე და თავის პირად მიზანზეც ლაპარაკობს.
„ვარ ქართველი, ვცხოვრობ კანადაში და ვწერ რუსულად“ - ასე ახასიათებს თავის თავს თბილისში დაბადებული და 90-იან წლებში კანადაში ემიგრირებული ჟურნალისტი ელენე პეპი ბოჭორიშვილი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საკუთარი სტენდები წარმოადგინეს სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებმა.
„აუდიტორია 115“-ის წევრები ხელისუფლებას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ და სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმებას მოითხოვენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა გამოკვლევის შედეგები მნიშვნელოვანი ინსტიტუტებისადმი ნდობის თაობაზე. გამოკვლევაში 2 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
18 მაისს მსოფლიო მუზეუმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. უკვე მეცხრე წელია მუზეუმის დღეს საქართველოს მუზეუმი „მუზეუმების კვირეულით“ ეხმაურება.
წელს, პირველად, აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ნახევრად ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ. ფორმატის ცვლილება მხოლოდ დავალებების ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს.
ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ასევე აირჩიეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 20 წევრი.
შემოდგომაზე პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის მუზეუმი იხსნება. იქ განთავსდება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული საგანძური, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არასოდეს ყოფილა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 მაისს აკადემიური საბჭოს 13 წევრი აირჩიეს. სწორედ აკადემიური საბჭოა ის ორგანო, რომელმაც რამდენიმე თვეში რექტორი უნდა აირჩიოს.
“აუდიტორია 115”-ის წევრები და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კანონში არსებულ იმ ნორმებს ასაჩივრებს, რომლებიც სტუდენტურ თვითმმართველობას პრივილეგიებს ანიჭებს.
ჩამოტვირთე მეტი