რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
12 თებერვალს მიუნხენში გაიხსნა საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია. კონფერენციის ფარგლებში, რამდენიმე შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება პირველი აპრილიდან სავიზო რეჟიმს აწესებს იმ ქვეყნების მოქალაქეებისათვის, რომლებმაც ე.წ. რესპუბლიკის დამოუკიდებლობა არ აღიარეს.
2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ახალი ინსტიტუტის შემოღებას, რაც გულისხმობს საჯარო მოხელის შეფასების სისტემის დანერგვას.
საქართველოსა და ირანს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბუნებრივი აირის საკმარისი მოცულობით მოწოდების შესახებ როგორც შიდა მოხმარების, ისე ტრანზიტისთვის.
ბრიუსელში პირველი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
„თავისუფალი დემოკრატების“ მტკიცებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები შავი ზღვის კაბელისა და სახმელეთო მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გასხვისებაზე.
თბილისის მერია, თბილისის განვითარების ფონდთან ერთად, იწყებს განხორციელებას პროექტისა „ახალი ტფილისი“. პროექტი 5 თებერვალს საზოგადოებას წარუდგინეს პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა.
გალერეა "კონტეინერში" გაიმართა ლიტველი ფოტოგრაფების გამოფენა, სახელწოდებით "ჩვეულებრივი ვარსკვლავები". რას და ვისზე ჰყვებიან დოკუმენტური ფოტოები და მათი ავტორები?
„ცოცხალი წიგნები“, ანუ მწერლები, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენაზე ინაცვლებენ, ანუ ისინი ერთი საათით მსახიობებად იქცევიან, მათი მკითხველი კი - მაყურებლებად.
2014 წელს არაერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმები განხორციელდა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით, თუმცა, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ამბობს, აპარატი კვლავაც მუშაობს არაერთ საკანონმდებლო წინადადებაზე.
თბილისში პატივი მიაგეს 1933-1945 წლებში დაღუპულ ადამიანებს, რომლებიც გერმანიის ნაცისტურ რეჟიმს საკონცენტრაციო ბანაკებსა თუ მის ფარგლებს გარეთ შეეწირნენ.
ენერგეტიკის მინისტრმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ „გაზპრომი“ საქართველოს, სომხეთისკენ გატარებული გაზის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას სთავაზობს.
მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა კანონპროექტი, რომლის მიზანიც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დაცვაა.
არის თუ არა მომატებული ვირუსული ინფექციების რაოდენობა და რა მოლოდინები აქვს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს?
თბილისში რამდენიმე საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა განიხილებოდა აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის გაზის მიწოდების საკითხები.
როგორი შეიძლება იყოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის პერსპექტივა თურქეთთან დაწესებული სანქციების კვალდაკვალ?
გამოცდები ჩატარდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში და ყველა კლასის პედაგოგისთვის.
გასული წლის მიწურულს კულტურის სამინისტროში გაიმართა ალბომის პრეზენტაცია, სახელწოდებით „ძველი ქართული სამკაული“. წიგნი-ალბომი „ქარჩხაძის გამომცემლობის“ მიერ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.
სახელმწიფო მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის გაზრდის ინიციატივით გამოდის. პროგრამაში "სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ 2016 წლიდან ცვლილება შედის.
როგორია სახელმწიფო პოლიტიკა უსახლკაროებთან დაკავშირებით? როგორ ხდება უსახლკაროთა სტატუსის მინიჭება და ვინ აკონტროლებს ამ პროცესს?
ჩამოტვირთე მეტი